სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



კარდიოლოგის რჩევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად

გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობა ნებისმიერი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გთავაზობთ ცნობილი კარდიოლოგების რჩევებს, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ორგანო და ხელი შევუწყოთ მის მოწესრიგებულ მუშაობას.

მოერიდეთ გადაძღომას

გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სრულფასოვანი კვება. ყოველდღიურად უნდა მიიღოთ საჭირო რაოდენობის ცილა (კუნთების გასაძლიერებლად), ნახშირწყლები ( ენერგიის მოსამატებლად) , ვიტამინები და მიკროელემენტები.

როდესაც მუცელი ზედმეტად იტვირთება და საკვებით გადაივსება, მიოკარდზე ზეწოლაც მატულობს. ეს წმინდა ბიოლოგიური მოვლენაა. ექიმებს არაერთხელ ჰქონიათ შემთხვევა, როდესაც გულის პრობლემები გადაძღომის ფონზე გაჩენილა.  ცხელ ამინდში სისხლი მარტივად დედდება და გულს მისი ამოტუმბვა უძნელდება.  ამიტომ სისხლძარღვთა ტონუსის შესანარჩუნებლად უმჯობესია თუ უძველეს სიბრძნეს დაუჯერებთ და მაგიდიდან ნახევრადმშიერ მდგომარეობაში ადგებით.

 

მიირთვით ბევრი ნიახური და ოხრახუში

ნიახურის ფოთლები უნიკალურ ფიტოქიმიურ ნაერთებს - ფტალიდებს შეიცავს. ფტალიდები სისხლძარღვთა სპაზმის განვითარებას უშლის ხელს და სისხლის მიმოქცევას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. კვლევებით ნაჩვენებია, რომ დღის მანძილზე საკვებში 100-150 გრამი ნიახურის გამოყენებით, ორგანიზმი მისთვის საჭირო ფტალიდების დღიურ დოზას იღებს.

ოხრახუშის წვენი (1 ჩაის კოვზი ნახევარ ჭიქა წყალთან) ან მისი ფოთლები არტერიული წნევის დაბალანსებას უწყობს ხელს.

 

სვით პომიდვრის წვენი

პომიდორი დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტ ლიკოპინს, ასევე ბოჭკოსა და კალიუმს. უამრავი კვლევით არის დადასტურებული, რომ თითოეული მათგანი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის წარმოუდგენლად სასარგებლოა. პომიდვრის წვენი არტერიულ წნევას არეგულირებს და ჰიპერტენზიის დროს მისი გამოყენება ძალიან სასარგებლოა. ის გამოგადგებათ გულის უკმარისობის პრობლემასთან ბრძოლაშიც.

 

გაიძლიერეთ ორგანიზმი იმუნო-კოქტეილებით

გულის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია არტერიული წნევის რეგულირება. თუ მაღალი წნევა გაწუხებთ სვით ერთი ჭიქა ძახველის ნაყენი ეხინაცეას 15-20 წვეთთან ერთად. შეგიძლიათ მიირთვათ ვარდკაჭკაჭას ნახარში თაფლითა და ლიმნით. ხოლო მათთვის, ვისაც დაბალი წნევა აწუხებს, ტონუსის ასამაღლებლად და ინფექციებთან საბრძოლველად მწვანე ჩაი გამოადგებათ ჟენშენის არომატით, ასევე მაყვლის წვენი კოჭისა და შაქრის დამატებით.

 

შეივსეთ კალიუმისა და მაგნიუმის მარაგი

ჩვენი გული წუთში 60-70 ჯერ იკუმშება. წარმოიდგინეთ რამდენი ძალა და ენერგია ესაჭიროება მას ნორმალური ფუნქციონირებისთვის. გულის ქმედითუნარიანობის დაზიანება კი ძალიან ბევრ რამეს შეუძლია, მათ შორის, დადებით ემოციებსაც, როგორიცაა საყვარელ ადამიანთან მოულოდნელი შეხვედრა. გულის ფუნქციონირების მცირედი ხარვეზებისას მაგნიუმი და კალიუმი დაგეხმარებათ, რადგან ისინი ასეთ დროს საუკეთესო მხარდამჭერები არიან. აღნიშნული მიკროელემენტების მიღება შესაძლებელია გამომცხვარი კარტოფილის, ქიშმიშის, ლობიოს პროდუქტებიდან, თუმცა მათი ვიტამინების კომპლექსის სახით მიღებაც არ იქნებოდა ურიგო.

 

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა