სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



წარმატებული ათლეტების 7 უნიკალური თვისება

თქვენი მიზნების ასრულებაში გამოცდილი და მოტივირებული ათლეტების უნიკალური თვისებების გაცნობა დაგეხმარებათ. ყურადღებით წაიკითხეთ იმ მახასიათებლების შესახებ, რომლითაც ისინი სხვა ადამიანებისგან გამოირჩევიან, შემდეგ კი ეცადეთ, მათი გამოცდილება გაიზიაროთ და თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

მაშ ასე, გავეცნოთ წარმატებული ათლეტების 7 უნიკალურ თვისებას.

  • რეალური მიზნების დასახვა

დარბაზში ყველაზე წარმატებულ ადამიანებს აშკარა და გარკვეული მიზნები აქვთ. მათ ცხადად იციან, თუ რისი მიღწევა სურთ და შესაბამისად პროცესს მოთმინებით ეგუებიან. ისინი არასდროს კარგავენ მოტივაციას. მოტივირებული ათლეტები არამხოლოდ ისახავენ მიზნებს, არამედ თავგამოდებით ცდილობენ მათს რეალიზებას. შესაძლოა, თქვენ საკუთარი სტრატეგია გაგაჩნდეთ და მას სავსებით დამაკმაყოფილებლად თვლიდეთ. ზოგიერთი ათლეტი მიზნად ისახავს მრავალფეროვანი მიღწევები ჰქონდეს, გაზარდოს ძალა, მოქნილობა, კუნთოვანი მასა, დაამყაროს მძიმე წონების აზიდვების რეკორდები. თუმცა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ ამართლებს, რადგან ერთდროულად რამდენიმე კურდღლის დევნა, როგორც წესი, არამომგებიანია. ხშირად მსგავსი დამოკიდებულება თვითშეფასების დაკარგვის მიზეზი ხდება, რადგან არ აქვს მნიშვნელობა რომელიმე მიზანს მიაღწევთ თუ არა, ყველას ერთბაშად ვერ აისრულებთ, რაც თავდაჯერებას გაკარგვინებთ. როდესაც ერთ კონკრეტულ მიზანზე ფოკუსირდებით, წარმატების გაცილებით მეტი შანსი გაქვთ.

  • მცირე, მაგრამ მდგრადი ცვლილელების დანერგვა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩვევა, რომელიც წარმატებულ ათლეტს სხვებისგან გამოარჩევს, მცირე, მაგრამ მდგრადი ცვლილებების დანერგვაა. როდესაც ისინი ერთ მიზანს იკმაყოფილებენ, იქნება ეს სავარჯიშო რუტინასთან დაკავშირებული, თუ კვების რეჟიმთან, ცდილობენ ახალი, მცირედი ცვლილებების განხორციელებას. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ერთბაშად ძირეული ცვლილებების წარმატებით განხორციელება. მსგავს გადაწყვეტილებას ადამიანები შფოთვამდე და იმედგაცრუებამდეც კი მიჰყავს. მაგ. თუ თქვენ მიზნად ისახავთ თქვენი სამზარეულოს აბსოლუტურ გადახალისებას, კალორიების მინიმუმამდე შეკვეცას და წონაში სწრაფ კლებას, სავარაუდოა, რომ დამარცხება გელით, რადგან მსგავსი ტემპით რამდენიმე კვირას გაძლებთ, შემდეგ კი კალორიების დეფიციტი და გუნება-განწყობის საშინელი ცვლილებები დაგტანჯავთ. თუ ვერ მოითმენთ და დიეტას დაარღვევთ, სინდისის ქენჯნა გაგაწამებთ. უმჯობესია, თუ ნელ-ნელა შეცვლით თქვენს რაციონს. გადაითვლით კალორიებს და დაიანგარიშებთ, ამჯერად რამდენს იღებთ. ნელ-ნელა შეამცირეთ მათი რაოდენობა. ამასთან შეგიძლიათ გააცნობიეროთ, თუ რა სახის ცვლილებების განხორციელება გარგებდათ და ნელ-ნელა მათთვისაც მოემზადოთ.

  • ვარჯიშით სიამოვნება

წლების მანძილზე ფიტნეს ინდუსტრიაში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ  სასტიკი და მძიმე ვარჯიშის გარეშე პროგრესი არ მიიღწევა. თუმცა თანამედროვე ფიტნესში აღნიშნულმა მოსაზრებამ ძალა დაკარგა. ვარჯიშისას სიამოვნების მიღება უკვე ნეგატიურად აღარ ფასდება. ყველაზე მოტივირებულ დარბაზის სტუმრებს ძალიან სიამოვნებთ იქ ყოფნა, სადაც ვარჯიშობენ. ისინი ერთობიან ფიზიკური დატვირთვისას. რადგან ეს პროცესი მათ სიამოვნებას ანიჭებთ, შესაბამისად მასზე უარს ძნელად ამბობენ. როდესაც ვარჯიში მოსაწყენი ხდება და ის სასიამოვნო პროცესად აღარ აღიქმება, წარმატებული ათლეტები სწრაფად იწყებენ მასში ცვლილებების შეტანას, ან ანაცვლებენ სრულიად ახალი ვარჯიშებით. სწორედ ასე ყალიბდება მყარი, ბედნიერი და ხანგრძლივი ჯანსაღი ცხოვრების წესი.

  • პერსპექტივის ქონა

დარბაზის წარმატებულ წევრებს შეუძლიათ საგნები ფართო პერსპექტივიდან დაინახონ. როდესაც ისინი ვარჯიშს გამოტოვევენ, აცნობიერებენ, რომ მხოლოდ ერთი ვარჯიში გამოტოვეს და ეს ტრაგედია არ არის. ისინი ყველაფრის თავიდან დაწყებაზე ან ხელის საბოლოოდ ჩაქნევაზე ფიქრს არ იწყებენ. წარმატებული ათლეტები ახალი გზების მოძიებას ცდილობენ. მათ იციან, რომ ერთი გამოტოვებული ვარჯიში ვერაფერს დააკლებთ, რადგან წინ ათასობით სხვა, უფრო სერიოზული და სასიამოვნო დატვირთვა ელით. თუ ისინი დღიური კალორიების ნორმას გადააჭარბებენ, დაძინებამდე აუცილებლად შეასრულებენ დამატებით კარდიოს, რათა დარწმუნდნენ, რომ მიღებული კალორიები დაწვეს. წარმატებული ათლეტები მეორე დღეს არ იშიმშილებენ, რათა ბალანსი აღადგინონ. ისინი მოვლენებს ფართო პერსპექტივიდან აკვირდებიან, შესაბამისად იციან, რომ რადგან კვირის და თვის განმავლობაში კალორიების ბალანსს ზედმიწევნით იცავენ, ერთდღიანი დარღვევა მათ ვერაფერს დააკლებს.

  • რუტინის ერთგულება

ძილზე მნიშვნელოვანი ათლეტისთვის არაფერია. კვებაც კი, მოსვენების შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს. თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძილის რუტინის ჩამოყალიბებაზე კრიტიკული დარბაზში მოსიარულეთათვის არაფერია. საუკეთესო შედეგებს ათლეტებს შორის ისინი აჩვენებენ, რომლებიც ძილის რუტინის ერთგული მიმდევრები არიან. ისინი ღამით სატელევიზიო შოუების ყურებით არ ერთობიან, არც გვიანობამდე საქმეების გადადება ახასიათებთ და არც სოციალურ ქსელში დაძვრებიან შუაღამემდე. მოტივირებული ათლეტები საძინებელს დაძინებამდე 2-3 საათით ადრე ამზადებენ. ამასთან დაბალკალორიულ საკვებსაც მიირთმევენ, სვამენ საჭირო რაოდენობის სითხეს და კბილებსაც დროულად იხეხავენ.

  • პრიორიტეტების სწორად გადანაწილება

ადამიანები, რომლებიც სპორტში წარმატებულები არიან, კარგად ახერხებენ პრიორიტეტების სწორად გადანაწილებას. თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ ვარჯიშის, ძილისა და სწორი კვების შესახებ ვსაუბრობთ, როდესაც ათლეტის პრიორიტეტებს ვახსენებთ. ცხადია, მოცემული საკითხების პრიორიტეტულად გამოცხადება კარგია, თუმცა არა გადამწყვეტი. აუცილებელია ისეთი პრიორიტეტების გამოკვეთა, რომლებიც ადამიანისთვის მართლაც მნიშვნელოვანია: მეგობრები, ოჯახი, სიცოცხლე, საყვარელი ადამიანები. ხშირად ათლეტები ფანატიკურად ერთვებიან ფიტნეს ცხოვრებაში და მთლიანად ეჯაჭვებიან მას, რასაც საბოლოოდ ადამიანი დამარცხებამდე მიჰყავს. შესაძლოა, თქვენ ოჯახი და ახლობლები დაადანაშაულოთ იმაში, რომ ვერ მიაღწიეთ მიზნებს, რომლებსაც ისახავდით. ამის ნაცვლად, უმჯობესია ისიამოვნოთ მეგობრებთან ერთად ვახშმობით, ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გასეირნებით, თქვენს შვილთან ერთად (თუ გყავთ) გემრიელი ნაყინის მირთმევით. თუ სიცოცხლით არ ისიამოვნებთ, ძალიან ბევრს დაკარგავთ.

  • მოთმინების გამომუშავება

ყველაზე წარმატებული ათლეტები მარტივად ახერხებენ მოთმინების გამომუშავებას. ისინი აღნიშნულ უნარს გრძელვადიან ინვესტიციად განიხილავენ. ყველა სპორტსმენს სურს პროგრესი გამოცადოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოთმინება ამოიწუროთ. უნდა შეეგუოთ აზრს, რომ ყველაფერი ნელ-ნელა მოვა და მიზანს 1 დღეში ვერ მიაღწევთ. მოითმინეთ! თუ შრომობთ, შედეგი არ დააყოვნებს!

სწორი უნარ-ჩვევების განვითარება დაგეხმარებათ თქვენი სპორტული მიზნების რეალიზებაში და დარბაზში თქვენი შესრულების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის. როდესაც ჩვევას ჩამოიყალიბებთ, მისი ერთგულება ძალიან გაგიადვილდებათ. თითოეული ჩვევა შეგვიძლია მინი-ტრადიციადაც განვიხილოთ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმატებით მოქმედებს. თუ ზემოთ ჩამოთვლილ 7 ჩვევას თქვენი რუტინის ნაწილად აქცევთ, დასახული მიზნის მიღწევა არ გაგიჭირდებათ.

წარმატებებს გისურვებთ!

 

 

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა