Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ცხიმის წვა კუნთების ზრდის პარალელურად - მეცნიერები ვარჯიშისა და დიეტის აქტიურ მიმდევართათვის წმინდა გრაალის პოვნას ცდილობენ

მაკმასტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ერთი შეხედვით მოუხელთებელი მიზნის( კუნთების ზრდის პარალელურად ცხიმის სწრაფი წვის) მისაღწევ საშუალებას მიაგნეს. დიდი ხანია აღნიშნული საკითხი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მათთვის, ვინც საკუთარ წონაზე ზრუნავს, კალორიებს აკონტროლებს და მისაღები პროთეინების დოზებს ანაწილებს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ორივე მიზანი (კუნთების ზრდა და ცხიმის წვა) მიღწევადია, თანაც საკმაოდ მცირე დროში. თუმცა, მათი თქმით, ეს მარტივი პროცესი არ არის.

კვლევაში მონაწილე ორმოცი ახალგაზრდა მამაკაცი ერთთვიან დატვირთულ სავარჯიშო პროგრამას მისდევდა, ამასთან მათ 40 %- ით შეამცირეს მისაღები კალორიების რაოდენობა.

მაკმასტერის უნივერსიტეტის კინესიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი და მკვლევარი სტიუარტ ფილიპსი კვლევას საზარელ შეთანხმებას უწოდებს და ამბობს: „ კვლევაში მონაწილე მამაკაცები ძალიან ცუდ ფორმაში იყვნენ. ჩვენი მიზანი სწორედ ის იყო, რომ გვეჩვენებინა, რამდენად სწრაფად შეგვეძლო მათი სხეულის იდეალურ მდგომარეობაში მოყვანა. ჩვენ გვსურდა მათთვის ზედმეტი ცხიმების მოშორება, ამასთან კუნთოვანი მასის შენარჩუნება და დახვეწა. მნიშვნელოვანი იყო მათი ფიზიკური ძალების და შესრულების ხარისხის ამაღლებაც.“

მკვლევარებმა მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს. ორივე მათგანი დაბალკალორიულ დიეტაზე იმყოფებოდა. ერთ-ერთი ჯგუფი მეორესთან შედარებით პროთეინების მაღალ დოზებს იღებდა. მოცემული ჯგუფის წევრებს კუნთოვანი მასა 1.5. კილოგრამით გაეზარდათ. მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა ჯგუფში, რომლის წევრებიც პროთეინების დაბალ დოზებს იღებდნენ.

დაბალ-პროთეინულ დიეტაზე მყოფ ჯგუფს ნუგეშად ის მაინც ჰქონდა, რომ მისმა წევრებმა არსებული კუნთოვანი მასა შეინარჩუნეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვარჯიშისას კალორიების შეკვეცის ხარჯზე კუნთოვანი მასის შენარჩუნება შესაძლებელია.

„ვარჯიშს, განსაკუთრებით მძიმე წონების აზიდვებს, შესწევს უნარი კუნთოვანი მასა შეინარჩუნოს, მაშინაც კი, როდესაც ორგანიზმი კალორიების მწვავე დეფიციტს განიცდის,“- აცხადებს ფილიპსი.

მკვლევარები გაოცებული დარჩნენ იმით, რომ მაღალ-პროთეინულ დიეტაზე მყოფმა ჯგუფმაც წარმატებით დაწვა ცხიმები. გაკვირვებული ფილიპსი აღნიშნავს: „ ჩვენ ველოდით კუნთოვანი მასის გაზრდას, მაგრამ ვერ დავიჯერეთ ცხიმის ის დანაკარგი, რომელიც აღნიშნულ ჯგუფში დაფიქსირდა.“

მაღალ-პროთეინულ დიეტაზე მყოფმა ჯგუფმა 5 კილომდე ცხიმი დაწვა, მაშინ როდესაც დაბალ-პროთეინულმა ჯგუფმა მხოლოდ 3 კილომდე.

ყველა მონაწილე, კვირაში 6-დღიანი რეგულარული ვარჯიშის წყალობით  გაცილებით  უკეთეს ფორმაში ჩადგა და გაძლიერდა.

მკვლევარები გვაფრთხილებენ, რომ ეს რეჟიმი ყველასთვის არ არის განკუთვნილი.

„ეს პროგრამა სპეციალურად ჭარბწონიანი ახალგაზრდა მამაკაცებისთვის შეიქმნა, თუმცა, ჩვენი რწმენით, იგი მსგავსი პრობლემის მქონე ახალგაზრდა ქალებსაც გამოადგებათ. ეს საკმაოდ ძნელად შესასრულებელი პროგრამაა და არ გამოადგებათ ადამიანებს, რომლებიც სწრაფ და მარტივ მეთოდებს ეძებენ. ჩვენ ვაკონტროლებდით მონაწილეების კვებას, ფიზიკური დატვირთვის რეჟიმს, ისინი 4 კვირის მანძილზე იყვნენ ჩვენი სამეცნიერო გავლენის ქვეშ,“ - აცხადებს ფილიპსი.

ფილიპსი თავის გუნდთან ერთად აღნიშნული კვლევის გაგრძელებას და დახვეწას ცდილობს. მათი მიზანია შეიმუშავონ გაცილებით სწრაფი და მდგრადი პროგრამა. მეცნიერები ამჯერად მეტ ყურადღებას დაუთმობენ ქალბატონებსაც.

აღნიშნული კვლევის დეტალები გამოქვეყნდა „ამერიკის კლინიკური კვების ჟურნალში“.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა