Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



რატომ არის საშიში ჯანმრთელობისთვის პლასტმასის ბოთლები?

ჰიდრატაცია ორგანიზმისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, თუმცა თუ თქვენ ჩანთით პლასტმასის ბოთლებს ატარებთ, შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდეს. გთავაზობთ საჭირო ინფორმაციას პლასტმასის ბოთლების უარყოფითი მხარეების შესახებ, ასევე განვიხილავთ იმ ჯანსაღ ალტერნატივებს, რომლებიც მათ ჩანაცვლებაში დაგეხმარებათ.

პლასტმასის ბოთლებს თქვენი ჯანმრთელობისთვის მრავალმხრივი ზიანის მოყენება შეუძლია. მათს წარმოებაში აქტიურად გამოიყენება ბიფენილი, რომელსაც ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითი გავლენის მოხდენის უნარი შესწევს. ის ჰორმონული დისბალანსის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევადაც ითვლება, გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ ეს უკანასკნელი ტოქსიკურობის, ანთებისა და სიმსივნის განვითარებასაც უწყობს ხელს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიფენილი პლასტმასის ბოთლების შემადგენლობაში შემავალი ერთადერთი ქიმიკატი არ არის, რომელიც ორგანიზმს აზიანებს, მასთან ერთად უამრავი სხვა კომპონენტი გამოიყენება, რომელსაც ჯანმრთელობის დაზიანება, ენდოკრინოლოგიური სისტემის მოშლა და მნიშვნელოვანი ორგანოების წყობიდან გამოყვანა შეუძლია. როდესაც მწარმოებელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მისი ნაწარმი ბიფენილს არ შეიცავს, ადამიანები თვლიან, რომ ჰორმონალური პრობლემები მათ არ დაემუქრებათ, რადგან აღნიშნულ საფრთხესთან პირველ რიგში სწორედ ბიფენილი ასოცირდება. თუმცა პლასტმასის ნაწარმი მის გარდა პოლიკარბონატებს და სხვა ნაერთებსაც შეიცავს, რომელთა უარყოფითი გავლენები ჩვენს ორგანიზმზე ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის.

5 ძირითადი საფრთხე, რომლებიც პლასტმასის ბოთლებისგან გემუქრებათ

ჰორმონალური ბალანსის დარღვევა და უარყოფითი გავლენა ქალის ნაყოფიერებაზე

ჰორმონებს ნაყოფიერებაზე გადამწყვეტი გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც ქალბატონებში, ასევე მამაკაცებშიც. მართალია ნაყოფიერებაზე უარყოფით გავლენას სხვა ანატომიური პრობლემებიც ახდენენ, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მხრივ სწორედ ჰორმონალური დისბალანსი და ენდომეტრიოზია. პლასტმასის ნაწარმი ცნობილია, როგორც ჰორმონალური ბალანსის ერთ-ერთი მთავარი დამრღვევი, რადგან მისი ხშირი გამოყენება გარკვეული რეპროდუქციული ჰორმონების ჭარბ გამომუშავებას უწყობს ხელს, ხოლო დანარჩენი ჰორმონების დეფიციტს ქმნის. ხშირ შემთხვევაში პლასტმასის ნაწარმი ესტროგენების დიდი რაოდეონობით გამომუშავების მიზეზი ხდება, რაც ქალბატონებს დაორსულებაში ხელს უშლის, თუმცა ნაყოფიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს მსგავს შემთხვევებში მამაკაცებიც აწყდებიან.

პლაცენტარული და ემბრიონალური განვითარების შეფერხება

მართალია, ენოკრინოლოგიურ დარღვევებს უშვილობის გამოწვევა შეუძლია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მსგავსი პრობელემების მქონე ქალბატონები ხშირად დაორსულებასაც ახერხებენ. თუმცა პლასტმასის ნაწარმის მიერ მოყენებული ზიანი მხოლოდ ჰორმონალური პრობლემებით არ შემოიფარგლება. ბავშვის ემბრიონალური განვითარება, განსაკუთრებით საწყის კრიტიკულ პერიოდში, შესაძლოა, დრამატულად შეფერხდეს პლასტმასის ნაწარმის გამოყენებით გამოწვეული რიგი დარღვევების გამო. განსაკუთრებული საფრთხე ამ მხრივ ბიჭებს ემუქრებათ. როგორც წესი, ისინი მთელი რიგი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდებიან როგორც სქესობრივი სიმწიფის, ასევე მის წინარე პერიოდებში. ტესტიკულარული განვითარების გარდა, ნებისმიერი სხვა სექსუალური ასპექტის ნორმალური განვითარება, მამრობით სქესში სწორედ ჰორმონალურ ბალანსზეა დამოკიდებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ენდოკრინოლოგიური სისტემის დარღვევებსა და პლასტმასის ნაწარმს შორის არსებული კავშირი სრულყოფილად გამოკვლეული არ არის, თუმცა დადასტურებულია, რომ ამ უკანასკნელს უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც შვილოსნობის უნარზე, ასევე ბავშვის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესზე. ცხადია, წყლის პლასტმასის ბოთლებით ტარება ძალიან კომფორტულია და ადამიანთა უმრავლესობისთვის მისაღებიც. მინისა და სხვა მძიმე მასალისგან დამზადებული ბოთლების გამოყენება ადამიანებს დისკომფორტს უქმნით. მშობლების უმრავლესობას არ სურს შვილებს მსგავსი უხერხულობა შეუქმნას. თუმცა, აუცილებელია, ყველამ გაითვალისწინოს, რომ  როდესაც საქმე ჯანმრთელობის რისკებსა და საფრთხეებს შეეხება, ჯანსაღი ალტერნატივის მოძიება დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ.

სიმსივნის განვითარების რისკი

სიმსივნის საფრთხე თანაბრად ემუქრებათ, როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებსა და მოზარდებსაც. აღნიშნული დაავადება აზიანებს სხვა და სხვა ორგანოებს, ქსოვილებსა და უჯრედებს. კვლევებით დგინდება, რომ ბიფენილსა და პლასტმასის ნაწარმში შემავალ სხვა მავნე ნივთიერებებს არამხოლოდ მკერდის სიმსივნის, არამედ ტესტიკულარულ ეპითელური და პროსტატის კიბოს გამოწვევაც შეუძლიათ.

მწვავე  ტოქსიკური პრობლემები

ბიფენილსა  და პლასტმასის შემადგენლობაში შემავალ სხვა მავნე ნაერთებს სისხლსა და საშარდე სისტემაში შეღწევის უნარი შესწევთ. ისინი მთელს ორგანიზმში აქტიურად ცირკულირებენ. ტოქსიკური ნარჩენების დაგროვება წლების მანძილზე მიმდინარეობს, საბოლოოდ კი უამრავ ორგანოს აზიანებს. განსაკუთრებული საფრთხე ამ მხრივ ღვიძლს ემუქრება, რადგან ის ორგანიზმის მთავარი გამწმენდია. ზიანდება თირკმელიც, რადგან ის საშარდე გზების ფილტრაციაზეა პასუხისმგებელი.

პლასტმასის ბოთლისგან სითხის მიღებისას, თქვენ ბოთლის წარმოებაში გამოყენებულ ქიმიურ ნაერთებსაც მიირთმევთ. ისინი წყალშიც წარმატებით ხვდებიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ წყალი დიდი ხნის მანძილზე ინახება, ან თუ მისი გაცხელება დაგჭირდათ. მრავალჯერადი გამოყენებისთვის ვარგისი ბოთლებიც საფრთხეს შეიცავენ, თუ მათ მაღალ ტემპერატურაზე გარეცხავთ, ან თუ ხშირად გამოიყენებთ ცხელი სითხეების შესანახად, როგორიცაა ყავა ან ჩაი.

წონაში მატების პროვოცირება და ცხიმოვანი მასის გაზრდა

უკანასკნელი დეკადების მანძილზე სიმსუქნე მასშტაბურ პრობლემად ჩამოყალიბდა. მოზრდილი ადამიანების უმრავლესობის მასის ინდექსი ნორმალურ მაჩვენებელს აჭარბებს.  ამერიკის მოსახლეობის 30 % ჭარბწონიანად მიიჩნევა. 19 წლამდე მოზარდებში სიმსუქნის  მაჩვენებელი ბოლო 50 წლის მანძილზე გასამმაგდა. თანამედროვე სამყაროში პლასტმასის აქტიურმა გამოყენებამ, სიმსუქნის პრობლემის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. პლასტმასის ჭურჭლის წარმოებაში გამოყენებული ქიმიკატების ესტროგენური ბუნება ცხიმის დაგროვებას განაპირობებს, ის ხელს უწყობს ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებასაც.

პლასტმასის ბოთლების  გამოყენების ჯანსაღი ალტერნატივები

ონკანის წყლის მაქსიმალური გასუფთავების მიზნით ადამიანები ხშირად მიმართავენ მის ფილტრაციას. ბაზარზე წყლის გასაფილტრი უამრავი საშუალება იყიდება. წყლის გაფილტვრა ორი მიზეზით ხდება: მისი გემოს გასაუმჯობესებლად და წყლის გასაწმენდად. ადამიანებს, რომლებსაც ონკანის წყლის გაფილტვრა ეზარებათ, ვურჩევდით პლასტმასის ბოთლების გამოყენების ჯანსაღი ალტერნატივები მოძებნონ.

კარგი იქნებოდა, თუ დასალევად შუშის ბოთლებში მომარაგებულ წყალს გამოიყენებდით. უჟანგავი მეტალის წყლის ბოთლებიც გამოგადგებოდათ. შუშისგან განსხვავებით ეს უკანასკნელი არ ტყდება და ბავშვებთანაც უსაფრთხოდ გამოიყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბავშვს ბოთლების სროლის მავნე ჩვევა აქვს. ძალიან მოსახერხებელია გამოსაყენებლად თვითფილტრაციის სისტემის მქონე ბოთლებიც. თუ სამოგზაუროდ მიდიხართ, ან ისეთ ადგილას ხართ, სადაც ონკანიდან გიხდებათ წყლის აღება, უმჯობესია, თუ მსგავს ბოთლებს გამოიყენებთ. ასე წყლის აბსოლუტურ სისუფთავეში დარწმუნებული იქნებით. ინფრაწითელი ფილტრაციის სისტემებითაც შეგიძლიათ სარგებლობა. აღნიშნული სისტემა ულტრაიისფერი სისტემის დახმარებით ვირუსებსა და ბაქტერიებს მარტივად ამარცხებს. გარდა ამისა, ის უმთავრეს მინერალებს არ აზიანებს და გაფილტრული წყალი სასარგებლო თვისებებს კვლავ ინარჩუნებს. რადგან ყველამ ვიცით, რომ წყლის საჭირო რაოდენობით მიღება დეჰიდრატაციაზე გაცილებით კარგია, აუცილებელია, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ წყალი, რომელსაც მივირთმევთ სუფთაა და ჩვენი ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა