სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ანანასის, მარწყვისა და ლიჩის დესერტი

ანანასი, მარწყვი და ლიჩი სუპერმარკეტებში თითქმის ყველა სეზონზე შეგიძლიათ შეიძინოთ, რაც ამ უგემრიელესი და სასარგებლო დესერტის მომზადებას მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ.

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

  • ანანასი - 1ც.
  • მარწყვი - 100 გრ.
  • ლიჩის ნაყოფი - 100 გრ.
  • შაქრის პუდრა - 1 სუფრის კოვზი
  • მსუბუქი რომი - 3 სუფრის კოვზი

 

მომზადების დრო: 30 წუთი.

ულუფების რაოდენობა: 4

 

მომზადების წესი

  • ანანასი გაასუფთავეთ. მოაშორეთ ყველა უსარგებლო ნაწილი და კუბიკებად დაჭერით.

 

 

  • გარეცხეთ  მარწყვი. კარგად გაწმინდეთ.

 

 

  • ლიჩი გარეცხეთ. მოაცილეთ კანი და მარცვლები. ანანასი, ლიჩი და მარწყვი ერთ ჯამში გადმოიტანეთ.

 

 

  • შაქრის პუდრა რომში გახსენით და სიროფი ხილს მოასხით. გააჩერეთ 20 წუთით. მიღებული დესერტი ანანასის გადაჭრილ ნაწილში მოათავსეთ.

 

გემრიელად მიირთვით!

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა