Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



უმარილო დიეტების ნაკლოვანებები

მარილის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული ზიანის შესახებ დღეს ბევრს საუბრობენ. მისმა ზედმეტი დოზით გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას და ჭარბი წონის პრობლემის წინაშე დაგაყენოთ. თუმცა ბევრს ავიწყდება, რომ მარილის ნაკლებობა ორგანიზმისთვის ისეთივე სახიფათოა, როგორც მისი სიჭარბე.

პრობლემა იმაში სულაც არ მდგომარეობს, რომ უმარილო კერძი ნაკლებად გემრიელია და მადას აქვეითებს. უმარილობით გამოწვეული უსიამოვნებები გაცილებით სერიოზულია, ვიდრე კვების მოსაწყენი პროცესი. დიეტოლოგ-ენდოკრინოლოგთა მოსაზრებით უმარილობა უამრავ გართულებას იწვევს.

უმარილო დიეტებისას წონაში ნამდვილად იკლებთ, მაგრამ საკითხავია, რის ხარჯზე. საქმე იმაშია, რომ მარილი ორგანიზმში წყალს აჩერებს. როდესაც მას საკვებიდან სრულად გამორიცხავთ, არტერიული წნევა მნიშვნელოვნად ეცემა, თავს სუსტად გრძნოთ, გეწყებათ თავბრუსხვევები, ორგანიზმის ტონუსი იკლებს, თქვენი აქტივობა მცირდება.

ხშირია შემთხვევა, როდესაც უმარილო დიეტაზე მყოფი ადამიანები გონებას კარგავენ, გული მისდით. მარილზე უარის თქმა რეკომენდებული არ არის. არსებობს სპეციალისტების მიერ შემუშავებული მარილის დღიურად მისაღები ნორმა. საშუალოდ ადამიანებმა დღის მანძილზე 12-16 გრამამდე მარილი უნდა მიიღონ.

დიეტოლოგები გირჩევენ, რომ მსგავს მკაცრ დიეტებს ბრმად არ მიენდოთ, რადგან გარდა იმისა, რომ მათ ბევრი ზიანის მოტანა შეუძლიათ, გასაოცარი შედეგებითაც არ გამოირჩევიან. თანამედროვე მოდური დიეტების მიმდევართაგან მხოლოდ 5 % თუ ახერხებს დასახული მიზნის მიღწევას და წონაში კლებას. ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც მარილს თეთრ საწამლავად იხსენიებს, რადგან ყველაფერი დოზებზეა დამოკიდებული. ნუ გადააჭარბებთ დღიურ ნორმას და თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება. რაც მთავარია, წონაშიც არ მოიმატებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა