სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ცნობილი იაპონელი გასტროენტეროლოგი ჰირომი შინა სწორი კვების პრინციპებს გვაცნობს

ჰირომი შინა ცნობილი იაპონელი ექიმი, გასტროენტეროლოგი და ქირურგია, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი წიგნი დაწერა ჯანსაღი ცხოვრების შესახებ. თავის ცნობილ წიგნში „საოცარი ფერმენტები“ ექიმი ჯანსაღი კვების იმ ალგორითმს აყალიბებს, რომლის მიმდევრებიც გახლდნენ კევინ კლაინი, სტინგი, დასტინ ჰოფმანი, იაპონიის ყოფილი პრემიერ მინისტრი და სხვა ცნობილი ადამიანები. თავისი 40-წლიანი პრაქტიკის მანძილზე ჰირომი შინას არ ჰქონია არცერთი შემთხვევა, როდესაც პაციენტის მკურნალობა ლეტალური შედეგით დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ მასთან სიმსივნის პრობლემის მქონე პაციენტებიც მკურნალობდნენ.

შინა მთელ რიგ რჩევებს იძლევა ჯანსაღი ცხოვრების წესთან და სწორ კვებასთან დაკავშირებით, რაც ბევრ ადამიანს ეხმარება ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და შენარჩუნებაში. პირველ რიგში, საჭირო ხდება ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული სტერეოტიპების გადახევდა და გადაფასება.

შინას აზრით, ადამიანები ავადდებიან მას შემდეგ, რაც მათ რაციონში ცხოველური წარმოშობის პროდუქტი მატულობს. ექიმი განსაკუთრებით საფრთხილოდ რძეს მიიჩნევს, რადგან ის ნაწლავის მიკროფლორას აზიანებს, ზრდის რა მასში ბაქტერიების რაოდენობას. ის ხშირად ხდება ალერგიის და უფრო სერიოზული დაავადებების გამომწვევიც.

 

ჰირომი შინას კვებითი პროგრამის ძირითადი ასპექტები

თქვენს რაციონში ვეგეტარიანული საკვებისა და ხორცის თანაფარდობა უნდა იყოს 90/10 - ზე. მთლიანი რაციონის 50%-ს მარცვლეული უნდა წარმოადგენდეს, 40%-ს კი ხილ-ბოსტნეული.

 

 

უმჯობესია, თუ ცოცხალ, გადაუმუშავებელ პროდუქტებს მიირთმევთ. ხორცთან შედარებით უპირატესობა თევზს უნდა მივანიჭოთ.

რძისა და რძის პროდუქტების გამოყენება მინიმუმამდე უნდა შეზღუდოთ. თუ ლაქტოზის აუტანლობა ან ალერგია გაწუხებთ, რძე რაციონიდან საერთოდ უნდა გამოირიცხოს. მარგარინისა და შემწვარი პროდუქტების მიღებაც მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს.

კვებისას მცირე ულუფებით დაკმაყოფილდით. მნიშვნელოვანია, რომ საკვები კარგად დაიღეჭოს. ჰირომი შინას თუ ვენდობით, ჩვენს ჩვევებს გენეტიკაზე დიდი ძალა აქვს.

გაღვიძებისთანავე დალიეთ წყალი.

 

ორგანიზმის სიჯანსაღისთვის სასურველია ჭამამდე ერთი საათით ადრე ყოველთვის დალიოთ ერთი ჭიქა წყალი მაინც.

წყლის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც დღიურად უნდა მიიღოთ:

გაღვიძებისას - ნახევარი ლიტრი

საუზმემდე ერთი საათით ადრე - ნახევარი ლიტრი

სადილამდე  ერთი საათით ადრე - ნახევარი ლიტრი

ზამთარში წყალი უნდა შეათბოთ და ყლუპებით მიირთვათ.

ცნობილია, რომ ადამიანები, რომლებიც ბევრ წყალს სვამენ, გაცილებით იშვიათად ავადმყოფობენ, ვიდრე ისინი, ვინც ამას გაურბის. თუ თქვენ მიეჩვევით წყლის რეგულარულად დალევას, ბრონხების, კუჭისა და ნაწლავის მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ. სუფთა წყლის გარეშე ჩვენს იმუნურ სისტემას ფუნქციონირება არ შეუძლია.

აუცილებელია, გახსოვდეთ, რომ საუბარია კონკრეტულად წყალზე. სხვა სახის სითხეები, ტკბილი სასმელები თუ ალკოჰოლი, წყალს ორგანიზმიდან გამოდევნის და დეჰიდრატაციას უწყობს ხელს. არ არის სასურველი ჩაის დიდი რაოდენობით მიღება, რადგან მან შეიძლება მუცლის ღრუში ატროფიული ცვლილებები გამოიწვიოს და ქრონიკული გასტრიტიც განვითარდეს.

 

ხორცი დაბერებას უწყობს ხელს, რის გამოც მისი დღიური ნორმა საერთო წონის ყოველ კილოგრამზე ერთ გრამს არ უნდა აღემატებოდეს.

წამლები კი, რომლებსაც სამკურნალოდ ვიყენებთ, ყოველთვის იწვევენ გარკვეულ გვერდით ეფექტებს, ამიტომ, უმჯობესია, თუ მათ გარეშე მოვახერხებთ მდგომარეობის გაუმჯობესებას.

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა