Facebook


/ პროდუქტის მიწოდების პირობები

პროდუქტის მიწოდებას Bodybuilding.ge ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეძენა განხორციელდა ვებ-გვერდიდან და მომხმარებელმა აირჩია ნივთის მიტანის სერვისი.


Bodybuilding.ge  ვალდებულია პროდუქტი მოგაწოდოთ შეკვეთის განხორციელებისას მითითებულ მისამართზე. პროდუქტის ჩაბარება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც იქნება მითითებულ მისამართზე. პროდუქტის ჩაბარების მიზნით, პროდუქტის მიმღები ვალდებულია Bodybuilding.ge-ს ავტორიზებულ პირს წარუდგინოს შეკვეთის უნიკალური კოდი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


მისამართზე პროდუქტის ჩაბარება ხორციელდება შეკვეთის უნიკალური კოდის საფუძველზე. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას შეკვეთის უნიკალური კოდის უსაფრთხოება. Bodybuilding.ge არ არის პასუხისმგებელი შეკვეთის უნიკალური კოდის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენებით დამდგარ ნებისმიერ შედეგზე.


პროდუქტის მოტანის შემთხვევაში Bodybuilding.ge-ს ავტორიზებული პირი წარმოგიდგენთ კონკრეტული მიმწოდებლის საგარანტიო ტალონს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მიღება-ჩაბარების აქტს, რომელიც ხელმოწერით უნდა დადასტურდეს მიმღების მიერ. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე მიმღები ვალდებულია ვიზუალურად დაათვალიეროს პროდუქტი. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის მომენტიდან პროდუქტი ითვლება ჩაბარებულად და არ მიიღება მომხმარებლის რაიმე პრეტენზია.


იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ჩაბარება არ ხდება უშუალოდ მომხმარებლის მიერ, მომხმარებელი ვალდებულია მიმღებს განუმარტოს, რომ Bodybuilding.ge-ს ავტორიზებული წარმომადგენლისთვის შეკვეთის უნიკალური კოდისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიწოდება, აგრეთვე მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა წარმოადგენს პროდუქტის მიღების აუცილებელ პირობას.


Bodybuilding.ge პროდუქტის მიტანის სერვისს თბილისის მასშტაბით განახორციელებს 1-3 სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში თუ შეკვეთის განხორციელებისას მითითებული მისამართი არის თბილისის ფარგლებს გარეთ, ტრანსპორტირება განხორციელდება 2-5 სამუშაო დღის ვადაში.