სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



დაბალნახშირწყლოვანი დიეტები,რომლებსაც უკუჩვენებები არ აქვთ (მეორე ნაწილი)

თუ თქვენ გეშინიათ წონაში დაკლების მიზნით მკაცრი დაბალნახშირწყლოვანი დიეტების დაცვა, გამომდინარე იმ უკუჩვენებებისა, რომლებიც შესაძლოა მათ გამოიწვიონ, შეგიძლიათ ქვემოთ დასახელებულ დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიმართოთ, რადგან მათ ორგანიზმისთვის გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვთ, ვიდრე ზიანი.

1. ნახშირწყლების მიღების ზომიერი შემცირება

 ჩვენი სხეული ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების კომბინაციას იყენებს, რათა ენერგია მიიღოს. თანამედროვე ადამიანები იმდენ ნახშირწყლოვან პრუდუქტს მიირთმევენ, რომ ორგანიზმი ვერ ახერხებს მათს სათანადო გადამუშავებას. რას ვღებულობთ ყოველივე ამის შედეგად?! გადაუმუშავებელი ნახშირწყლები კონსერვდება ორგანიზმში და წარმოქმნის ზედმეტ ცხიმებს სხეულის სხვა და სხვა პრობლემურ ადგილას. ექსპერტები ასკვნიან,რომ მაღალნახშირწყლოვანი დიეტები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ორგანიზმს, ასევე დაბალნახშირწყლოვანი დიეტებიც წონის კონტროლს მნიშვნელოვნად აფერხებენ და სხვა და სხვა დაავადების საფრთხის წინაშე გვაყენებენ.

 იმის ნაცვლად, რომ ნახშირწყლები სრულიად ამოვიღოთ ჩვენი მენიუდან და მოულოდნელად აღვკვეთოთ მათი მიღება, უმჯობესია ნახშირწყლების ზომიერ , თანდათანობით შეზღუდვას თუ დავიწყებთ. ეს აბსოლუტურად საკმარისია.დასაწყისისთვის გამოგვადგება საკვები, რომლის კალორიულობის 50 % - ს ნახშირწყლები (უმეტესად კომპლექსური ნახშირწყლები) შეადგენენ. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ზოგისთვის უმჯობესია, თუ ამ დოზას შეამცირებს, ზოგისთვის კი მისი გაზრდა აჯობებს. რადგან ენდომორფები ნახშირწყლოვანი პროდუქტებისადმი ზედმეტი მგრძნობელობით ხასიათდებიან, უკეთესია, თუ ამ დოზებს მნიშვნელოვნად დაწევენ დაბლა.

2. ციკლური ნახშირწყლოვანი დიეტა

მათთვის, ვისაც ნახშირწყლებისადმი მაღალი სენსიტიურობა და წონაში კლების პროცესის გაძნელება ახასიათებს, ამ ტიპის დიეტა ძალიან სასარგებლოა. ციკლური დიეტისთვის დამახასიათებელია ნახშირწყლების დოზის კატასტროფული შემცირება. ეს პროცესი ხანგრძლივ ხასიათს ვერ მიიღებს, რადგან ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმაოდგენს. მსგავსი აკრძალვა გრძელდება 3 დღემდე. პარალელურად იზრდება ცილოვანი პროდუქტების მიღება, რასაც მოსდევს ერთი დღით  ნახშირწყლების ჩვეული დოზებით მიღების ხელახალი აღდგენა. ამის შემდეგ კვლავ მეორდება აღნიშნული ციკლი.

ციკლის განმავლობაში, თქვენ  მნიშვნელოვნად იკლებთ წონაში ყოველგვარი ენერგიის დაკარგვის და კუნთოვანი ქსოვილის დასუსტების გარეშე. ამ „სამი-ერთზე“ ციკლური გამეორებებით, თქვენ თავიდან აიცილებთ იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც აღმოცენდება დაბალნახშირწყლოვანი დიეტებისას, კონკრეტულად კი გლიკოჰენის მარაგის ამოწურვას, რაც ორგანიზმს სწორედ 3-დღიანი ნახშირწყლოვანი დიეტის შემდეგ ემართება.

 ეს მეთოდი დაგიცავთ შიმშილის რეჟიმზე გადასვლისგან, ასევე არ იწვევს ადაპტაციას ნახშირწყლების დაბალი დოზებით მიღებასთან, რაც, როგორც წესი, ხდება მეტაბოლიზმის შენელების და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითების შედეგად. აღნიშნული დიეტა კი არაჩვეულებრივია სწორედ იმიტომ, რომ ემყარება 2 მთავარ პრინციპს: 1. არ იწვევს ადაპტაციას და მიჩვევას. 2. მეტაბოლიზმის პროცესი  არ ირღვევა.

დღე, როდესაც ნახშირწყლების მიღება კვლავ აღდგება, აბალანსებს იმ დღეების დანაკარგს, რომელთა განმავლობაშიც ნახშირწყლების დოზებს მნიშვნელოვნად ვზღუდავდით. აქაც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. თქვენ შეგიძლიათ დღეებს შორის ბალანსი შეცვალოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაზარდოთ ნახშირწყლების აკრძალვის პროცესის ხანგრძლივობა 3 დღეზე მეტ ხანს. შეგიძლიათ გაზარდოთ ნახშირწყლების მიღების დღეების რაოდენობა 2 დღემდე.

ციკლური დიეტის მაგალითი:

მაღალნახშირწყლოვანი დღეები: 50% ნახშირწყლები.

დაბალნახშირწყლოვანი დღეები: 30 % ნახშირწყლები.

უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ თუ თქვენი წონაში კლების პროცესი პროგრესირებს, ნახშირწყლების შეზღუდვის ან ციკლური დიეტის წარმოების აუცილებლობა არ არსებობს. თუ თქვენ მაინც მისდევთ დაბალნახშირწყლოვან დიეტას, აუცილებლად უნდა მიირთვათ ბევრი ბოსტნეული. გთავაზობთ იმ დაბალნახშირწყლოვანი ბოსტნეულის სიას, რომლებიც მსგავს დიეტაზე ყოფნის შემთხვევაში გამოგადგებათ:

  1. ცერცვი
  2. მწვანე ბოსტნეული ( სალათის ფურცელი, შპინატი, კომბოსტო და სხვა)
  3. სამკურნალო მცენარეები
  4. ნიახური
  5. ბოლოკი
  6. ზღვის ბოსტნეული
  7. სოკო
  8. კიტრი
  9. ავოკადო
  10. სატაცური

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა