სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ცუკინისა და მოცარელას სალათი

დიდი ხანი არ არის, რაც ადამიანები ცუკინის უმად ჭამაზე გადავიდნენ. თავდაპირველად ეს გაოცებასაც იწვევდა, მაგრამ ნებისმიერი გურმანი, რომელმაც ერთხელ მაინც სცადა ცუკინის ნედლად მირთმევა, აღფრთოვანებას ვერ მალავს და ამ გამოცდილებას სხვებსაც უზიარებს.

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

  • მომცრო ცუკინი - 200 გრ.
  • მოცარელას ბურთები - 125 გრ.
  • პიტნის ფოთოლი - 4 ც.
  • ლიმონი -1 ც.
  • წითელი წიწაკა ჩილი - ½
  • ზეითუნის ზეთი - 4-5 სუფრის კოვზი.
  • მარილი
  • შავი წიწაკა

 

მომზადების დრო: 35 წთ.

ულუფების რაოდენობა : 4

 

მომზადების წესი

 

  • ლიმნის ცედრა ჯამზე გადაიტანეთ. დაამატეთ ნახევარი ლიმნიდან გამოწურული წვენი და 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ მარილი და შავი წიწაკა. კარგად ამოურიეთ.

 

 

  • პიტნის ფოთლები წვრილად დაჭერით. ჩილის მარცვლები მოაცალეთ, წვრილად დაჭერით. ინგრედიენტები საკაზმის მასას დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

 

  • ცუკინი ბოსტნეულის სათლელით ძალიან თხელ ფირფიტებად დაჭერით. მოასხით მიღებული საკაზმი და 30 წუთით გააჩერეთ.

 

 

  • სალათი თეფშზე გადაიტანეთ და მოცარელას ბურთებით მორთეთ. მოასხით დარჩენილი ზეითუნის ზეთი და ლიმნის წვენი, მოაყარეთ ცოტა წიწაკა. 

 

 

გემრიელად მიირთვით!

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა