სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ჟიზელ ბიუნჰენის დიეტა და სპორტული ცხოვრების სტილი

ლეგენდარული ბრაზილიელი მოდელი ჟიზელ ბიუნჰენი მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია. ბავშვობაში ჟიზელი ათლეტობაზე ოცნებობდა და ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ სამოდელო კარიერას გაიკეთებდა. ის ვიქტორია სეკრეტის ერთ-ერთი ანგელოზია. ბიუნჰენს ბევრი სხვა მოდელისგან არამხოლოდ საუცხოო სხეული გამოარჩევს, არამედ არნახული ენერგიულობა და სიცოცხლისუნარიანობაც.

 მოდის სამყაროში ჟიზელის ფეხები ყველაზე სექსუალურადაა აღიარებული, რაც ღვთისგან ბოძებულ საჩუქარს ნამდვილად არ წამოადგენს. ბიუნჰენს საოცარი ფიგურის ჩამოყალიბებაში უამრავი შრომა აქვს ჩადებული  და ამის გამო ძალიან ბევრ მსხვერპლზეც წასულა. წარმოუდგენელია, რომ ქალბატონი, რომელსაც ასეთი უნაკლო აღნაგობა აქვს უკვე ორი შვილის დედაა.

2010 წელს ჟიზელმა ვაჟი ბენჯამინი გააჩინა, ხოლო 2012 წელს ქალიშვილი - ვივიანი ეყოლა. ორივე მშობიარობის შემდეგ რამდენიმე თვეში მოდელი კვლავ უნაკლოდ გამოიყურებოდა. შვილების გაჩენამდე 2 კვირით ადრე ის ჯერ კიდევ ასრულებდა რეგულარულ ვარჯიშებს. მოდელი აქტიურად იყო დაკავებული იოგით. ორსულობის პერიოდშიც კი ჟიზელი გამუდმებით ადევნებდა თვალს საკუთარ კვებას და არასდროს მიუცია საკუთარი თავისთვის უფლება ამ მხრივ გათამამებულიყო.

ჟიზელ ბიუნჰენი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ძილს და მხოლოდ ვარჯიშისა და დიეტის იმედად არასდროსაა. ჟიზელის სამი მთავარი პრინციპია:

  • ნუ დაიტანჯავთ თავს, თუ რამის მირთმევა ძალიან გსურთ. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ. გადაძღომას ერიდეთ!
  • ნახშირწყლები თქვენი რაციონიდან არ გამორიცხოთ. ისინი ენერგიის უმთავრეს წყაროს წარმოადგენენ.
  • ვარჯიში თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქციეთ და ყურადღება მიაქციეთ, რომ ის შესაბამისობაში მოდიოდეს თქვენს დიეტასთან.

ჟიზელი ძალიან დიდ დროს უთმობს ვარჯიშს. ის სხვა და სხვა ტიპის ვარჯიშითაა დაკავებული, რათა ფორმა შეინარჩუნოს. კვირაში ხუთ დღეს ის კარდიოს ასრულებს, 2 დღის მანძილზე კი იოგითაა დაკავებული. ჟიზელი არასდროს ტოვებს ვარჯიშს და ყოველდღიურად ერთ საათს უთმობს ფიზიკურ დატვირთვას. ის თავისუფალ იოგას ანიჭებს უპირატესობას, რადგან მისი მიყოლა შედარებით მარტივია. იოგა ჟიზელის საყვარელ ვარჯიშს წარმოადგენს.

გარდა იმისა, რომ სხეულს სილამაზეს მატებს, იოგა ჩვენს ორგანიზმს აჯანსაღებს, რადგან ის ყველა ორგანოს შეთანხმებულ, ჰარმონიულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, ამასთან გონებასაც ამშვიდებს და ნერვულ სისტემას მნიშვნელოვნად ასტაბილურებს. იმისთვის რომ საკუთარ ვარჯიშებს მრავალფეროვნება და ხალისი შემატოს, ჟიზელი წყალქვეშა აერობიკით და სერფინგით არის დაკავებული. ჟიზელი ხშირად ცურავს და დარბის. სირბილს მოდელი დღის განმავლობაში 45 წუთს მაინც უთმობს. ცურვა საუკეთესო კარდიო ვარჯიშად მიაჩნია და მისი მეშვეობით ორგანიზმსაც იძლიერებს.

ჟიზელი ყველა ვარჯიშს პერსონალური ტრენერების მეთვალყურეობით და მათი მითითებების გათვალისწინებით ასრულებს. აერობიკის მწვრთნელად ტრეისი ანდერსონი ჰყავს, ხოლო იოგასთან დაკავშირებულ ინსტრუქციებს ემი ლომბარდოსაგან იღებს. იაო ლისთან ის კუნგ ფუს გაკვეთილებზე დადის. მოდელი საბრძოლო ხელოვნების ამ სახეობით კვირაში 3 დღე კავდება და თითოეულ ჯერზე მას 90 წუთს უთმობს.

ჟიზელი მკაცრ დიეტას არასდროს მისდევს. ის უპირატესობას ანიჭებს ხორცპროდუქტებს. მოდელისთვის მნიშვნელოვანია ნატურალური პროდუქტით კვება. გადამუშავებულ საკვებს კი ძალიან ერიდება. დღიურად ჟიზელი 1600 კალორიამდე იღებს. ხილის წვენებს არ ერიდება. მის საკვებ რაციონში ცოცხალი ხილიც ძალიან ბლომად არის. დილას ის საუზმით იწყებს, რომლის განუყოფელ ნაწილს გახუხული პური წარმოადგენს. მისი ლანჩი ძირითადად მოიცავს ქათმის ხორცს, ბრინჯს, სალათს, ხილს. ხემსად კი ყველს, ინდაურის ხორცს ან ხილს მიირთმევს.

სადილად ჟიზელი აუცილებლად იღებს ხილს, თევზის ფილეს, სალათს, რომლის შემადგენლობაშიც ყოველთვის შედის დიდი რაოდენობით პომიდორი. საკვების ბოლო მიღებიდან დაძინებამდე აუცილებლად უნდა გავიდეს 3 საათი მაინც. ჟიზელი ამ წესს მკაცრად მისდევს. ამ ხნის მანძილზე ორგანიზმს საშუალება ეძლევა მიღებული საკვები კარგად გადაამუშაოს.

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა