Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ინტერვიუ ლეგენდარულ ბოდიბილდერ კევინ ლევრონთან

კევინ ლევრონი 1968 წლის 16 ივლისს იტალიელი მამის და აფრო-ამერიკელი დედის ოჯახში დაიბადა. ის ცნობილია როგორც პროფესიონალი ბოდიბილდერი, მსახიობი, მომღერალი, ფიტნეს გურუ და წარმატებული ბლოგერი. როგორც ბოდიბილდერს, მას პროფესიონალურ შეჯიბრებებში 22 ჯილდო აქვს მოპოვებული, ლევრონი 8-ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, არნოლდ კლასიკის 2-გზის გამარჯვებულია, 4-ჯერ დაიკავა მეორე ადგილი მისტერ ოლიმპიაზე და ბოდიბილდერის კარიერის დასრულებაზე ხმამაღლა არასდროს უსაუბრია.

-კარიერა როგორ დაიწყეთ?

- მამა სიმსივნით გარდამეცვალა, როდესაც 7 წლის ვიყავი, კოლეჯში სწავლისას დედაც ამავე დიაგნოზით დავკარგე. სიმსივნემ შეიწირა ჩემი რამდენიმე ნათესავიც. მე დავიწყე ფიქრი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და გადავწყვიტე ჩემს ჯანმრთელობაზე სათანადოდ მეზრუნა. მსურდა ძალები მომეკრიბა, რათა ამ უნდობარ სამყაროში რაიმეს იმედი მქონოდა.

-რა გმატებთ მოტივაციას?

-შესაძლოა ეს ძალიან იდეალისტურად ან ალტრუისტულად ჟღერდეს, მაგრამ ჩემთვის მთავარი მოტივაცია სხვების დახმარებაა. ძალიან კარგია, როდესაც ეს შეგიძლია. საკუთარი სატკივარი და შფოთვები ძალიან მცირედ გეჩვენება, როდესაც სხვაზე გადაგაქვს ყურადღება. ამგვარი სახის ეგოიზმი, თერაპიის მსგავსია. დედაჩემი მეუბნებოდა:“თუ შეგიძლია ვინმეს დაეხმარო, აუცილებლად გააკეთე ეს!“ მან იცოდა, რასაც ამბობდა.

-რომელი ვარჯიში გამოგადგათ ყველაზე მეტად?

-ეს ყოველთვის კონკრეტულ მიზანზეა დამოკიდებული. ჩემს ვებ-გვერდზე ამ შეკითხვას ხშირად მისვამენ და პასუხიც ყოველთვის ასეთი მაქვს.

-მხოლოდ 3 ვარჯიშის არჩევა რომ მიგიხდეთ, რომელს გვირჩევდით და რატომ?

- პრესის ვარჯიშებს სკამზე, ჩაჯდომებს, აზიდვებს გადახრილ მდგომარეობაში. სკამზე ვარჯიში გულ-მკერდს საოცრად ხვეწს, ჩაჯდომები მთელი სხეულის კუნთებს ააქტიურებს, ხოლო აზიდვები გადახრილ მდგომარეობაში ძალიან კარგია ზურგის კუნთებისთვის. ეს არის სამი ყველაზე ძლიერი და ეფექტური ვარჯიში.

- როგორ იკვებებით? რა სახის დიეტას გვირჩევთ?

-ვერ ვიტან წითელ ხორცს. ჩემი დიეტა დაბალნახშირწყლოვანია, ძირითადად ქათმის და თევზის პროდუქტებისგან შედგება. ძალიან მიყვარს ბოსტნეული, ხშირად ვამატებ სოუსებს და სანელებლებსაც. ამჟამად მივირთმევ სუფთა პროდუქტებს, ყოველგვარი გადამუშავების გარეშე. ვარჯიშის წინ რეკომენდაციას ვუწევ NO2-ს. ის ორგანიზმს ახურებს და კუნთებს სისხლით ამარაგებს, მაგრამ ფრთხილად იყავით, სანამ იყიდით, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა ხარისხის პროდუქტს ყიდულობთ. მასის ვარჯიშებამდე მე აუცილებლად მივირთმევ რაიმე საკვებს, აზიდვებამდე პროთეინებს და ნახშირწყლებს ვიღებ, ასევე ვიქცევი აზიდვების შემდეგაც. მასის გასაზრდელად კალორიების რაოდენობას ვზრდი, წონაში კლებისთვის კი ნახშირწყლების რაოდენობს ვამცირებ.

-ახლა რატომ აღარ ჩანხართ სცენაზე?

-მე მირჩევნია აქ ვიყო, ქვემოთ. შევქმნა გაერთიანებები ადამიანებთან ერთად, რომლებიც მთელი ცხოვრება იცდიდნენ, ოცნებობდნენ სცენაზე გამოსვლასა და წარმატებაზე. სწორედ ამის მიღწევა მსურს სპორტში, მინდა ეს სიახლე დავნერგო გულშემატკივრებში. საუბარი მაქვს ჩართულობაზე, კომუნიკაციაზე, სიმართლეზე, რაც მხოლოდ მეგობრობიდან მოდის და არა ბიზნესის კეთებიდან.

მე არ მაქვს ყველაფერზე პასუხი, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი ერთ-ერთი პასუხი ეს არის, ხალხთან ყოფნა, მათი ინფორმირება, განათლება და იმის კეთება, რაც მე სწორად მიმაჩნია.

-თქვენი ფავორიტი ბოდიბილდერები თუ გყავთ?

-ყველა სპორტსმენი იმსახურებს ჩემს მოწონებას, რადგან თითოეულს შემოაქვს რაღაც სიახლე სპორტში.მე მომწონს ყველა მისტერ ოლიმპია, მაგრამ უპირატესობას მაინც უბრალო ბოდიბილდერებს ვანიჭებ, მათ, ვისაც ჩემს ვებ-გვერდზე ვესაუბრები, ასევე პატივს ვცემ ქალ ბოდიბილდერებსაც.

- და ბოლოს გვითხარით თქვენი საყვარელი ფრაზა?

-ყოველთვის თავში მიტრიალებს შემდეგი ფრაზა: „არ წააგებ, სანამ არ დანებდები. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ხანს გასტანს ბრძოლა.“ არ ვიცი, რამდენად შემეფერება ეს ფრაზა მე, მაგრამ წინსვლაში ძალიან მეხმარებოდა და ერთ-ერთ მთავარ მოტივატორს წარმოადგენდა ჩემთვის.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა