Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



დაბალნახშირწყლოვანი კერძების მარტივი რეცეპტები - ფარშირებული ბულგარული წიწაკა

ინგრედიენტები, რომლებიც დაგვჭირდება:

  • ძროხის, ღორის ან შერეული ხორცის ფარში - 500 გრ.
  • სხვა და სხვა ფერის ბულგარული წიწაკა - 1 კგ.
  • ყვავილოვანი კომბოსტო - 500 გრ.
  • ტომატი - 3 სუფრის კოვზი
  • ხახვი - 1 ცალი
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ნიორი - 3 კბილი
  • ახალი რეჰანი
  • ხმელი ორეგანო - 2 ჩაის კოვზი
  • დაფნის ფოთოლი

მომზადების წესი: ბულგარულ წიწაკას მოვაჭრათ თავები და გადავდოთ გვერდით, შემდგომ მათ გამოვიყენებთ, როგორც თავსახურებს. წვრილად დავჭრათ ყვავილოვანი კომბოსტო და მოვათავსოთ ჯამში, დავამატოთ ფარში, ხახვი, სტაფილო, ნიორი, რეჰანი, ორეგანო  და ტომატი. ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად ავზილოთ.

მიღებული ნაზავი გადავიტანოთ ბულგარულ წიწაკებში და თითოეული დავხუროთ გადადებული ბულგარული წიწაკის თავებით. მოვათავსოთ ქვაბში. დავასხათ წყალი და დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ ნახევარი საათის მანძილზე.

ბულიონში სანელებლებსა და მარილს ვიყენებთ ჩვენი გემოვნებით. მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე ვამატებთ დაფნის ფოთოლს.

 

 

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა