სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ვარჯიშის შემდეგ დაშვებული შეცდომები, რომელთა გამოც წონაში იმატებთ

ქალბატონები, რომლებიც დარბაზს რეგულარულად სტუმრობენ, მაგრამ შედეგით კმაყოფილები არ არიან, ხშირად ვარჯიშის შემდეგ ბევრ შეცდომას უშვებენ, რითაც აიხსნება მათი ამგვარი „უიღბლობა.“

განვიხილოთ ის ძირითადი შეცდომები, რომლებიც ქალბატონებს საშუალებას არ აძლევს ზედმეტ კილოგრამებს თავი დააღწიონ.

  • ქალბატონები ფიქრობენ, რომ ვარჯიშისთვის ჯილდოს იმსახურებენ

 

ვარჯიშის შემდეგ ქალბატონებს მადა უძლიერდებათ და გემრიელ ნუგბარს აქტიურად დაეძებენ. თუ მცირედი ჯილდოთი დაკმაყოფილდებიან, მათი მოტივაცია გაიზრდება და შედეგიც დადებითი ექნებათ, მაგრამ დიდი რაოდენობის არაჯანსაღი საკვების მიღება ნებისმიერ ადამიანს დააზარალებს. არ ღირს ვარჯიშის გამოყენება ჯილდოს მისაღებად. ის, რომ თქვენ სულ ახლახან 300 კალორიამდე დაწვით, არ ნიშნავს იმას, რომ დანაკარგი ორმაგად უნდა აინაზღაუროთ.

 

  • განტვირთვის ვარჯიშის გამოტოვება

 

 

ვარჯიშის შემდეგ განტვირთვის მარტივი მოძრაობები ბევრს დროის ფუჭი კარგვა ჰგონია, რის გამოც მათგან თავის დაღწევას ცდილობენ. განტვირთვის სავარჯიშოები კი ტრავმისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. ტრავმის მიღების შემთხვევაში დარბაზთან დიდი ხნით გამოთხოვება მოგიწევთ, რაც თქვენს წონაზე დადებითად ნამდვილად არ აისახება.

 

  • ტკბილი სასმელების გადაჭარბებით მიღება

 

 

ტკბილი სპორტული სასმელები თქვენს ორგანიზმში ელექტროლიტების ბალანსს აღადგენენ, რაც ძალიან სასარგებლოა, მაგრამ თუ თქვენ ხანმოკლე ვარჯიშით კავდებით, ზედმეტი კალორიების მიღება მხოლოდ დაგაზარალებთ. სპორტული სასმელები ინტენსიური, ხანგრძლივი ვარჯიშებისთვის შემოინახეთ. თუ გაგრილება გსურთ, სუფთა წყალი მიირთვით.

 

  • ვარჯიშის გაცდენის გამართლების მცდელობა

 

 

წინა ვარჯიში იმდენად პროდუქტიულად მოგეჩვენათ, რომ მომავალ კვირამდე დატვირთვაზე უარს აცხადებთ. ეს კარგი იდეა არ არის, თუ თქვენ ზედმეტი კილოგრამებისგან თავდახსნა გაქვთ გადაწყვეტილი. დარწმუნდით, რომ ვარჯიშს კვირაში 5 საათზე მეტს მაინც უთმობთ.

 

  • ვარჯიშის შემდეგ დაგვიანებული კვება

 

 

კვებას ვარჯიშის შემდგომ კუნთოვანი მასის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი აქვს. რაც მეტია კუნთოვანი მასა, მით სწრაფია მეტაბოლიზმი. დარწმუნდით, რომ ვარჯიშის შემდეგ საკმაო რაოდენობის ცილებსა და ნახშირწყლებს იღებთ.

 

  • ვარჯიშს ეპიზოდური ხასიათი აქვს

 

 

თქვენ უფლება გაქვთ კმაყოფილი იყოთ საკუთარი ვარჯიშით, მაგრამ ეს საშუალებას არ გაძლევთ მომავალში დატვირთვაზე უარი თქვათ და მოდუნდეთ. მთავარია ვარჯიშს რეგულარული ხასიათი ჰქონდეს.

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა