მწვანე სალათი
ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის მწვანე სალათი ნამდვილი მისწრებაა. მისი მირთმევა ვახშამზე შეგიძლიათ. მომზადებისას ფანტაზიას მოუხმეთ და საკუთარი სურვილებით იხელმძღვანელეთ.
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
- მჟაუნა -1 კონა
- სალათის ფურცელი - 1 კონა
- ვაშლი - 1 ცალი
- ლიმონი - 1 ცალი
- თაფლი - გემოვნებით
მომზადების წესი
- სალათის ფურცლები კარგად გარეცხეთ. ხელით დააქუცმაცეთ და სასალათე ჯამში გადაიტანეთ.

- ვაშლი გაასუფთავეთ შუაგულისგან. გრძელ, წვრილ ნაჭრებად დაჭერით. რომ არ გამუქდეს, ლიმონის წვენი მოასხით.

- ვაშლიც სასალათე ჯამში გადაიტანეთ.

- მჟაუნა კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და სალათს დაამატეთ.

- ლიმონის წვენს თქვენი გემოვნებით შეურიეთ თაფლი.

- მიღებული სიროფი სალათს მოასხით.

- ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ და გემრიელად მიირთვით!
