სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



პანცანელა გრილზე

უძველესი ტოსკანური კერძი პანცანელა დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს . მის ორ მთავარ ინგრედიენტს არომატული პომიდორი და ზეითუნის ზეთი წარმოადგენს. პანცანელას სალათს არ აქვს ფიქსირებული შემადგენლობა და ექსპერიმენტების მოყვარულთათვის ნამდვილი მისწრებაა. ჩვენ ბოსტნეულის პანცანელას შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

  • ხრაშუნა თეთრი პური - 4 ნაჭერი
  • ტკბილი წითელი წიწაკა - 2 ცალი
  • ტკბილი მწვანე წიწაკა - 2 ცალი
  • ცუკინი - 2 ცალი
  • კიტრი -1 ცალი
  • პომიდორი ჩერი - 250 გრ.
  • ზეთისხილი - ¾ ფინჯანი
  • პიტნის ფოთოლი - 5 ცალი
  • ბაზილიკი - 1 კონა
  • ფეტა - 120 გრ.
  • ზეითუნის ზეთი
  • ძმარი - ¼ ჭიქა
  • მარილი
  • შავი წიწაკა

 

მომზადების დრო : 40 წთ.

ულუფების რაოდენობა: 4

 

მომზადების წესი

 

  • ცუკინი მრგვალ ნაჭრებად დაჭერით. წითელი და მწვანე ტკბილი წიწაკა გაასუფთავეთ და ფართო ნაჭრებად დაჭერით.

 

 

  • ტაფა-გრილი გაახურეთ. ცუკინის და ტკბილ წიწაკას ზეითუნის ზეთი წაუსვით, პურიც გრილზე მოათავსეთ. მარილი და შავი წიწაკა მოაყარეთ. როდესაც პროდუქტები შეიბრაწება, ტაფიდან გადმოიღეთ და გააგრილეთ. ცუკინის მრგვალი ნაჭრები ორ ნაწილად გაყავით, პური და წიწაკაც უფრო წვრილად დაჭერით.

 

 

  • გაასუფთავეთ ზეთისხილი და შუაზე გაჭერით.

 

 

  • კიტრს მარცვლები მოაცალეთ და წვრილ ნაჭრებად დაჭერით. პომიდორი ჩერი შუაზე გაყავით. პიტნა და ბაზილიკი წვრილად დაჭერით.

 

 

  • ზეთი და ძმარი კარგად აურიეთ, შავი წიწაკა და მარილი ჩაამატეთ. სალათი ჯამში გადაიტანეთ და საკაზმი მოასხით. 15 წუთით გააჩერეთ და ბოლოს ყველი ფეტა მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით!

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა