Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ბიგ რემი მისტერ ოლიმპია 2019-ს გამოტოვებს

2017 წლის მისტერ ოლიმპიაზე ბიგ რემი საოცარ ფორმაში იყო. მან ფილ ჰიტს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და მეორე ადგილის დაკავებაც შეძლო. 2018 წელს ის მხოლოდ მე-6 ადგილს დასჯერდა. წელს კი მხრის სერიოზული ტრავმის გამო იძულებულია ასპარეზობისგან თავი შეიკავოს და 2019 წლის მისტერ ოლიმპიის მიღმა რჩება. ცოტა ხნის წინ ათლეტმა თავად აღიარა, რომ მისტერ ოლიმპიაში მონაწილეობის მიღებას ვერ მოახერხებს. მან საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობაზე გულახდილად ისაუბრა.

ბიგ რემის თქმით, მხრის ტრავმა მას უკვე რამდენიმე თვეა, რაც აწუხებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ათლეტი დანებებას არ გეგმავდა. ის მისტერ ოლიმპიაში მონაწილეობისთვის სერიოზულად ემზადებოდა, თუმცა საკუთარი მიზნების განხორციელება მაინც ვერ შეძლო. როგორც ჩანს, რემიმ კარგად გააცნობიერა საკუთარი შესაძლებლობები. დაზიანებული მხარი მას სრულყოფილი ვარჯიშის შესაძლებლობას არ აძლევს, რის გამოც, სავარაუდოდ ის ოლიმპიაზე პირველ ხუთეულში მოხვედრასაც ვერ შეძლებდა. ათლეტი თვლის, რომ ის ძველებურ ფორმაში აღარ არის და ტრავმამ საგრძნობლად დაასუსტა.

გულშემატკივრები რემის გადაწყვეტილებას მიესალმებიან და  თვლიან, რომ მან მოვლენები ძალიან სწორად შეაფასა. თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდება, ბიგ რემი 2020 წლის ოლიმპიაზე გამოსვლას ნამდვილად შეძლებს. თუმცა ოლიმპიამდე ის არნოლდ კლასიკზეც აპირებს ასპარეზობას. როგორც იცით, ბიგ რემი უკვე 36 წლის არის და მისტერ ოლიმპიის ტიტულის მოსაპოვებლად მხოლოდ რამდენიმე ცდა აქვს დარჩენილი. თუმცა, როგორც ცნობილია ბოდიბილდინგში ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მოქმედი ჩემპიონი შოუნ როდენი 44 წლისაა. ასე რომ, ბიგ რემისთვის ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. ისღა დაგვრჩენია ათლეტს 2020 წლის მისტერ ოლიმპიაზე ღირსეული დაბრუნება ვუსურვოთ.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა