Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



10 პროდუქტი ტესტოსტერონის დონის ასამაღლებლად

ტესტოსტერონი უმნიშვნელოვანესი ჰორმონია როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალბატონებისთვისაც, სწორედ ამიტომ ვუთმობთ მას დიდ ყურადღებას. თუ ტესტოსტერონის ნაკლებობა გაწუხებთ, ქვემოთ დასახელებული პროდუქტების საკვებ რაციონში ჩართვა თქვენი პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, კვების პროცესი გაცილებით სასიამოვნო და მრავალფეროვანი გახდება.

თაფლი

თაფლი მდიდარია მინერალებით, რომლებიც ტესტოსტერონის დონეს ამაღლებენ. ისინი ძვლებსაც აძლიერებენ და ძლიერი კუნთოვანი მასის ჩამოყალიბებასაც უწყობენ ხელს. მათი დახმარებით აზროვნებისა და კუნთების კოორდინაციის უნარიც უმჯობესდება.

ნიორი

ნიორი შეიცავს გოგირდოვან ნაერთ ალიცინს, რომელსაც ორგანიზმში კორტიზოლის დონის დაწევის უნარი შესწევს. კორტიზოლს თირკმელზედა ჯირკვალი გამოიმუშავებს, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ტესტოსტერონის გამომუშავებაზე. როდესაც სტრესის დონე მაღალია, კორტიზოლის დიდი რაოდენობით გამომუშავება ხდება, რაც გავლენას ახდენს ორგანიზმის ფუნქციონირებაზე და ტესტოსტერონის დონე სწრაფად იკლებს. როდესაც ორგანიზმში კორტიზოლის დონე მცირდება, ტესტოსტერონის გამომუშავება გაცილებით ეფექტურად ხდება, რადგან თირკმელზედა ჯირკვალი ნაკლები დატვირთვით მუშაობს. ნიორი კორტიზოლის დონის დასაქვეითებლად საუკეთესო პროდუქტია.

კვერცხი

კვერცხი ცილების, D ვიტამინის, ქოლესტერინისა და ომეგა 3-ის საუკეთესო საბადოს წარმოადგენს. თითოეული მათგანი გავლენას ახდენს ტესტოსტერონის გამომუშავების პროცესზე და არამხოლოდ. კვერცხში შემავალი  ცილის  დახმარებით კუნთოვანი მასის ფორმირების პროცესი მარტივდება და ეფექტი გაცილებით უკეთესია.

ნუში

ნუში დიდი რაოდენობით თუთიას შეიცავს. აღნიშნულ მინერალს ტესტოსტერონის დონის ამაღლების უნარი შესწევს. ტესტოსტერონის ნაკლებობა ხშირად აწუხებთ ადამიანებს, რომლებსაც თუთიის დეფიციტის პრობლემა აქვთ. თუ თქვენ თუთიის შემცველობა დაბალი გაქვთ, თქვენი ჰიპოფიზის ჯირკვალი არასათანადოდ ფუნქციონირებს. შედეგად ნელდება იმ ჰორმონების გამომუშავების პროცესი, რომლებიც ტესტოსტერონის წარმოებაში აქტიურად იღებენ მონაწილეობას. თუ თუთიით მდიდარ პროდუქტებს საკმარისი რაოდენობით მიირთმევთ, ტესტოსტერონის დონის დაქვეითების საფრთხე ნაკლებად დაგემუქრებათ.

ხამანწკები

ხამანწკები ცნობილი აფროდიზიაკებია. აღნიშნულ შეხედულებას მეცნიერული მტკიცებულებები ამყარებენ. ხამანწკები თუთიით მდიდარი პროდუქტია, თუთია კი ტესტოსტერონის დონეს ამაღლებს. ეს უკანასკნელი ლიბიდოს აძლიერებს. შესაბამისად ხამანწკების მიღებაზე უარს ნუ იტყვით.

ისპანახი

ისპანახი ტესტოსტერონის დონის ასამაღლებელ ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტად მიიჩნევა. ამასთან ის ძალიან პოპულარული საკვებია. ისპანახი მდიდარია მაგნეზიუმით. ორგანიზმში ამ უკანასკნელის მაღალი დონე აუცილებელია ტესტოსტერონის საჭირო რაოდენობით გამომუშავებისთვის. ისპანახი დიდი რაოდენობით ვიტამინ B6-სა და რკინას შეიცავს. ორივე მათგანი ხელს უწყობს ტესტოსტერონის დონის მატებას.

შვრიის ფაფა

შვრიის ფაფა მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტესტოსტერონის წარმოების პროცესში. ვიტამინ B6 ესტროგენის გამომუშავების პროცესს აფერხებს, რითაც ხელს უწყობს ტესტოსტერონის დონის ამაღლებას. ასე რომ, ამ სასარგებლო პროდუქტით საუზმობაზე უარს ნუ იტყვით.

ლიმონი

ლიმონი სხვა ციტრუსოვან კულტურებთან ერთად ტესტოსტერონის დონის ასამაღლებელი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია. ნიორის მსგავსად ისიც ეხმარება ორგანიზმს კორტიზოლის დონის დაქვეითებაში, რითაც ხელს უწყობს ტესტოსტერონის აქტიურ გამომუშავებას. ამასთან ლიმონი დიდი რაოდენობით შეიცავს A ვიტამინს, რომელიც ტესტოსტერონის დონეს ამაღლებს, ხოლო ესტროგენის გამომუშავებას აფერხებს.

ორაგული

ორაგული საუკეთესო პროდუქტია ტესტოსტერონის დონის ასამაღლებლად. ის დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს, მაგნეზიუმსა და B ვიტამინს შეიცავს. სტატიაში უკვე ვისაუბრეთ თითოეული მათგანის მნიშვნელობაზე. ორაგული გლუბულინის დონესაც აქვეითებს. ამ უკანასკნელის ჭარბი გამომუშავება თავის მხრივ უფუნქციოდ ტოვებს ჰორმონ ტესტოსტერონს. თუ გლობულინის დონე ზომიერ ნიშნულზეა, ტესტოსტერონის დონე მატულობს და ის მასზე დაკისრებულ ფუნქციებს შესანიშნავად ასრულებს.

თინუსი

თინუსი ვიტამინ D-ს ნამდვილი საბადოა. ეს უკანასკნელი 90%-ით აუმჯობესებს ტესტოსტერონის წარმოების პროცესს. D ვიტამინი სპერმის საკმარისი რაოდენობით გამომუშავებასაც უწყობს ხელს. თინუსის რეგულარულად მირთმევა უამრავ პრობლემას მოგიგვარებთ. ასე რომ, ამ სიამოვნებაზე უარს ნუ იტყვით.

ბანანი

ბანანი დიდი რაოდენობით შეიცავს ენზიმა ბრომელაინს, რომელიც ტესტოსტერონის დონის მატებას უწყობს ხელს. ბანანი ძალიან სასარგებლოა ენერგიის ნაკლებობის დროს. ის ანტიოქსიდანტების გამომუშავებასაც უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ ბანანი საუკეთესო ხემსად ითვლება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ტესტოსტერონის ნაკლებობის პრობლემა აწუხებს.

წარმატებებს გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა