სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ბრინჯის სუპ-პიურე ისპანახით

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

  •  ბრინჯი - 100 გრ.
  • წყალი - 250 მლ.
  • ისპანახი - 250 გრ.
  • ქათმის ბულიონი - 450 მლ.
  • ლიმნის წვენი - 3 სუფრის კოვზი
  • დაჭრილი ხახვი - 1 ცალი
  • ნიორი - 3 კბილი
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ბეგქონდარა -3-4 ც.
  • მარილი
  • წიწაკა
  • ნაღები (10%) – 50 მლ.
  • მცენარეული ზეთი - 3 სუფრის კოვზი

 

მომზადების დრო : 50 წთ.

ულუფების რაოდენობა: 3

 

მომზადების წესი:

  • ბრინჯი მოვხარშოთ ისე, რომ დარბილდეს. ისპანახი კი ცხელ ტაფაზე მოვათავსოთ, რომ ზომაში დაპატარავდეს.

 

  • ხახვი და ნიორი დავაქუცმაცოთ. ზეთიან ტაფაზე გადავიტანოთ და მოვთუშოთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

 

  • ქვაბში გადავიტანოთ მოხარშული ბრინჯი, იპანახი, ხახვი, ნიორი და მოვასხათ ქათმის ბულიონი.

 

 

  • წვნიანი 5 წუთის მანძილზე უნდა ვადუღოთ, თან გამუდმებით ვურიოთ. დუღილის პროცესში დავამატოთ მარილი, წიწაკა, ბეგქონდარა, ლიმნის წვენი, ბულიონში გათქვეფილი კვერცხი. შემდეგ გამოვრთოთ. მიღებული მასა კარგად დავაბლენდეროთ.

 

 

  • სუპ-პიურეს დავუმატოთ ნაღები. კვლავ შემოვდგათ ცეცხლზე და ადუღებამდე ვურიოთ. როგორც კი დუღილს დაიწყებს გამოვრთოთ. წვნიანის კონსისტენცია თავად დაარეგულირეთ მომზადების პროცესში გამოყენებული ბულიონის რაოდენობით.

 

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა