სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ფილ ჰიტი საოცარ ფორმაშია და თავდაუზოგავად ვარჯიშობს

2018 წლის მისტერ ოლიმპიაზე მარცხის მიუხედავად ფილ ჰიტი მოტივაციას არ კარგავს და თავდაუზოგავად ვარჯიშობს. მისტერ ოლიმპიის შვიდგზის გამარჯვებულ ათლეტს შარშან შოუნ როდენის წარმოუდგენელი ასპარეზობის გამო ტიტულის დათმობა მოუხდა. როგორც ჰიტი აღნიშნავს, მარცხმა მასზე უარყოფითად არ იმოქმედა და წელს განსაკუთრებული დატვირთვით განაგრძობს ვარჯიშს.

ფილ ჰიტი ინსტაგრამზე ძალიან აქტიურია. მის პოსტებში კარგად ჩანს, რომ ათლეტი საკმაოდ მოტივირებულია და მომავალი გამარჯვებების მოლოდინშია. ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის იასპარეზებს თუ არა ჰიტი წლევანდელ მისტერ ოლიმპიაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ჭორი გავრცელდა. გულშემატკივართა ნაწილი ვარაუდობს, რომ ჰიტი წელს ასპარეზობას ვერ შეძლებს.

ჰიტის ერთ-ერთ ინსტაგრამ პოსტში ვკითხულობთ: „სან დიეგოში არაჩვეულებრივი დრო გავატარე, დარბაზის ახალი აღჭურვილობის წყალობით ძალიან კარგად ვივარჯიშე. ძალიან დიდი მადლობა დარბაზის პერსონალს. თქვენი დახმარებით ჩვენმა გუნდმა ფანტასტიკურად ივარჯიშა. შედეგიც გასაოცარი გვაქვს. ერთი სული მაქვს წლევანდელ გაზაფხულსა და ზაფხულში ყველას განახოთ, თუ როგორი შედეგი მივიღეთ. დარწმუნებული ვარ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ შეიცვლება. ყველას წარმატებებს გისურვებთ. ივარჯიშეთ მთელი ძალით, გონებით  და რაც მთავარია, ისიამოვნეთ!“

ფილ ჰიტი ინსტაგრამზე თავის მწვრთნელთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს და წერს: „დღეს მხრის დღე გვაქვს. ვარჯიშის განახლება მჭირდებოდა, ასე რომ ჩემს მწვრთნელთან ერთად ახალი ბრძოლებითვის მზადება დავიწყე.“

აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გულშემატკივრებში გავრცელდა მოსაზრება, რომ ჰიტი მისტერ ოლიმპიას წელსვე დაუბრუნდება.

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოს კი ფილ ჰიტი ასე ასათაურებს: „რაც უნდა მოხდეს, არ უნდა დანებდე!“

ფილ ჰიტის კიდევ ერთი ინსტაგრამ პოსტი ასე გამოიყურება: „გამარჯვების დროა!“

როგორც ჩანს, ათლეტი მოტივაციის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის და გამარჯვებისთვის ემზადება.

 

 

 

გაიარეთ ავტორიზაცია და შეაფასეთ სტატია


ცუდი

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

კარგი

0

დან 0

0 ხმა

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა