სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



დენის ვოლფი არ ნებდება

გერმანელი პროფესიონალი ბოდიბილდერი დენის ვოლფი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, დანებებას არ აპირებს და როგორც თვითონ აცხადებს, ზაფხულის ბოლომდე მას კიდევ ბევრი დრო აქვს. ტელეარხ Fazi Fitness-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ათლეტმა თავისი ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მთავარ მიზეზად კუნთოვანი მასის ნაკლებობა დაასახელა. მან სერიოზული რეკლამა გაუკეთა საკუთარ თავს, ვიდრე არნოლდ კლასიკ ავსტრალიის 2018 წლის ტურნირზე წარდგებოდა, თუმცა გულშემატკივართა მოლოდინები ნამდვილად ვერ გაამართლა.  ვოლფის თქმით, სწორედ კუნთოვანი მასის სიმწირე იქცა მთავარ დაბრკოლებად მსაჯებისთვის, რათა ვოლფისთვის მაღალი ქულები მიენიჭებინათ. კოლუმბუსში გამართულ ტურნირზე მან მე- 12 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ავსტრალიაში მე-10 პოზიციას დასჯერდა.

ათლეტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის თავისი ფიზიკური მონაცემების გასაუმჯობესებლად თავდაუზოგავად შრომობს, აკონტროლებს კვებას და დროს უქმად არ კარგავს. „ზაფხულის ბოლოს ჩემს გულშემატკივრებს ვაცნობებ, ვიქნები თუ არა მზად კონკურსისთვის. იმ შემთხვევაში, თუ მისტერ ოლიმპიისთვის კვალიფიკაციას ვერ მივიღებ, საკუთარ თავზე მუშაობას განვაგრძობ. ამას დრო სჭირდება. მოვლენებს არ ვაჩქარებ. მე შემიძლია კვლავ ჩავდგე ფორმაში. დანებებას არ ვაპირებ!“ - განაცხადა ვოლფა.

შეგახსენებთ, რომ დენის ვოლფმა ხერხემლის საკმაოდ მძიმე ოპერაცია გადაიტანა. ათლეტის რეაბილიტაციის პროცესი კი 3 წელზე მეტხანს გაგრძელდა. პროფესიონალურ ბოდიბილდინგში ვოლფი პირველად 2006 წელს გამოჩნდა.

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა