Facebook

  • fitness

კოლაგენი Collagen 500mg.

1369

₾ 54

ბრენდი: Haya Labs
მწარმოებელი ქვეყანა: ამერიკა

რაოდენობა

Collagen – კოლაგენი, ეს არის მთავარი ბოჭკოვანი ცილა, რომელსაც შეიცავს სხეულის შემაერთებელი ქსოვილი. კოლაგენი არის ჩვენს ძვლებში, სახსრებში და ასევე დიდი რაოდენობით კანში. კოლაგენს შეიცავს ჩვენი თმაც, ფრჩხილები, ღრძილები, კუნთები, იოგები, მყესები, სისხლძარღვები, კბილები, თვალები, საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა.

კოლაგენი შედგება ამინომჟავებისაგან, რომელთაც სხვადასხვა დანიშნულება და სარგებელი მოაქვთ ჩვენი ორგანიზმისთვის. ეს ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში, სხვა ცილებთან შედარებით, ყველაზე უხვად გვხვდება და საერთო ცილის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. აღნიშნული ცილის წარმოებას ორგანიზმი ბუნებრივად ანელებს ასაკის მატებასთან ერთად. 25 წლიდან ჩვენი ორგანიზმი ამცირებს კოლაგენის გამომუშავებას და 45 წლამდე საერთო რაოდენობის დაახლოებით 30%-ს ვკარგავთ. ამ დროს სხეული კარგავს ახალგაზრდულ იერს, ამის გამომხატველი ნიშნებია ნაოჭები, მოშვებული, არაელასტიური კანი, სახსრების ტკივილი და სხვა. მამაკაცებს ორგანიზმში კოლაგენის რაოდენობა ქალებთან შედარებით უფრო მაღალი აქვთ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ მათ ხანგრძლივად უნარჩუნდებათ მკვრივი კანი და უფრო მოგვიანებით უჩნდებათ ნაოჭები. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კოლაგენი იკარგება მენოპაუზის შემდეგ. ქალბატონების კანი ზოგჯერ უფრო ცუდად გამოიყურება, ვიდრე მათი ასაკის მამაკაცების კანი. ასე რომ, ქალბატონებმა გაცილებით ადრე უნდა დაიწყონ საკუთარ კანზე ზრუნვა. 

კოლაგენის შემცირებას ხელს უწყობს არასწორი კვების რეჟიმი, შაქრის მაღალი შემცველობა კვების რაციონში, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, მზის დასხივება. ამის თავიდან ასაცილებლად, იდეალური ვარიანტია კოლაგენის დანამატის სახით მიღება. კომპანია Haya Labs-ის უმაღლესი ხარისხის კოლაგენი დაგეხმარებათ ყოველდღიური დოზის შევსებაში და შეგინარჩუნებთ ახალგაზრდულ იერს. ორგანიზმში კოლაგენის დონის აწევა ეხმარება კანის უჯრედებს განახლებასა და აღდგენაში, კანი ხდება უფრო მკვრივი, გლუვი და ელასტიური, მცირდება ნაოჭები. Haya Labs-ის კოლაგენი ასევე ეხმარება გამომშრალ კანს გაწყლოვანებისა და ტენიანობის აღდგენაში.  ეს ნივთიერება პასუხს აგებს ჯანსაღ, ძლიერ თმასა და ფრჩხილებზეც. ართრიტის, ძვალ-კუნთოვანი და კანის დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის  (NIAMS) კვლევებით დადგინდა, რომ კოლაგენი შედეგს იძლევა კანის ლაქების, შრამებისა და აკნეს ნაწიბურების ბუნებრივად გაუმჯობესებაში.

 

Haya Labs Collagen-ის მოქმედება :

  • კანი და თმა - კოლაგენის მაღალი დონე კანს ანიჭებს სიმკვრივეს, სიგლუვეს და ეხმარება მისი უჯრედების განახლებასა და ნორმალურ აღდგენაში.
  • სახსრები - მაშინ როცა ორგანიზმში კოლაგენის დეფიციტია, მყესები და იოგები ვერ მოძრაობს თავისუფლად, რაც იწვევს დაჭიმვას, სახსრების დასიებას და ა.შ. კვლევებით დადასტურებულია, რომ კოლაგენი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ოსტეოართრიტის და სხვა სახსროვანი დაავადებების დროს.
  • არამჭიდროდ დახურული ნაწლავი - კოლაგენი შლის ცილებს, არბილებს ნაწლავების ქსოვილს და აჯანმრთელებს დაზიანებული უჯრედების კედლებს
  • აჩქარებს მეტაბოლიზმს და ენერგიის გამომუშავებას
  • ამაგრებს ფრჩხილებს და კბილებს - კოლაგენი აყალიბებს ბლოკებს ფრჩხილებსა და კბილებში, მისი დამატება დღიურ რაციონში გაგიმაგრებთ ფრჩხილებს და კბილებს
  • დეტოქსიკაცია - თუ გსურთ ორგანიზმის დეტოქსიკაცია, კოლაგენი ნამდვილად დაგეხმარებათ ამაში
  • ამცირებს ცელულიტებს

 

Haya Labs Collagen-ის შემადგენლობა პორციაში ( 1 კაფსულა):

  • 500 მგ. ჰიდროლიზებული კოლაგენი

 მიღების წესი: მიიღეთ ერთი კაფსულა უზმოზზე

გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას. მოარიდეთ მზის სინათლეს

 პორცია: 1 კაფსულა 

პორციის რაოდენობა შეფუთვაში: 90

მიღების წესი: მიიღეთ ერთი კაფსულა უზმოზზე

გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას. მოარიდეთ მზის სინათლეს

 პორცია: 1 კაფსულა 

პორციის რაოდენობა შეფუთვაში: 90