Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



მოხდენილი მუცლის საიდუმლო - ცნობილი ბრიტანელი მოდელის რჩევები

ცნობილი ბრიტანელი მოდელი როზი ჰანტინგტონ-უიტლი გულახდილ ინტერვიუში თავისი შესანიშნავი გარეგნობის საიდუმლოს გვანდობს. ის თავის ყოველდღიურ რეჟიმს და იმ ფიტნეს-ჩვევებს გვიმხელს, რომელთა დახმარებითაც უნაკლო სხეულის შენარჩუნებას ახერხებს და მუდმივად კარგ ფორმაშია.

როგორია თქვენი ყოველდღიური რეჟიმი, როგორ უვლით თავს?

როგორც კი ვიღვიძებ, პირველი რასაც ვაკეთებ არის ის, რომ წყალს ვსვამ. ვცდილობ ერთ ლიტრამდე მაინც დავლიო. გაღვიძებისას ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ორგანიზმი გამოშრა და დეჰიდრატაციას ვებრძვი. ეს საუკეთესო საშუალებაა ყველაფერი მოვაწესრიგო. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ საუზმესაც, რადგან ის ჩემს მთელ დღეს განსაზღვრავს. საუზმედ ძირითადად კვერცხს მივირთმევ, მოხარშულს ან ომლეტს ისპანახთან ერთად. ამ ყველაფერს კი მწვანე წვენს ვაყოლებ.

როგორ ინარჩუნებთ ბალანსს თქვენს დიეტასა და ვარჯიშს შორის?

სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მიჭირს, რადგან ბევრს ვმოგზაურობ და რუტინული ცხოვრება არ მაქვს. შეუძლებელია რეჟიმში ჩავდგე. ძირითადად საკვების შეკვეთა მიხდება. სახლში როდესაც ვარ, ყოველთვის ძალიან სუფთა, ჯანსაღ სადილებს ვამზადებ. სწორად კვება ექსტრემალურ პირობებშიც შესაძლებელია. როდესაც გარეთ ვიმყოფები, შემიძლია არჩევანი თევზზე, ქათმის ხორცსა და სალათზე შევაჩერო. თუ გადაღებებისთვის ან განსაკუთრებული ღონისძიებისთვის ვემზადები, ნახშირწყლების რაოდენობას ვზღუდავ, ვაკონტროლებ მიღებული მარილისა და შაქრის რაოდენობას და რაც მთავარია, ვსვამ ბევრ წყალს, გაცილებით ბევრს, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში.

როგორ იქცევით როდესაც სწრაფი ცვლილებები გჭირდებათ?

ასეთ დროს ყოველთვის დარბაზში მივდივარ. ასე ხდება, როდესაც ლოს-ანჯელესიდან ლონდონში ჩამოვდივარ. საბედნიეროდ, ჩემი ძმა პერსონალური ტრენერია. ის სასტუმროში მაკითხავს და ერთად ვვარჯიშობთ. აუცილებლელია, საკუთარ სხეულს კარგად მოუსმინოთ. როდესაც ძალიან ვიღლები, მაგ. ხანგრძლივი მოგზაურობა მიწევს, ვგრძნობ, რომ ძალიან მჭირდება იოგა, ან განტვრითვის ვარჯიშები და ასეც ვიქცევი.

რაშია თქვენი საოცრად მოხდენილი მუცლის საიდუმლო?

ამისთვის ნამდვილად ძალიან ბევრი შრომა მჭირდება. პირადად მე საუკეთესო ვარჯიშად პილატესი მიმაჩნია, რადგან ის არ არის ძალიან აქტიური, შეგიძლიათ მშვიდად ივარჯიშოთ, გაქვთ ფიქრის დრო და აკვირდებით თითოეული კუნთის მუშაობას. თუმცა ჩემი ვარჯიში მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ცეკვითაც ვარ დაკავებული და ისეთი სახის მოძრაობებს ვარჩევ, რომლებიც მუცლის კუნთებზეა ორიენტირებული. ვსვამ ძალიან ბევრ წყალს. ჩემი დაკვირვებების შედეგად აღმოვაჩინე, რომ როდესაც ნაკლებ წყალს ვიღებ, შებერილობა და უსიამოვნო შეგრძნებები მაწუხებს. შესაძლოა ზოგიერთისთვის პარადოქსულადაც ჟღერდეს, მაგრამ დიდი რაოდენობით წყლის მიღება  ორგანიზმს წყლის შეკავებისგან იცავს. არ უნდა დაგვავიწყდებს პრობიოტიკებიც, რადგან ისინი თქვენს მუცელს წარმოუდგენლად ეხმარებიან. მე მათ კოქტეილებში ვურევ, ან აბების სახით ვღებულობ.

როდესაც ცოტა დრო გაქვთ, რომელი ვარჯიშების შესრულება გიყვართ?

ხტუნვა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ვარჯიშია. ის პულსს მალევე მიჩქარებს და სწრაფად მღლის. ძირითადად კი ასეთ შემთხვევებში Youtube-ს მივმართავ და იქ განთავსებულ ვიდეობს ვუყურებ. შეგიძლიათ დაძებნოთ 10-წუთიანი ვარჯიშები. ასეთი ძალიან ბევრია. პირადად მე ამ ხერხს ხშირად მივმართავ.

რა არის საუკეთესო რჩევა, რომელიც სილამაზის შესანარჩუნებლად ოდესმე მიგიღიათ?

იზრუნეთ საკუთარ კანზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოიყენოთ ძვირადღირებული კოსმეტიკა კანის დეფექტების დასაფარავად, არამედ იზრუნოთ იმაზე, რომ რეალურად ჯანსაღი კანი გქონდეთ. ყველამ ინდივიდუალურ მეთოდს უნდა მიმართოს საკუთარი სილამაზის შესანარჩუნებლად.

თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

მიყვარს ჩემს ძაღლებთან ერთად დროის გატარება, ასევე ჯანსაღი კერძების მომზადება, პლიაჟზე გასვლა და ცურვა, ან მეგობრებთან ერთად საცეკვაოდ წასვლა. ძალიან მიყვარს ოჯახთან ერთად დროის გატარება. ეს საუკეთესო დასვენებაა.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა