სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



შებოლილი ორაგულის სალათი

მკვებავი ნივთიერებებით გაჯერებული ორაგულის გრილი სალათი არაჩვეულებრივია ვახშმად, ის გამოგადგებათ პიკნიკებზეც.

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

  • ცივი მსუბუქად შებოლილი ორაგული - 150 გრ.
  • ბოლოკი - 8 ც.
  • მოხარშული კარტოფილი - 200 გრ.
  • წითელი ხახვი - ნახევარი
  • კვერცხი - 2 ც.
  • მწვანე სატაცური - 8-10 ც.
  • მწვანე ხახვი
  • მარილი

საკაზმად:

  • ზეითუნის ზეთი - 3 სუფრის კოვზი
  • მდოგვი - 2 ჩაის კოვზი
  • თაფლი - ½ ჩაის კოვზი
  • თეთრი ღვინის ძმარი - 1 სუფრის კოვზი
  • მარილი, შავი წიწაკა

 

მომზადების დრო : 20 წთ.

ულუფების რაოდენობა: 2

 

მომზადების წესი

 

  • ქვაბში მოადუღეთ წყალი.  ჩაყარეთ კვერცხი და ხარშეთ 6 წუთის განმავლობაში. მოხარშულ კვერცხს ცივი წყალი გადაავლეთ და კანი გააცალეთ. დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად.

 

 

  • ქვაბში მოადუღეთ წყალი. დაუმატეთ ცოტა მარილი. სატაცური 2-3 წუთის მანძილზე ხარშეთ. მოხარშულ სატაცურს ცივი წყალი გადაავლეთ, შემდეგ კი 2,5-3 სანტიმეტრის სიგრძის ნაჭრებად დაჭერით.

 

 

  • კარტოფილი მოზრდილ ნაჭრებად დაჭერით, ბოლოკი - მრგვალ ნაჭრებად, ხოლო ხახვს ნახევარმთვარის ფორმა მიეცით.

 

 

  • თევზი ბრტყლად დაჭერით

 

 

  • საკაზმის ინგრედიენტები ქილაში გადაიტანეთ და კარგად ანჯღრიეთ, სანამ ერთმანეთს ბოლომდე არ შეერევა.

 

 

  • სალათის ყველა ინგრედიენტი, გარდა კვერცხისა, ჯამზე გადმოიტანეთ და კარგად აურიეთ. შემდეგ კვერცხიც დაუმატეთ. მოასხით საკაზმი. მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით და მზა სალათს მოაყარეთ.

 

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა