სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



როზმერი კონლის დიეტა

დიეტებისა და ფიტნესის გურუდ აღიარებული როზმერი კონლი გამოირჩევა თავისი მარტივი და მოქნილი დიეტური რეჟიმით. მისმა ბარძაყისა და თეძოს არისთვის განკუთვნილმა დიეტამ 30 წლის წინ საოცარი პოპულარობა მოიპოვა და მას შემდეგ აქტუალობას არ კარგავს. და მაინც, როგორია როზმერი კონლის დიეტის გეგმა და რაშია მისი წარმატების საიდუმლო?! მისი მთავარი უპირატესობა მოქნილობასა და მრავალფეროვნებაშია. დიეტა ითვალისწინებს ადამიანების განსხვავებული ცხოვრების სტილსა და რეჟიმს. დიეტის ზოგიერთ მიმდევარს  ცილების რაოდენობის გაზრდა სურს, მაშინ როდესაც სხვები უპირატესობას ნახშირწყლებს ანიჭებენ. დიეტის გეგმა ვეგეტარიანელებისთვისაც კი ადვილად მისაყოლია.

დიეტა 4-კვირიან კვებისა და ვარჯიშის კომბინირებულ რეჟიმს გვთავაზობს. მის მიმდევრებს დაბალცხიმიანი ჯანსაღი საკვების მიღება და კალორიების კონტროლი ევალებათ. პირველ და მეორე კვირას დღის მანძილზე 1200 კალორიის მიღებაა ნებადართული. მე-3-მე-4  კვირებში კი დაშვებული კალორიების დოზა  1400- მდე  იზრდება. პერსონალური სადიეტო გეგმის შედგენისას თქვენი ორგანიზმის მეტაბოლური აქტივობის მაჩვენებელს ითვალისწინებენ, რომლის დადგენაც თქვენი ასაკის, სქესისა და წონის მიხედვით ხდება.

დიეტის მიმდევრებმა საუზმეში აუცილებლად უნდა ჩართონ ნახშირწყლები, აუცილებელია კვებისას მაღალცილოვანი პროდუქტების გამოყენება. აქტიურად გამოიყენება ვეგეტარიანული საკვებიც. სადილობისას კი არჩევანი გაცილებით მრავალფეროვანია. თქვენ დესერტის მირთმევის უფლებაც კი გაქვთ. არ აქვს მნიშვნელობა როგორ კომბინაციას ირჩევთ, მთავარია საუზმეზე 200 კალორია მიიღოთ, ლანჩზე - 300, ხოლო სადილად - 400. დიეტის დაწყებამდე, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის მიღება გევალებათ.

დიეტა კატეგორიულად კრძალავს ალკოჰოლს. შეგიძლიათ, ძირითადი კვება ლანჩზე მოიწყოთ. მულტივიტამინების კომპლექსი ყოველდღიურად უნდა მიიღოთ, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ საჭირო ვიტამინებს იღებთ. რძე შეგიძლიათ ყოველდღიურად გამოიყენოთ. დაბალკალორიული სასმელებიდან არცერთი არ იკრძალება.

კალორიების დღიური ანგარიში: საუზმე - 200 კალორია, ხემსი - 50 კალორია, ლანჩი - 300 კალორია, ხემსი- 50 კალორია, სადილი - 400 კალორია, 450 მლ - უცხიმო ან დაბალცხიმიანი რძე- 200 კალორია. ჯამში 1200 კალორიას იღებთ.

როზმერი კონლის დიეტის დღიური რაციონის  3 მაგალითი

პირველი დღე

საუზმე-  50 გრ. მარცვლეული რძესთან და  1 ჩაის კოვზ შაქართან ერთად. 125 მლ. - ხილის წვენი დამატკბობლის გარეშე.

ხემსი - 90 გრ. ახალი მოცვი

ლანჩი - 1 მაგრად მოხარშული, ნაჭრებად დაჭრილი  კვერცხი  ხორბლის პურის ორ ნაჭერთან ერთად, ბოსტნეულის სალათი.

ხემსი - 20გრ. მსუბუქი ყველი, 2 ცალი პომიდორი ჩერი.

სადილი - შემწვარი ბოსტნეული 200 გრამ გამომცხვარ კარტოფილთან ერთად.

დღის ფიტნეს გამოწვევა: 15 წუთიანი ფეხით სიარული და აზიდვების გაკეთება.

მეორე დღე

საუზმე: 2 ცალი მსუბუქად შემწვარი კვერცხი, 3 ცალი გრილზე შემწვარი პომიდორი, 50 გრამი გრილზე მომზადებული სოკო.

ხემსი: 1 ცალი ვაშლი ან მსხალი

ლანჩი: 50 გრ. დაბალცხიმიანი ყველი, 1 ნაჭერი ხორბლის პური, სალათის ფურცელი, ხახვი და კიტრი.

ხემსი: 2 ცალი მანდარინი

სადილი: დაბალცხიმიანი ხორცის 1 ნაჭერი, მოხარშული კარტოფილი, 100 გრ. სტაფილო, 100 გრ. ბროკოლი და 2 ცალი კივი.

დღის ფიტნეს გამოწვევა: 15 წუთიანი გამახალისებელი სირბილი, კიბეებზე სიარული.

მესამე დღე

საუზმე: 200 გრამი 2%-იანი ბერძნული იოგურტი ახალ მოცვთან ერთად.

ხემსი: 1 მცირე ზომის ყურძნის მტევანი.

ლანჩი: 100 გრ. კონსერვირებული ორაგული, 1 ნაჭერი პური, ბოსტნეულის სალათი.

ხემსი: 12 ცალი პომიდორი ჩერი

სადილი: 2 ნაჭერი გრილზე მომზადებული ხორცი, 115 გრ. მოხარშული ლობიო და გრილზე მომზადებული სოკო.

დღის ფიტნეს გამოწვევა: 20 წუთიანი აერობული ვარჯიში.

წარმატებებს გისურვებთ!

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა