სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ყველაფერი ცხიმისმწველების შესახებ

ცხიმისმწველებზე ადამიანებს ხშირად არასწორი წარმოდგენები აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ამ ჯადოსნურ აბებს დალევენ, მათი ორგანიზმიდან ცხიმი ისევე აორთქლდება, როგორც ყინული მზიან ამინდში. უმჯობესია, თავიდანვე იცოდეთ, რომ საუკეთესო ცხიმისმწველებსაც კი არ შეუძლიათ საოცრებების მოხდენა. მართალია, ცხიმისმწველების შემადგენლობა ისეთია, რომ ისინი ცხიმის წვის პროცესის გააქტიურებაში გეხმარებათ, მაგრამ ცხიმისმწველი დიეტას და ფიზიკურ აქტივობას ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს. წონაში კლების სრულფასოვანი გეგმა თუ გაქვთ, თამამად შეგიძლიათ, რომ ცხიმისმწველები ამ გეგმის ნაწილად აქციოთ. ჩვენს სტატიაში ცხიმისმწველების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდით, გაგაცნობთ, რისი გაკეთება შეუძლია ცხიმისმწველს და რაში ვერ დაგეხმარებათ ის. ამასთან, აგიხსნით, თუ როგორ უნდა შეძლოთ ცხიმისმწველების ეფექტურად გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის.

ცხიმისმწველები ცხიმოვან უჯრედებთან ბრძოლაში ძალიან გეხმარებათ. სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებლად დაგჭირდებათ კვების სწორი რეჟიმის დაცვა და ფიზიკური აქტივობის გამოყენება. ცხიმისმწველები ისეთ დანამატებს გულისხმობს, რომლებიც ცხიმის მეტაბოლიზმს აძლიერებენ და ვარჯიშის დროს ენერგიის ხარჯვის მაჩვენებელს ზრდიან, ამასთან მათი დახმარებით თქვენ წონაში კლებას უფრო დიდი წარმატებით ახერხებთ, ცხიმის ათვისების პროცესები ფერხდება. იმისთვის, რომ ცხიმისმწველების მუშაობის პრინციპი უკეთ გაიგოთ, მის შემადგენლობას უნდა იცნობდეთ. ცხიმისმწველებში შემავალი საკვანძო ინგრედიენტები ორგანიზმში მნიშვნელოვან ჰორმონალურ რეაქციებს იწვევს, რის შედეგადაც ცხიმოვანი უჯრედები იშლება და ცხიმი ენერგიის სახით გამოიყენება.

ცხიმისმწველებში შემავალი უმთავრესი ინგრედიენტი კოფეინია, რომელიც ორგანიზმში მეტაბოლიზმს აძლიერებს და ცხიმის ენერგიის სახით გამოყენებას უწყობს ხელს. კოფეინი ორგანიზმს ენერგიით ავსებს, რაც ცხიმის წვისთვის აუცილებელი ფიზიკური აქტივობების შესრულებაში გეხმარებათ. კოფეინი მუცლის ცხიმების დაშლასაც უწყობს ხელს. როდესაც ცხიმოვანი უჯრედები იშლება, ისინი სისხლის მიმოქცევაში ინაცვლებენ და ორგანიზმი ცხიმს ენერგიის სახით იყენებს. ადამიანებს ამაოდ აქვთ მოლოდინი, რომ ჯანსაღი კვების რეჟიმის დარღვევის დროს, ცხიმისმწველების დახმარებით სასწაულის მოხდენას შეძლებენ და წონაში კლებას კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. ცხიმისმწველები მადის დაქვეითებაში გეხმარებათ. მათი დახმარებით ორგანიზმში თერმოგენეზის პროცესი აქტიურდება, რის შედეგადაც თქვენ იმაზე მეტ კალორიას წვავთ, ვიდრე ჩვეულებრივ. თუ ცხიმისმწველებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება გაქვთ და მათგან სასწაულის მოხდენას არ ელით, მათი გამოყენება აუცილებლად გაამართლებს. ცხიმისმწველი ნამდვილად ეფექტური საშუალებაა წონაში კლებისა და ზედმეტი ცხიმების დაწვის მსურველთათვის. ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ ცხიმისწველების გამოყენებისას ისინი ყოველკვირეულად შეძლებენ წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ცხიმების დაწვას. ეს ყველაფერი სიცრუეა. მსგავსი გადაჭარბებული მოლოდინები თუ გაქვთ, გირჩევთ დაივიწყოთ და რაციონალურად იაზროვნოთ. როდესაც თქვენ ცხიმისმწველის გამოყენებას იწყებთ, ორგანიზმში ცხიმის წვის პროცესი მართლაც აქტიურდება, თუმცა ეს იმას სულაც არ გულისხმობს, რომ კვირაში ხუთ კილოს დაიკლებთ. წონაში უსაფრთო კლება თუ გსურთ, ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ ნახევარი ან ერთი კილოს დაკლება შეგიძლიათ. იშვიათ შემთხვევებში, ეს რიცხვი ორ კილომდეც იზრდება, თუმცა, სასურველია, რომ კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთ კილოგრამამდე დაიკლოთ. თუ თავიდანვე წონაში კლების მაღალი მაჩვენებელი გექნებათ, პლატოს პრობლემა წარმოიქმნება და შედეგის გაუმჯობესებას ვეღარ შეძლებთ.

წონაში სწრაფი კლების დროს (არ აქვს მნიშვნელობა ამას ცხიმისმწველების გამოყენებით აკეთებთ, თუ მათ გარეშე), თქვენ კუნთოვან მასასაც კარგავთ. თუ არ გსურთ, რომ ფორმა სრულად დაკარგოთ და ლამაზ სხეულს დაემშვიდობოთ, გირჩევთ, წონაში სწრაფად არ დაიკლოთ. წონაში კლების გეგმა თვეების მიხედვით უნდა გადანაწილდეს. დღიური კლების მაჩვენებელი თქვენთვის საინტერესო არ უნდა იყოს. თუ ასე მოიქცევით, გაცილებით უფრო ეფექტური შედეგების მიღებას შეძლებთ და მოტივაციაც გაგეზრდებათ. ზოგჯერ, შესაძლოა, შედეგების დანახვა ვერ შეძლოთ, რადგან პლატოს პრობლემა წარმოიქმნას, თუმცა ცხიმისმწველების დახმარებით თქვენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში სტაბილურად შეძლებთ ზედმეტი კილოგრამებისა და ცხიმების მოშორებას. მიუხედავად ამისა, საუკეთესო თერმოგენული ცხიმისმწველიც კი ვერ შეძლებს, რომ საუკეთესო შედეგის მიღებაში მარადიულად დაგეხმაროთ. ადამიანები ცხიმისმწველებს იმიტომ იყენებენ, რომ ისინი სწრაფი შედეგის მიღებას უწყობენ ხელს. ამასთან ცხიმისმწველების დახმარებით ათლეტები დარბაზშიც უფრო ეფექტურად ვარჯიშობენ. თუ ცხიმისმწველების ქრონიკულ გამოყენებაზე გადახვალთ, მათ მიმართ თქვენი ორგანიზმი ტოლერანტული გახდება. როგორც წესი, ადამიანები ცხიმისმწველებს 4-6 კვირის განმავლობაში მოიხმარენ. გირჩევთ, რომ ცხიმისმწველის გამოყენებას ციკლური ხასიათი მისცეთ. თუ ცხიმისმწველი აღარ მუშაობს და თქვენი ორგანიზმი მას ეჩვევა, მეტაბოლიზმის სიჩქარე იკლებს და ცხიმი ენერგიის სახით ძველებურად აღარ გამოიყენება. მსგავს შემთხვევაში ცხიმისმწველის გამოყენება შეწყვიტეთ და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ის კვლავ გამოიყენეთ.

კოფეინი სერიოზულ დამოკიდებულებას იწვევს, რის გამოც ცხიმისმწველის გამოყენებაზე უარის თქმის შემდეგ, შესაძლოა, თქვენ გარკვეული ჩივილები გქონდეთ. 1-2  დღის განმავლობაში, შესაძლოა, ძალიან გაგიჭირდეთ, თუმცა ერთი კვირის გასვლის შემდეგ ცხიმისმწველის გარეშე ცხოვრებას მიეჩვევით. როდესაც ცხიმისმწველის მოხმარებას შეწყვეტთ, რამდენიმე კვირა უნდა გავიდეს, რომ ის კვლავ გამოიყენოთ. გირჩევთ, ცხიმისმწველის გამოყენება იმაზე დაბალი დოზით დაიწყოთ, ვიდრე იყენებდით. ცხიმისმწველებში ინგრედიენტები ისეა გადანაწილებული, რომ მათი დახმარებით ცხიმის წვის პროცესი გააქტიურდეს. ეს იმას არ გულისხმობს, რომ რაც უფრო მეტ ცხიმისმწველს იღებთ, მით უკეთეს შედეგს ნახავთ. ყურადღებით გაეცანით მწარმოებელთა რეკომენდაციებს, რათა გაარკვიოთ, ცხიმისმწველების რა დოზა გჭირდებათ შედეგის მისაღებად. უმჯობესია, თუ თავდაპირველად ცხიმისმწველის შეფუთვაზე დაწერილ მინიმალურ დოზას მიიღებთ. მინიმალური დოზის მიღება დაახლოებით ორი კვირის მანძილზე უნდა განაგრძოთ. შემდეგ შეგიძლიათ, დოზა ბოლომდე გაზარდოთ. თუ შეფუთვაზე მხოლოდ ერთი, განსაზღვრული დოზაა მითითებული, მას არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ. როდესაც ცხიმისმწველების მიღებას იწყებთ, კუნთებზე ზრუნვა არ უნდა დაგავიწყდეთ. ძალიან მარტივია, რომ ცხიმისმწველი მიიღოთ, შემდეგ  კარდიო შეასრულოთ და წონაში დაიკლოთ, თუმცა ამ მეთოდს თუ გამოიყენებთ, კუნთოვან მასას დაკარგავთ, რაც თქვენს ორგანიზმს სარგებელს დამდვილად არ მოუტანს. ცხიმისმწველების გამოყენების დროს სავარჯიშო პროგრამა ისე უნდა შეადგინოთ, რომ კუნთოვანი მასის დაკარგვა თავიდან აიცილოთ.

წონაში სტაბილურად კლება თუ გაქვთ გადაწყვეტილი, კუნთოვანი მასის მატებაზე ზრუნვა აუცილებელია, რადგან კუნთოვანი მასის მატება კალორიების წვაში გეხმარებათ, თქვენს სხეულს სილამაზეს სძენს და ფიზიკური დატვირთვისთვის მეტ სტიმულსაც გაძლევთ. ცხიმისმწველების მიღება სავსებით უსაფრთხოა, თუ თქვენ სრულფასოვნად და ჯანსაღად იკვებებით. არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც ცხიმისმწველების მიღების დროს აუცილებლად უნდა დაიცვათ. იმისთვის, რომ ცხიმისმწველების დახმარებით სასურველი შედეგის მიღება შეძლოთ, აუცილებელია, რომ კვების რეჟიმი მოიწესრიგოთ. თუ დადგენილი რეჟიმიდან გადაუხვევთ, მიზნის მიღწევა გაგიჭირდებათ. ეცადეთ, კვების რეჟიმი დაახლოებით 10-14 კვირის განმავლობაში ზედმიწევნით დაიცვათ. როდესაც სასურველ ფორმაში ჩადგებით, შეგიძლიათ, მიღებული კალორიების რიცხვი ნელ-ნელა გაზარდოთ. კალორიების რიცხვის ზრდასთან ერთად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიღებული და დახარჯული კალორიების რიცხვი ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა მოდიოდეს, რათა წონის შენარჩუნება შეძლოთ. როდესაც ცხიმისმწველებს იყენებთ, მიღებული კალორიების რიცხვი ძალიან დაბალი არ უნდა იყოს. ეცადეთ, რომ საბოლოო ჯამში კალორიების დეფიციტის დაბალი მაჩვენებელი გქონდეთ. არ ჩათვალოთ, რომ კალორიების რიცხვის მნიშვნელოვნად შემცირება ძალიან კარგია. მითებს ნუ მიენდობით. ქალბატონებს ხშირად ახასიათებთ მიღებული კალორიების რიცხვის მკვეთრად შემცირება, რადგან თვლიან, რომ ამ გზით ცხიმისმწველებისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას შეძლებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

დაბალკალორიული დიეტების დახმარებით წონაში კლება ყოველთვის დროებითია, ამასთან მსგავსი მიდგომა არაჯანსაღია და ორგანიზმს მნიშვნელოვნად აზიანებს. თქვენს უმთავრეს მიზანს ჯანმრთელობის შენარჩუნება უნდა წარმოადგენდეს. თუ თქვენ კოფეინი ძალიან გიყვართ და ყავას დღეში რამდენჯერმე მიირთმევთ, ცხიმისმწველი დიდი სიფრთხილით შეარჩიეთ. ცხიმისმწველების უდიდესი ნაწილი კოფეინს შეიცავს. თუ კოფეინს რეგულარულად იღებთ, კოფეინის მაღალი შემცველობის მქონე ცხიმისმწველი, შესაძლოა, თქვენთვის საზიანო აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანია, რომ ცხიმისმწველების მიღების დროს ძილს სერიოზული ყურადღება დაუთმოთ და ენერგიის აღდგენაზე იზრუნოთ. ცხიმისმწველის შეძენამდე გაარკვიეთ, რამდენად გამოგადგებათ ესა თუ ის პროდუქტი იმ მიზნების მისაღწევად, რომლებსაც ისახავთ. ნუ შეიძენთ პირველივე პროდუქტს, რომელსაც ინტერნეტში გადააწყდებით. ყურადღებით გაეცანით თითოეული მათგანის ანოტაციას და ისეთ პროდუქტს მიანიჭეთ უპირატესობა, რომელიც მაღალი სანდოობით გამოირჩევა. ბაზარზე ორი სახის ცხიმისმწველი შეგხვდებათ: სტიმულანტების შემცველი და ისეთი, რომელიც სტიმულანტებს არ შეიცავს. სტიმულანტების შემცველი ცხიმისმწველების უდიდეს ნაწილში კოფეინი გვხვდება. კოფეინიანი ცხიმისმწველები იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომლებსაც ვარჯიშისთვის ენერგია არ ჰყოფნით. კოფეინი ცხიმის წვაში გეხმარებათ და დარბაზში შესრულების ხარისხსაც გიმაღლებთ. კოფეინის შემცველი ცხიმისმწველები იმ ადამიანებისთვისაც კარგია, რომლებსაც მოზღვავებული მადა აწუხებთ, რადგან კოფეინი მადას მნიშვნელოვნად აქვეითებს.

ცხიმისმწველებში ინგრედიენტთა მრავალფეროვნება სულაც არ გულისხმობს, რომ ისინი მაღალი ეფექტურობით გამოირჩევიან. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია. გარკვეული ინგრედიენტები ზოგიერთი ადამიანისთვის ეფექტურია, ზოგისთვის კი - პირიქით. ცხიმისმწველის მოხმარების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შედეგის მიღება თუ ვერ შეძელით, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი უნდა შეცვალოთ.

წარმატებებს გისურვებთ!

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა