Facebook

  • fitness

ამინომჟავების კომპლექსი EAA AMINO

464

₾ 65

ბრენდი: Superior 14
მწარმოებელი ქვეყანა: უნგრეთი

რაოდენობა

EAA AMINO - არის კომპანია Superior 14-ის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც აერთიანებს რვა შეუცვლელ ამინომჟავას, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს BCAA კომპლექსს 2:1:1 თანაფარდობით. პროდუქტი არ შეიცავს შაქარსა და დამატებით არასასურველ კალორიებს, მასში შემავალი ამინომჟავები გვხვდება შრატის პროტეინში, თუმცა EAA Amino კომპლექსში წარმოდგენილი არის ზუსტი პროპორციებით. უკეთესი ათვისებისათვის დამატებული აქვს ვიტამინები B6 და B12 ვიტამინებით. ეს ვიტამინები ამცირებს დაღლილობას ვარჯიშის შემდეგ, ამასთანავე ხელს უწყობს ნერვული და იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

სპორტსმენები ხშირად იღებენ EAA AMINO-ს, რადგან ის უზრუნველყოფს აღდგენით პროცესს ვარჯიშის შემდეგ. ეს ამინომჟავები წარმოადგენს საშენ მასალებს ცილებისთვის, მათ უწოდებენ შეუცვლელ ამინომჟავებს, რადგან სხეულს მათი წარმოება არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, ორგანიზმი მოითხოვს მათ გარედან მიღებას, საკვების ან დამატებების საშუალებით. პროდუქტში კარგი რაოდენობითაა წარმოდგენილი BCAA: ლეიცინი, იზოლეიცინი და ვალინი. ეს ამინომჟავები აუცილებელია არა მხოლოდ პროტეინის სინთეზისათვის, არამედ იმუნური სისტემის გაძლიერებისათვისაც, ისინი უზრუნველყოფენ ქსოვილების ზრდასა და აღდგენას.


EAA AMINO -ს სხვა აღმდგენ საშუალებებთან შედარებით მრავალი უპირატესობა გააჩნია, მათ შორის:

  • აერთიანებს 8 შეუცვლელი ამინომჟავის კომპლექსს;
  • შეიცავს ვიტამინებს B6 და B12-ს;
  • წარმოდგენილია ფხვნილის ფორმით, სწრაფი ათვისებისთვის;
  • იდეალური ვარჯიშის დროს და ვარჯიშის დასრულებისთანავე მისაღებად;
  • ზრდის მშრალი კუნთის მასას;
  • ზრდის ძალასა და გამძლეობას;
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას;
  • იდეალური ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის დროს;
  • არ შეიცავს შაქარსა და ხელოვნურ დამატკბობლებს;
  • არ შეიცავს გლუტენს;

მიღების წესი: გახსენით 2 კოვზი (13 გ.) 250 მლ ცივ წყალში და მიიღეთ დილით უზმოზე, ვარჯიშის წინ ან ვარჯიშის დასრულებისთანავე

გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, მოარიდეთ მზის სინათლეს.

პორცია: 13 გ.

მიღების წესი: გახსენით 2 კოვზი (13 გ.) 250 მლ ცივ წყალში და მიიღეთ დილით უზმოზე, ვარჯიშის წინ ან ვარჯიშის დასრულებისთანავე

გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, მოარიდეთ მზის სინათლეს.

პორცია: 13 გ.