სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



იოგა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად

გაციებისა და გრიპის თავდასხმას ადამიანის ორგანიზმი ყოველთვის ვერ უმკლავდება. სუსტი იმუნური სისტემა და რესპირატორული ინფექციების სეზონური აქტივობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთგულებაში ხელს გიშლით.  მთელი დღის განმავლობაში საწოლში წოლა და პასიურ მდგომარეობაში ყოფნა არავის სიამოვნებს. როდესაც სუსტი იმუნიტეტი გაქვთ, ერთადერთი, რაზეც ოცნებობთ ჯანმრთელობაა. თქვენ გსურთ, რომ რამდენიმე დღე მაინც გაატაროთ თავისუფლად და ჯანმრთელად, არ გინდათ, რომ რაიმე გაწუხებდეთ. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანი იმუნური სისტემის გაძლიერების ბუნებრივი გზების მოძიებაა. იმუნური სისტემა ორგანიზმს მიკროორგანიზმების, ვირუსებისა და ბაქტერიებისგან იცავს. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, რადგან ორგანიზმის ინფექციებისგან დაცვის ფუნქცია სწორედ იმუნურ სისტემას ეკისრება. იმუნური სისტემა ორგანიზებულად მუშაობს. ის თავდაპირველად ორგანიზმში შეჭრილ უცხო ელემენტს ავლენს, რომელსაც საფრთხის შემცველად აღიქვამს და შემდეგ მის განადგურებას იწყებს. ზოგჯერ იმუნური სისტემა ჩვეულ რეჟიმში ვერ ფუნციონირებს, რაც სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული. სტრესი, ცხოვრების მჯდომარე წესი, არაჯანსაღი კვება - ეს ყოველივე თქვენს იმუნიტეტს ძალიან აზიანებს, რაც თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად ზემოქმედებს. მიუხედავად ამისა, იმუნური სისტემის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება სავსებით შესაძლებელია. თუ იმუნიტეტის გაძლიერების ბუნებრივ გზებს ეძებთ, გირჩევთ, პირველ რიგში, იოგა სცადოთ.

ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის ბალანსსა და სტაბილურობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. როდესაც იმუნური სისტემის ბალანსი ირღვევა, ის გამართულად მუშაობას ვეღარ ახერხებს. იოგა თქვენს ორგანიზმს მრავალმხრივად აჯანსაღებს. ის სტრესს მნიშვნელოვნად ამცირებს, რაც იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს. ცნობილია, რომ სტრესი იმუნურ სისტემაზე ნეგატიურად ზემოქმედებს. არსებობს იოგას კონკრეტული პოზები, რომლებიც იმუნური სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს. თუ აღნიშნულ ვარჯიშებს რეგულარულად შეასრულებთ, იმუნიტეტის ამაღლებას აუცილებლად შეძლებთ.

  • მთის პოზა

მთის პოზა ბაზისური პოზაა, რომელსაც იოგას სხვა პოზები ემყარება. სხვაგვარად მას იოგას პოზების დედად მოიხსენიებენ. აღნიშნული პოზის დაფიქსირება თქვენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ. მნიშვნელოვანია, რომ პოზა სულ ცოტა 10-20 წამის მანძილზე დააფიქსიროთ და ხუთჯერ ღრმად ჩაისუნთქოთ. თუ სხვა პოზების დაფიქსირებასაც გეგმავთ, გირჩევთ ვარჯიში უზმოზე დაიწყოთ. მთის პოზის დახმარებით თქვენ ბალანსის შენარჩუნებას ისწავლით და კუჭ-ნაწლავის მდგომარეობას გააუმჯობესებთ. ამასთან, სწორად სუნთქვას შეძლებთ, თავდაჯერებულობას შეიძენთ, დაძაბულობას მოიხსნით და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაც გაგიადვილდებათ. მთის პოზის წყალობით თქვენ განტვირთვა არ გაგიჭირდებათ. გარდა ამისა, ჰარმონიის შენარჩუნებას შეძლებთ.

  • ხის პოზა

აღნიშნული პოზის სახელწოდება თავად გვეუბნება, რომ ის სტაბილურობას და სიმყარეს გვაჩვევს. ხის პოზა მცენარის უდრეკ და მყარ პოზას აფიქსირებს. უმჯობესია, თუ აღნიშნულ ვარჯიშს დილით, უზმოზე შეასრულებთ, როდესაც გონება ზედმეტად გადატვირთული არ გაქვთ და თავს მსუბუქად გრძნობთ. თუ გირჩევნიათ, რომ ხის პოზა საღამოს სამსახურის დასრულების შემდეგ ან სადილობამდე დააფიქსიროთ, შეგიძლიათ ასე მოიქცეთ. აღნიშნული პოზის დამხარებით სარგებლის მიღებას ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებთ. ხის პოზის დაფიქსირებისას თითოეულ ფეხზე ერთი წუთის განმავლობაში მაინც უნდა დადგეთ და ღრმად ისუნთქოთ. მისი დახმარებით ხერხემალს გააძლიერებთ. გარდა ამისა, კუნთებისა და ნერვების კოორდინაციასაც გააუმჯობესებთ. ხის პოზის წყალობით, თქვენ მენტალური შესაძლებლობები გამოგისწორდებათ და სტაბილურობის შენარჩუნება არ გაგიჭირდებათ. ხის პოზა ერთგვარი გაწელვის ვარჯიშია, რომელიც სხეულს აჯანსაღებს. თქვენ გამძლეობა გიუმჯობესდებათ და კონცენტრაციას უკეთ ახერხებთ. ხის პოზა თავდაჯერებას გმატებთ და ნერვული სისტემის რელაქსაციასაც უწყობს ხელს.

  • ცერის პოზა

აღნიშნული პოზის დახმარებით ფეხის უკანა კუნთების გაძლიერებას შეძლებთ. გარდა ამისა, ხერხემალსა და კისერსაც გაავარჯიშებთ. ცერის პოზა საკმაოდ მარტივად შესასრულებელი ვარჯიშია. გირჩევთ, ის დილით, უზმოზე შეასრულოთ. ცერის პოზა დაახლოებით 30 წამის მანძილზე უნდა დააფიქსიროთ. თუ დილის საათებში ვარჯიშისთვის ვერ მოიცლით, შეგიძლიათ იოგას დრო საღამოს საათებში დაუთმოთ. ცერის პოზა ბოლო კვებიდან 2-3 საათის გასვლის შემდეგ უნდა დააფიქსიროთ. აღნიშნული ვარჯიში გონების დამშვიდებაში გეხმარებათ და სტრესისგან გათავისუფლებთ. კუჭ-ნაწლავის სისტემა მნიშვნელოვან სტიმულაციას განიცდის, რის შედეგადაც საკვების გადამუშავება უმჯობესდება. თქვენი ღვიძლი და თირკმლები სისხლით უკეთ მარაგდება, რის გამოც ახალი ენერგიით ივსებით და თავს ჯანსაღად გრძნობთ. ცენტრალური ნერვული სისტემის რელაქსაციის შედეგად, თქვენ ღამით დაძინება არ გიჭირთ და ინსომნიას მარტივად ამარცხებთ.

  • სამკუთხედის პოზა

სამკუთხედის პოზა ცნობილ გეომეტრიულ ფიგურას განასახიერებს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო იოგას პოზაა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. აღნიშნული პოზა დაახლოებით 30 წამის განმავლობაში უნდა დააფიქსიროთ. ვარჯიშის დროს 5-დან 10-მდე ღრმა ჩასუნთქვა უნდა განახორციელოთ. უმჯობესია, თუ ვარჯიშს დილას შეასრულებთ, როდესაც ენერგიით ხართ სავსე და ორგანიზმში საკვების გადამუშავების პროცესი დასრულებულია. სხვა პოზების მსგავსად სამკუთხედის პოზის დაფიქსირება სხვა საათებშიც შეგიძლიათ. თქვენთვის საუკეთესო დრო გამონახეთ და კვებამდე სამი საათით ადრე ან გვიან ივარჯიშეთ. სამკუთხედის პოზის დახმარებით თქვენს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. თქვენი არტერიული წნევა დარეგულირდება, ორგანიზმს საკვების გადამუშავება  აღარ გაუჭირდება. თქვენ უკეთ შეძლებთ კონცენტრირებას და ბალანსის გაუმჯობესებაც გაგიმარტივდებათ. სხვა პოზების მსგავსად, სამკუთხედის პოზაც გონების დამშვიდებაში გეხმარებათ. მისი წყალობით სტრესთან გამკლავებას მარტივად შეძლებთ და ნერვული სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებაც არ გაგიჭირდებათ.

  • სკამის პოზა

სკამის პოზა ნამდვილად მოგაგონებთ სკამზე დაჯდომას, თუმცა იმ განსხვავებით, რომ თქვენ სკამის გამოყენებას ვერ შეძლებთ, რაც საქმეს საკმაოდ ართულებს. პოზის დასაფიქსირებლად თქვენ სხეულის დატვირთვა მოგიწევთ და ბალანსის დამოუკიდებლად შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოთ. იმისთვის, რომ მოცემული პოზისგან სარგებლის მიღება შეძლოთ, გირჩევთ ის 30-60 წამის განმავლობაში დააფიქსიროთ. ვარჯიშის დროს 5-დან 10-მდე ღრმა ჩასუნთქვა უნდა განახორციელოთ. სკამის პოზის დახმარებით თქვენ ძალის მატება არ გაგიჭირდებათ, გარდა ამისა, ბალანსისა და სტაბილურობის გაუმჯობესებასაც შეძლებთ. სკამის პოზა გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გეხმარებათ. ის მუცლის ორგანოების გაძლიერებასაც უწყობს ხელს. თუ გსურთ, რომ თავს ენერგიულად გრძნობდეთ, მოცემული ვარჯიში რეგულარულად უნდა შეასრულოთ.

  • კობრას პოზა

სახელწოდებითაც მარტივად მიხვდებით, რომ აღნიშნული პოზა კობრას განასახიერებს, რომელსაც თავი მაღლა აქვს აწეული. იმისთვის, რომ მოცემული ვარჯიშისგან სარგებლის მიღება შეძლოთ, პოზა 15-30 წამის მანძილზე დააფიქსირეთ. ვარჯიშის დროს 5-დან 10-მდე ღრმა ჩასუნთქვა უნდა განახორციელოთ. მოცემული პოზის წყალობით, თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, ხოლო ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა გააქტიურდება. ის გულისა და ფილტვების გაჯანსაღებასაც უწყობს ხელს და სტრესის დამარცხებაშიც გეხმარებათ. კობრას პოზა ხერხემლის მოქნილობას აუმჯობესებს. მისი დახმარებით განწყობა მნიშვნელოვნად გიუმჯობესდებათ, თავს ენერგიულად და ჯანსაღად გრძნობთ. კობრას პოზის წყალობით ცენტრის კუნთების ტონუსში მოყვანასაც მარტივად ახერხებთ.

  • თევზის პოზა

თევზის პოზა თქვენს სხეულს განტვირთვაში ეხმარება და მას უარყოფითი ენერგიისგან ათავისუფლებს. ის სხვა პოზების მსგავსად 15-30 წამის მანძილზე უნდა დააფიქსიროთ. ვარჯიშის დროს 5-ჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ. თევზის პოზის დახმარებით თქვენ საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღებას შეძლებთ. გარდა ამისა, კუნთების დაძაბულობაც მოგეხსნებათ, ხოლო ხერხემლისა და კისრის არეში ზეწოლა შემცირდება. აღნიშნული ვარჯიში სუნთქვის რეგულირებაში გეხმარებათ. ის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას აუმჯობესებს. თევზის პოზის დახმარებით შეკრულობის დამარცხებას შეძლებთ. თქვენ შფოთვა ნაკლებად შეგაწუხებთ. გარდა ამისა, თავბრუსხვევისა და დაღლილობის შეგრძნებისგანაც მარტივად გათავისუფლდებით.

თითოეული ზემოთ დასახელებული პოზა თქვენს ორგანიზმს უამრავ სარგებელს მოუტანს, რაც საერთო ჯამში, იმუნური სისტემის გაუმჯობესებას განაპირობებს. ძლიერი იმუნური სისტემის წყალობით თქვენ აქტიური ცხოვრების წესის ერთგულება არ გაგიჭირდებათ. იოგა სეზონურ გრიპებს, ვირუსებსა და სხვა სახის დაავადებებს თქვენი დამარცხების უფლებას არ მისცემს. ძლიერი იმუნური სისტემა ნებისმიერი სახის ვირუსისა და ბაქტერიისგან დაგიცავთ. სწორედ ამიტომ, თუ გსურთ, რომ დრო ვირუსებთან ბრძოლაში არ დაგეკარგოთ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად იოგას მიმართეთ.

წარმატებებს გისურვებთ!

გაიარეთ ავტორიზაცია და შეაფასეთ სტატია


ცუდი

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

კარგი

0

დან 0

0 ხმა

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა