Facebook

  • fitness
  • fitness

Hyalulonic Acid

4429

₾ 40

ბრენდი: Haya Labs
მწარმოებელი ქვეყანა: ამერიკა

Hyalulonic Acid – ჰიალურონის მჟავა - მას ხშირად ახალგაზრდობის წყაროსაც უწოდებენ, რადგან სწორედ ჰიალურონის მჟავა განაპირობებს კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას. 25 წლის შემდეგ მისი გამომუშავება ქვეითდება და შედეგიც თანდათანობით თავს იჩენს - კანი კარგავს სიმკვრივესა და ელასტიურობას, ჩნდება ნაოჭები, იცვლება სახის ფერი. ამგვარი მოვლენების თავიდან აცილების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ჰიალურონის მჟავის დანამატის სახით მიღება. 

ხშირად შეხვდებით კოსმეტიკურ საშუალებებს, ძირითადად სახის დამატენიანებელ კრემებს, რომელთაც მითითებული აქვთ, რომ შეიცავენ ჰიალურონის მჟავას. საქმე ისაა, რომ ჰიალურონის მჟავის მოლეკულა საკმაოდ დიდი ზომისაა - მის 1 მოლეკულას შეუძლია ერთდროულად მიიზიდოს წყლის 1000 მოლეკულა, შესაბამისად კანზე დატანილი საშუალება მხოლოდ კანის ზემოთა ფენებში აღწევს და მომენტალური ეფექტი აქვს, სწორედ ისეთი, როგორიც ჩვეულებრივ დამატენიანებელ საშუალებებს, რომლებიც არ შეიცავენ ჰიალურონს. ნაოჭების შესავსებად კი საჭიროა კანის ღრმა ფენებში ჩაღწევა და მათი წყლით გაჯერება, სწორედ ამ ფუნქციას ითავსებს ჰიალურონი, როდესაც მას დანამატის სახით აწვდით ორგანიზმს. ასეთ შემთხვევაში კანი რჩება დატენიანებული, რბილი და ელასტიური ხანგრძლივი დროის განმავლობაში.


ორგანიზმიდან ჰიალურონის გამოდევნის (დაკარგვის) მიზეზები: 

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი - ეს არის კანის დაზიანება, რასაც A სა B ტიპის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება იწვევს. ულტრაიისფერი სხივები აზიანებს კანის უჯრედებს და ამცირებს ჰიალურონის მჟავის სინთეზს. გარდა ამისა მიზეზები შეიძლება იყოს: 

  • ასაკი
  • არასრულფასოვანი კვება
  • თამბაქოს მოხმარება
  • ალკოჰოლის მოხმარება
  • ფსიქოემოციური მდგომარეობა
  • გარკვეული მედიკამენტების მიღება.

 

Hyalulonic Acid - მოქმედება:

  • არეგულირებს წყლის ბალანსს ორგანიზმში
  • იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან
  • მთელი სხეულის კანი ხდება ელასტიური და ახალგაზრდული
  • ააქტიურებს უჯრედების რეგენერაციის პროცესს
  • ხელს უწყობს ტკაცუნის შემცირებას სახსრებში, ზრდის მათ მობილობას, ათავისუფლებს ტკივილის სინდრომს
  • დადებითად აისახება თვალის მდგომარეობაზე - თვალი ნაკლებად იღლება და ქრება ე.წ. "ქვიშა თვალიდან"
  • უმჯობესდება მხედველობა (ჰიალურონის მჟავა პირველად სწორედ თვალის უჯრედებში იყო აღმოჩენილი 1934 წელს).

 

 

 

 

მიღების წესი: მიიღეთ 1 კაფსულა ჭამის დროს.

გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას. მოარიდეთ მზის სინათლეს.

 

პორცია: 1კაფსულა

პორციის რაოდენობა შეფუთვაში: 30


Biotin – ბიოტინი წარმოადგენს წყალში ხსნად B ჯგუფის ვიტამინს, კერძოდ B7 ვიტამინს. მას "H" და " სილამაზის ვიტამინსაც" უწოდებენ, სწორედ ამიტომ ბიოტინი მსოფლიოში B ჯგუფის ვიტამინებიდან ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია. ბიოტინის სინთეზი არ ხდება ორგანიზმში, ამ...
39 ₾


მახასიათებელი ფასი რაოდენობა
Biotin – ბიოტინი წარმოადგენს წყალში ხსნად B ჯგუფის ვიტამინს, კერძოდ B7 ვიტამინს. მას "H" და " სილამაზის ვიტამინსაც" უწოდებენ, სწორედ ამიტომ ბიოტინი მსოფლიოში B ჯგუფის ვიტამინებიდან ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია. ბიოტინის სინთეზი არ ხდება ორგანიზმში, ამ... 39

მიღების წესი: მიიღეთ 1 კაფსულა ჭამის დროს.

გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას. მოარიდეთ მზის სინათლეს.

 

პორცია: 1კაფსულა

პორციის რაოდენობა შეფუთვაში: 30