სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



წელის, მხრების და ზურგის ვარჯიშები ქალბატონებისთვის

გაეცანით წელის, მხრებისა და ზურგის გასაძლიერებელ ეფექტურ ვარჯიშთა კომპლექსს.

მხრების მოქნილობის გასაძლიერებელი ვარჯიში

კაპდო

დავსხდეთ სწორ ზედაპირზე. ფეხები გავასწოროთ, მკერდი კი წინ წამოვწიოთ. ხელები ბოლომდე გავშალოთ და მოვიმარჯვოთ სარტყელი ან თოკი. ვარჯიშისას ხელები წინ და უკან ვამოძრაოთ.

მხრების მოქნილობის გასაძლიერებელი ვარჯიში

ადდაკო

ვწვებით მუცელზე. მარჯვენა ფეხის ტერფზე ვიმაგრებთ სარტყლის ბოლოს, ხოლო მეორე ბოლოს ვიჭერთ მარჯვენა ხელში. ხელი მხრების პარალელურად უნდა გვეჭიროს. მარცხენა ხელს ვხრით და იატაკს ვებჯინებით.

მარჯვენა ხელი თავზე გადატარებით მარცხნივ უნდა გადავიტანოთ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ თოკი გადაგვაქვს მარცხენა ფეხზე და ვასრულებთ იმავე ვარჯიშს მარცხენა ხელითაც.

 

 

ზურგისა და წელის მოქნილობის ვარჯიშები

აკოწკე

მოცემული ვარჯიშის საწყისი პოზიცია ისეთივეა, როგორც წინა ვარჯიშის. ამჯერად ვარჯიში სტატიკურად სრულდება. მარჯვენა ხელს მაქსიმალურად მაღლა ვწევთ და მარცხენათიც იმავეს ვაკეთებთ. შემდეგ კი უკან ვიხრებით. თოკს მარცხენა ფეხზე ვიხვევთ და  მარცხენა ხელით მოვზიდავთ. თოკს მარჯვენა ხელთან მივიტანთ და კვლავ უკან ვიხრებით.

 

ზურგისა და წელის მოქნილობის ვარჯიშები

ოქკფპოწე

ვდგებით მუხლებზე. ფეხები წელის სიგანეზე უნდა გავშალოთ, ქუსლები კი - მხრების სიგანეზე. ვიხრებით უკან, მარჯვენა ხელით ქუსლს ვეყრდნობით, მარცხენით კი -მარჯვენა ხელის იდაყვს. თავსაც მაქსიმალურად დაბლა ვწევთ.

 

მხრების, ზურგის კუნთებისა და წელის გასაძლიერებელი ვარჯიში

ოკსაფდოპ

მარცხენა და მარჯვენა ხელიგულებით ქუსლებს უნდა დავეყრდნოთ. მკერდი წინ უნდა წავწიოთ. მენჯის არეც წინ უნდა წამოიწიოს,თავი კი უკან გადავხაროთ.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ აუცილებლად მოდუნდით და ზურგის კუნთები მოასვენეთ.

 

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა