Facebook


/ ფიტნეს პროგრამა

პესრსონალური მწვრთნელი

პერსონალურად შენთვის



პროგრამის ნახვა

პროგრამის შესახებ


შეადგინეთ თქვენზე მორგებული სავარჯიშო პროგრამა სახლიდან გაუსვლელად

ივარჯიშეთ მისი დახმარებით და მიაღწიეთ სასურველ შედეგს იმაზე სწრაფად ,ვიდრე შეგეძლოთ წარმოგედგინათ. დაზოგეთ ენერგია, რესურსები და ფინანსები, რომელის დახარჯვაც აუცილებლად მოგიწევდათ ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამის არ ქონის გამო. აირიდეთ ტრამვები და ივარჯიშეთ სწორად.

სავარჯიშო პროგრამის შემდგენი მწვრთნელები

ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომხარებელებზე, ამიტომაც გთავაზობთ სერტიფიცირებულ, პროფესიონალი ფიტნეს ინსტრუქტორების მიერ შედგენილ პროგრამებს. რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება ფიტნესისა და ბოდიბილდინგის სფეროში, მწვრთნელებს, რომლებიც ფლობელ სპორტული მედიცინის უნარებს.

კითხვარის შევსება

მთავარია თქვენი მონდომება და პერსონალური მწვრთნელის დახმარება კითხვარის შევსებაში. რაც უფრო ამომწურავად შეავსებთ კითხვარს, მით უფრო მეტად დაეხმარებით მწვრთნელს თქვენზე მორგებული სავარჯიშო პროგრამის შედგენაში. დახარჯეთ კითხვარის სრულად შევსებაში დრო და ამით დაზოგეთ საათები, დღეები და თვეები, რომელსაც აუცილებლად დახარჯავდით პროგრამის არქონის გარეშე.

პროგრამის კითხვარის შევსების დროს სასურველია თქვენი სხეულის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი სურათების ატვირთვაც, რათა უკეთ მოხდეს პროგრამის თქვენზე მორგება, სასურველია ამ სურათებზე მთლიანად ჩანდეს თქვენი სხეული.
პროგრამის შედგენის დროს თქვენი ვინაობა უცნობი იქნება მწვრთნელებისთვის და პროგრამა შედგენილი იქნება ყველასთვის ერთნაირი ხარისხით.
თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნება კონფიდენციალური!

სავარჯიშო პროგრამის შედგენა

ჩვენი მწვრთნელები შეგიდგენენ სავარჯიშო პროგრამას და ასევე გაგიწევენ კვებითი რაციონის შესახებ რეკომენდაციებს.
სავარჯიშო პროგრამის გამოყენება რეკომენდირებულია ერთიდან ორ თვემდე, ამ დროის გასვლის შემდეგ სასურველია მისი ცვლილება.
განმეორებითი პროგრამის შეკვეთის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება თქვენთვის უკვე შედგენილი პროგრამის დეტალები და ახალი პროგრამა შედგენილი იქნება მასზე დაყრდნობით. ასევე ყოველი მომდევნო შეკევთის შემთხვევაში იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
სავარჯიშო პროგრამას მიიღებთ შეკვეთიდან 24 საათის განმავლობაში. სავარჯიშო პროგრამა გამოგეგზავნებათ ელ-ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ ჩვენს საიტზე რეგისტრაციის დროს. ასევე შეგეძლებათ მისი ნახვა საიტზე, ჩემი ანგარიშის, ჩემი შეკვეთების გვერდზე.
სავარჯიშო პროგრამაში ჩამოწერილი იქნება ვარჯიშები, მათი მისვლების და გამეორების რაოდენობა. ასევე ვარჯიშის პრინციპები და რეკომენდაციები.
შედგენილ პროგრამაში, თითოეულ ვარჯიშს დაერთვება ვარჯიშის ამსახველი ვიდეოები!

პროგრამის მიღების შემდეგ, უკვე ბევრი რამ დამოკიდებული იქნება თქვენს მონდომებაზე და პროგრამის ზედმიწევნით დაცვაზე.

გისურვებთ წარმატებას!


პროგრამის ნახვა

Bodybuilding.ge