სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



რუკოლას სალათი

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

  • სალათი რუკოლა - 250 გრ.
  • პომიდორი ჩერი - 10 ც.
  • წითელი ხახვი - ნახევარი
  • ნიორი - 1 კბ.
  • პარმეზანი - 50 გრ.
  • თეთრი პურის მომცრო ნაჭრები ქერქის გარეშე - 6ც.
  • ზეითუნის ზეთი - 50 მლ.
  • ღვინის ძმარი - 1 ჩაის კოვზი.
  • მარილი

 

მომზადების დრო: 15 წუთი

ულუფების რაოდენობა: 2

 

მომზადების წესი

  • რუკოლა გარეცხეთ და გააშრეთ. პომიდვრები შუაზე გაჭერით, ხახვი კი რკალისებურად. ნიორი გაასუფთავეთ და წვრილად დააქუცმაცეთ. ნახევარი პარმეზანი გახეხეთ. დარჩენილი ნაწილი კი თხლად დაჭერით.

  • პური თხელ ვიწრო ნაჭრებად დაჭერით, თავზე გახეხილი პარმეზანი მოაყარეთ, ცოტაოდენი ზეთი მოასხით და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 2-3 წუთით გააჩერეთ.

  • ზეითუნის ზეთი, ძმარი, მარილი და წიწაკა კარგად აურიეთ. ჯამში ერთად მოათავსეთ რუკოლა, ჩერი, პარმეზანის ნაჭრები, ხახვი და ნიორი. მოასხით საკაზმი და მაგიდასთან მიიტანეთ.

გემრიელად მიირთვით!

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა