Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ბრენდონ ჰენდრიქსონი 2018 წლის მისტერ ოლიმპიასა და საკუთარ გეგმებზე საუბრობს

ბრენდონ ჰენდრიქსონი იმ ათლეტთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც გამუდმებით პროგრესირებენ. მისი მიღწევები კარგად ჩანს ქვემოთ გამოსახულ ფოტოზე, რომელიც ბრენდონმა საკუთარ ინსტაგრამზე ატვირთა. 5 წლის მანძილზე მისი წონა 18 კილოგრამით შეიცვალა. პირველი ფოტო 2013 წელს 25 წლის ასაკშია გადაღებული, მეორე კი - 2018 წელს 30 წლის ასაკში.

ადომწ

პროფესიონალი სპორტსმენი Men’s Physique კატეგორიაში ასპარეზობს. ცოტა ხნის წინ მან Daily Herald-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საკუთარ სპორტულ კარიერაზე ისაუბრა. მისტერ ოლიმპიის 2015 წლის ჩემპიონატზე ის ტოპ-5 ათლეტში მოხვდა. 2016 წელს არნოლდ კლასიკზე გაიმარჯვა, მისტერ ოლიმპიაზე კი მეოთხე ადგილს დასჯერდა. 2017 წლის მისტერ ოლიმპიაზე ბრინჯაოს მედალი აიღო, Hawaiian Pro 2018-ზე კი ჩემპიონი გახდა.

 

ბავშვობაში ბრენდონი ფეხბურთს თამაშობდა და სირბილითაც აქტიურად იყო დაკავებული. უკვე მოზრდილმა კი ბოდიბილდინგში სცადა ბედი, რამაც დიდი წარმატება მოუტანა.

„2010-2012 წლებში სრულ სამუშაო დღეს საავადმყოფოს ვუთმობდი, სადაც მენეჯერად ვმუშაობდი. არ მომწონდა საკუთარი სხეულის მდგომარეობა. ძალიან დავიღალე და გადავწყვიტე ფორმაში ჩავმდგარიყავი.“ - ამბობს ბრენდონი.

მისი დებიუტი Wings Of Strength- ის სამოყვარულო ტურნირზე შედგა, სადაც ათლეტის თქმით, ის ფსიქოლოგიური წინააღმდეგობის ხელოვნებას ეზიარა.

„გამოსვლის დასაწყისში ძალიან ვნერვიულობდი. არ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რასაც ვაკეთებდი. მერე წარმოსახვას მოვუხმე და საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ აქ ბევრჯერ ვყოფილვარ და სანერვიულო არაფერია. სცენაზე თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. გამოსვლა მეორე ადგილით დავასრულე ჩემს კატეგორიაში.“ - იხსენებს ჰენდრიქსონი.

ბრენდონის თქმით, ბოდიბილდინგის სამყარომ ის გააბედნიერა.

„ვიღვიძებ და ვიტამინებს ვიღებ. შემდეგ დარბაზში მივდივარ. დილის 8 საათზე კარდიოს ვაკეთებ. ამას 50 წუთიდან 1 საათამდე ვანდომებ. შემდეგ 20 წუთს პრესის ვარჯიშებს ვუთმობ. სახლში დაბრუნებული ვსაუზმობ და ელექტრონულ ფოსტას ვამოწმებ. სოციალური ქსელის შეტყობინებებსაც ვპასუხობ. მერე ისევ დაბრაზს ვუბრუნდები, სადაც 2 საათის განმავლობაში ვვარჯიშობ. სახლში დაბრუნებული ვსადილობ. შემდეგ საღამოს კარდიო მელის.“ - ასე ახასიათებს თავის ერთ დღეს ათლეტი.

2018 წლის სეზონზე ბრენდონი ძალიან აქტიური იქნება.

„სეზონი 2018 წლის მარტის არნოლდ კლასიკით დავიწყე, სადაც მესამე ადგილი დავიკავე. ჰავაიზე კი პირველი ადგილი მერგო. წლევანდელი ოლიმპიისთვის განსაკუთრებით ვემზადები, რათა ღირსეულად წარვსდგე. თუმცა სეზონი არც ამით იწურება. ოლიმპიის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ Korea Pro და მოგვიანებით Tokyo Pro მელოდება.“ - აცხადებს ბრენდონი.

უახლოეს მომავალში ჰენდრიქსონის მთავარ ოცნებას Men’s Physique-ს კატეგორიაში მისტერ ოლიმპიაზე გამარჯვება და საკუთარი დარბაზის გახსნა წარმოადგენს.

 

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა