Facebook

  • fitness

ვიტამინების ფორმულა - Cal-Mag-Zinc +Vitamin D

1430

₾ 52

ბრენდი: Haya Labs
მწარმოებელი ქვეყანა: ამერიკა

რაოდენობა

Calcium Magnesium & Zinc with Vitamin D – ეს არის კალციუმის, მაგნიუმის, თუთიისა და ვიტამინ D3-ის კომბინირებული ფორმულა. კომპანია Haya Labs-ის ეს პროდუქტი წარმოადგენს 4 ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტის ერთობლიობას, რომელთა ათვისებაც კომბინაციური ფორმულით გაცილებით უფრო ეფექტურად მიმდინარეობს. ერთ-ერთი მთავარი მინერალის, კალციუმის მაქსიმალური შეთვისებადობისთვის აუცილებელია მაგნიუმი. კალციუმის მიღება ცალკე არ არის რეკომენდირებული, რადგან ორგანიზმი მის შესათვისებლად ხარჯავს მაგნიუმის საკუთარ მარაგს. ამ პროდუქტის მთავარი უპირატესობაც სწორედ საუკეთესო კომბინაციაში მდგომარეობს, ოთხივე ელემენტი წარმოდგენილია იდეალური თანაფარდობით.


კალციუმი – აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის. იგი ასევე პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე. ძვლების სიმაგრის შენარჩუნება კალციუმის ერთადერთი დანიშნულება არ არის. ამ ელემენტს გაცილებით მეტი ევალება: სისხლძარღვების შეკუმშვა და გაფართოება, სისხლის შედედება, კუნთების შეკუმშვა, ნერვული იმპულსების გადაცემა, ჰორმონების სეკრეცია.

თუთია – აქტიურად მონაწილეობს კოლაგენის ფორმირებაში, აფერხებს ალერგიულ პროცესებს, სწრაფად ახორცებს ჭრილობებს, ხელს უწყობს თმისა და ფრჩხილების ზრდას. თუთია, როგორც ბუნებრივი იმუნომოდულატორი, აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უშლის ვირუსული ინფექციების განვითარებას. თუთია აუმჯობესებს გუნება – განწყობას, დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლასა და ტვინის კვებაზე, აკონტროლებს ცილების სინთეზს, ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინის წარმოქმნას.

მაგნიუმი – ეხმარება ორგანიზმს კალციუმის, კალიუმის, ნატრიუმის, ფოსფორის, B ჯგუფის ვიტამინების, C და E ვიტამინების შეთვისებაში, ასევე ააქტიურებს ფერმენტების 76%-ს ორგანიზმში, მასზე დამოკიდებულია 350 ბიოქიმიური და ბიოელექტრული რეაქცია. მაგნიუმი აუცილებელია ძლიერი ძვლების და კბილების ფორმირებისთვის, ასევე გულის, ფილტვების, ჯირკვლების და ქსოვილების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ვიტამინი D - ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში. ვიტამინი D ძალზე მნიშვნელოვანია ძვლების ჯანმრთელობისთვის და ასტიმულირებს მათ მინერალიზაციას. ამ ვიტამინის გარეშე, ძვლები შეიძლება გახდეს თხელი, მსხვრევადი და რბილი ან დაკარგოს ფორმა.

გარდა ამისა, ეს პროდუქტი შეიცავს ბეტაინ HCl (ჰიდროქლორიდი) და გლუტამინის მჟავას HCl, რაც უზრუნველყოფს კალციუმის, მაგნიუმის და თუთიის შეწოვის მაქსიმალური დონის.

 

 

მიღების წესიმიიღეთ 2 კაფსულა საუზმის შემდეგ.

გაფრთხილებაშეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.

 

პორცია2 აბი

მიღების წესიმიიღეთ 2 კაფსულა საუზმის შემდეგ.

გაფრთხილებაშეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.

 

პორცია2 აბი