Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



3 ვარჯიში სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად

სექსუალური ამტანობის გასაზრდელად მამაკაცს ძლიერი სხეული ესაჭიროება. განსაკუთრებულ როლს სექსის დროს ფეხები ასრულებენ. ძლიერი ქვედა კიდურები სიამოვნების გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ და ნებისმიერ დაბრკოლებას წარმატებით დაგაძლევინებთ. თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის და არც ხელები უნდა დაივიწყოთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კიდური ფორმაში გქონდეთ.

 

დაუღალავი ხელები - ჩაჯდომები განტელებით

 

 

 

ხელში მოიმარჯვეთ ორი საშუალო სიმძიმის განტელი და შეასრულეთ ბიცეფსზე აზიდვა დგომში, ე.წ. ჩაქუჩი. შემდეგ კი ჩაჯექით, მაგრამ ძალიან ღრმად არა. ჩაჯდომა უნდა დააფიქსიროთ და დაახლოებით 10 წამი გაჩერდეთ ერთ პოზაში. შემდეგ კვლავ გაიმეორეთ იგივე მოძრაობები.

 

კვადრიცეფსი - ღრმა ჩაჯდომები შტანგით

 

 

იმისთვის, რომ ქალთან ურთიერთობისას საკუთარი ძალა ბოლომდე აჩვენოთ. აუცილებელია მოცემული ვარჯიში რეგულარულად შეასრულოთ. აიღეთ მძიმე შტანგა (თქვენ უნდა შეგეძლოთ მისი უპრობლემოდ აზიდვა 5-ჯერ მაინც), მოათავსეთ ის მხრებზე და ღრმად ჩაჯექით. სხეული სწორად გეჭიროთ. ჩაჯდომით ნელა უნდა ჩაჯდეთ, ხოლო წამოდგომისას სწრაფად წამოდგეთ.

 

ძლიერი ფეხები - ჩაჯდომები ფეხის წვერებზე შედგომით

 

 

აქ დამატებითი ატრიბუტები არ დაგჭირდებათ. ღრმად ჩაჯექით, ხელები წინ გაიშვირეთ. ამოისუნთქეთ და სწრაფად ადექით, დადგომისთანავე ფეხის წვერებზე შედექით.  ქუსლებზე დაეშვით და კვლავ ნელა ჩაჯექით. შემდეგ სწრაფად წამოდექით და კვლავ წვერებზე შედექით. სამივე ვარჯიში ერთად 3-ჯერ უნდა შესრულდეს. შესვენებებს ძალიან ცოტა დრო უნდა დაუთმოთ. შედეგი აუცილებლად გექნებათ!

 

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა