სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში და მისი მთავარი უპირატესობები

მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშების შესრულება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. თუ ჯერ კიდევ ყოყმანობთ და არ იცით ღირს თუ არა აღნიშნული ვარჯიშით სერიოზულად დაინტერესება, მაშინ ყურადღებით გაეცანით სტატიაში განხილულ იმ ძირითად უპირატესობებს, რომლითაც მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშები სხვა ტიპის ვარჯიშებისგან გამოირჩევა.
ვარჯიშის პროცესში მეტი კალორია იწვება


ვინ არ ისურვებდა ვარჯიშს, რომელიც ბევრ კალორიას წვავს?! კველევბმა აჩვენა, რომ მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშები 25-30 %-ით მეტ კალორიას წვავს, ვიდრე წინაღობის ვარჯიშები, ველოსიპედით სიარული ან სარბენ ბილიკზე რბენა. როდესაც მაღალი ინტენსივობის ვარჯიშით ხართ დაკავებული, თქვენს ორგანიზმს მეტი და მეტი მოთხოვნები უჩნდება, რომელთა დაკმაყოფილება მხოლოდ დატვირთვის გაზრდითა და ზედმეტი კალორიების დაწვით არის შესაძლებელი.
მოკლე დროში ბევრ ცხიმს წვავთ


კვლევვებმა ასევე დაადასტურა, რომ გარდა კალორიებისა, თქვენ აქტიურად წვავთ ცხიმსაც. მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშის დროს ორგანიზნი ენერგიის გამომუშავებისთვის ცხიმებს წვავს და არა ნახშირწყლებს. „სიმსუქნის ჟურნალის“ ანგარიშით, თუ მსგავსი ტიპის ვარჯიშით კვირაში 3-ჯერ 20 წუთის განმავლობაში 12 კვირის მანძილზე დაკავდებით, 2 კილოგრამზე მეტი ცხიმის დაწვას შეძლებთ. 
კალორიების წვა ვარჯიშის დასრულების შემდეგაც გრძელდება


ცხადია, ვარჯიშის დროს კალორიების წვა ძალიან კარგი რამ არის, მაგრამ მეტაბოლური პროცესების გააქტიურება ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გაცილებით მეტს ნიშნავს. როდესაც ისეთ მდგრად ვარჯიშს მიმართავთ, როგორიც არის დიდ დისტანციაზე სირბილი, თქვენი ორგანიზმი გაცილებით ნაკლებ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშისას. როდესაც თქვენ ისე ვარჯიშობთ, რომ სუნთქვის პროცესი ძნელდება, რადგან თქვენს ორგანიზმს ბევრი ჟანგბადი ესაჭიროება, მეტაბოლური პროცესები მნიშვნელოვნად ძლიერდება, რის გამოც კალორიების წვა გრძელდება ვარჯიშის დასრულებიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში.
„სპორტული მედიცინის“ ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევით დასტურდება, რომ კალორიების წვა ვარჯიშის შემდეგ ინტერვალური ვარჯიშებისას გაცილებით მაღალია, ვიდრე გამაჯანსაღებელი სირბილის ან წინაღობითი ვარჯიშისას. ვარჯიშის შემდეგ ორგანიზმის დაბრუნებას ჰომეოსტაზის მდგომარეობაში დიდი ენერგია სჭირდება, რაც აძლიერებს მეტაბოლიზმს და კალორიების წვას უწყობს ხელს.

  • თქვენი მთავარი კუნთი ძლიერდება

დიახ, საუბარი სწორედ თქვენს გულს ეხება. როდესაც ვარჯიში მაღალი ინტენსივობისაა, გულს მაღალი დატვირთვით უხდება მუშაობა. დაუღალავი ვარჯიშის შედეგად თქვენი გული ძლიერდება. მოცემული ვარჯიშები თქვენი ძირითადი კუნთის ჯანმრთელობისთვის ძალიან დადებითი შედეგის მომტანია.

კვლევებმა დაადასტურა, რომ ისეთი ინტერვალური ვარჯიში, როგორიც არის ტაბატა კარდიოვასკულარული სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს და მის სტიმულირებას ახდენს. იმ ადამიანებისთვის კი, ვისაც უკვე აწუხებს გულ-სისხლძარღვთა პრობლემები მაღალი ინტენსივობის ინტერვალურ ვარჯიშს ორმაგი სარგებლის მოტანა შეუძლია საშუალო ინტენსივობის ვარჯიშთან შედარებით.

  • სისხლში შაქრის შემცველობა რეგულირდება

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწორად და ჯანსაღად კვება სისხლში შაქრის შემცველობას აბალანსებს, მაგრამ ამ მხრივ ინტერვალურ ვარჯიშებსაც შეუძლიათ სარგებლის მოტანა, რადგან 50-ზე მეტი კვლევით დასტურდება, რომ ასეთი ტიპის ვარჯიში სისხლში ინსულინის დონეს არეგულირებს.

როდესაც სისხლში შაქრის შემცველობა ძალიან დაბალია, თქვენ ხასიათის ცვლილებები და შიმშილის გრძნობა გაწუხებთ, ხოლო როდესაც შაქარი მატულობს, დიდი რაოდენობით ინსულინი გამომუშავდება. ინსულინის რეგულარულად მაღალი დონე კი იწვევს ისეთ სერიოზულ გართულებებს, როგორებიც არის მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადებები, სიმსუქნე, სიმსივნე და ა.შ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სისხლში შაქრის დონის რეგულირება, რაც მაღალი ინტენსივობის ვარჯიშების აქტიურ მიმდევრებს წარმატებით გამოსდით.

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა