სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



მამდუ ელსბიაიმ ვარჯიში განაახლა

მამდუ ელსბიაი (ბიგ რემი) 2019 წლის მისტერ ოლიმპიისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ის წლევანდელი ცერემონიის გამოტოვებას აღარ აპირებს და გულშემატკივარს დიდ წარმატებასაც პირდება. როგორც ცნობილი გახდა, მამდუმ უკვე დაიწყო 2019 წლის მისტერ ოლიმპიისთვის სრული დატვირთვით ვარჯიში. იმედს გამოვთქვამთ, რომ მისი და ნეილ ჰილის კოლაბორაცია ათლეტისთვის სასურველ შედეგს გამოიღებს. 2017 წელს მამდუმ მეორე პოზიცია დაიკავა და  ფილ ჰიტის დამარცხება ვერ მოახერხა. 2018 წელს კი მისტერ ოლიმპიის მიღმა დარჩა. 2019 წელს ათლეტი დიდი იმედებით ხვდება და აცხადებს, რომ მზად არის გრანდიოზული ცვლილებებისთვის. ის იმედოვნებს, რომ 2017 წლის ფიგურას კვლავ დაიბრუნებს.

ბიგ რემიმ თავის ინსტაგრამზე უკვე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის ნეილ ჰილთან ერთად ვარჯიშობს. ისინი ერთმანეთს ამხნევებენ და ცდილობენ მოტივაცია მაქსიმალურად აიმაღლონ. ვიდეოში ჩანს, რომ პირველ დღეს ათლეტი მხრების ვარჯიშით არის დაკავებული, მეორე დღეს კი ნეილ ჰილთან ერთად ფეხის ვარჯიშებს ასრულებს.

„2019 წელს დიდი ენერგიით ვხვდები და ჩემს მწვრთნელთან ერთად მხრების მომაკვდინებელ ვარჯიშებს ვასრულებ, რათა დავრწმუნდეთ, რომ 2019 წლისთვის მზად ვართ და დიახ, ჩვვენ ნამდვილად მზად ვართ!“- წერს ბიგ რემი თავის ინსტაგრამზე.

„მეორე დღე ფეხის ვარჯიშებს დავუთმეთ. ეს მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ გაცილებით მეტის მოლოდინი გვაქვს!“ - აღნიშნავს მამდუ ელსბიაი.

თუ მამდუ ელსბიაი მსგავსი დატვირთით ვარჯიშს განაგრძობს, დიდი ალბათობით, სერიოზულ წარმატებასაც მიაღწევს. ყველასთვის ცნობილია , რომ მისტერ ოლიმპიის მონაწილეებს ის არაფრით ჩამორჩება და ნებისმიერი მათგანისთვის სერიოზულ კონკურენტად შეიძლება იქცეს. საინტერესოა, იქნება თუ არა 2019 წელი გამარჯვების მომტანი ბიგ რემისთვის და მოახერხებს თუ არა ის საბოლოოდ წარმატების მიღწევას?! იმედს გამოვთქვამთ, რომ ათლეტის ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის.

 

 

 

 

გაიარეთ ავტორიზაცია და შეაფასეთ სტატია


ცუდი

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

კარგი

0

დან 0

0 ხმა

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა