სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ხილის სალათი ქოქოსით

ხილის სალათი, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ წარმოუდგენლად მსუბუქი და ამავდროულად არომატულია. ის ცნობილი კოქტეილის პინა-კოლადას სურნელს მოგაგონებთ. მიუხედავად ამისა მასში ერთ წვეთ ალკოჰოლსაც ვერ ნახავთ. ხილს, გარდა ანანასისა, თქვენი გემოვნებით ირჩევთ.

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

  • მწიფე ანანასი - 1 ცალი
  • მარწყვი - 500 გრ.
  • მანდარინი - 4 ც.
  • ბანანი - 4 ც.
  • მოცვი - 300 გრ.
  • ქოქოსის ფანტელი - ½ ჭიქა
  • ქოქოსის კრემი - ½ ჭიქა
  • ანანასის წვენი - ¼ ჭიქა

 

მომზადების დრო : 20 წთ.

ულუფების რაოდენობა: 10

 

მომზადების წესი

 

  • აიღეთ ერთი ცალი მწიფე ანანასი. მოაცალეთ კუდი, მოაშორეთ კანი. ანანასი კარგად უნდა გაასუფთავოთ და უსარგებლო ნაწილები მოაცილოთ.

 

 

 

  • გასუფთავებული ანანასი 4 ნაწილად დაჭერით. შუაგული, რომელიც არ გამოგადგებათ, მოაცილეთ.

 

 

  • მიღებული ანანასი მთლიან, 1,5 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად დაჭერით.

 

 

  • გაასუფთავეთ ბანანი და მრგვალ ნაჭრებად დაჭერით. მარწყვს მოაცალეთ ზედმეტი ფოთლები, გარეცხეთ და 2-3 ნაწილად დაჭერით. გაასუფთავეთ მანდარინი და დააქუცმაცეთ.

 

 

  • გადახსენით ქოქოსის ნაყოფი  და თეთრი რბილობი ბლენდერში მოათავსეთ, ან სახეხი გამოიყენეთ. დააქუცმაცეთ წვრილ ნაჭრებად.

 

 

  • ქოქოსის კრემი და ანანასის წვენი ერთმანეთში აურიეთ.

 

  • ხილი ერთად მოათავსეთ, მოასხით მიღებული კრემი და ქოქოსის თეთრი ფანტელიც შეურიეთ.  მაგიდაზე სანაყინით ან განიერი ჭიქით მიიტანეთ.

 

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა