სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



როგორ ვივარჯიშოთ ზაფხულში?

ზაფხულში ვარჯიში გაცილებით სახალისო და საინტერესო ხდება, ამას კი თავისი მიზეზები აქვს. დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე მზის სინათლე თქვენს განკარგულებაშია. ზამთრის მოკლე დღეები წარსულს ბარდება და ვარჯიშისთვის გაცილებით მეტი დრო გრჩებათ.

ზაფხულში ძალიან ბევრი თავისუფალი დროც გაქვთ. თუ დასაქმებული ხართ, სავარაუდოდ, შვებულებით გაინებივრებთ თავს, თუ შვილები გყავთ, მათი სკოლაში ან ბაღში წაყვანა აღარ მოგიწევთ. შესაბამისად, ვარჯიშისთვის ბევრად მეტი დროის გამოყოფა შეგიძლიათ.  სავარჯიშო რუტინაში თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებსაც თუ ჩართავთ, ნამდვილ ფიტნეს თავგადასავალს მოიწყობთ. იმის გაცნობიერება, რომ შეგიძლიათ ფიტნესით ბუნებაში დაკავდეთ, მოტივაციას ერთიორად გიზრდით და ხალისსაც გმატებთ. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო იდეას, რომლებიც ზაფხულში სახალისო და ამავე დროს სასარგებლო სავარჯიშო რუტინის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

შექმენით საკუთარი სავარჯიშო ბანაკი

მცირე ზომის სავარჯიშო ბანაკის მოწყობას დიდი ფინანსები სრულებით არ სჭირდება. შეგიძლიათ ბანაკი თქვენს ეზოში ან სახლის მახლობლად თავისუფალ სივრცეში განათავსოთ. დაიხმარეთ თქვენი მეგობრები. მოიმარაგეთ აუცილებელი აღჭურვილობა და საქმეს შეუდექით. თუ ბუნებაში სივრცეს ვერ გამონახავთ, შეგიძლიათ ბანაკი რომელიმე ოთახშიც მოაწყოთ. მთავარია, მხიარული და სასიამოვნო ატმოსფერო შექმნათ.

იარეთ ცურვის გაკვეთილებზე

ცურვის გაკვეთილებზე სიარული როგორც ქალაქში, ასევე ქალაქგარეთაც შეგიძლიათ. თუ ფინანსები არ გყოფნით, ეცადეთ ცურვით ისეთ ბასეინებზე დაკავდეთ, რომლებიც უფასოა და ზედმეტ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. ცურვის გაკვეთილებზე სიარული ყველა ადამიანს შეუძლია, არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი ხართ, მოზარდი თუ ზრდასრული ადამიანი.

მოიწყვეთ რომანტიკული, ოჯახური ან მეგობრული გასეირნება

ზაფხული სეირნობისთვის იდეალური დროა. შეგიძლიათ ახალი ადგილების აღმოსაჩენად გაეშუროთ, ან თქვენს საყვარელ ადგილებს დაუბრუნდეთ. სასურველია სეირნობისას მზის სხივები მოგხვდეთ, თან იქონიეთ ლანჩი და წყალი.

ირბინეთ გორაკებზე

სერიოზული ფიტნეს გეგმები თუ გაქვთ, სიმაღლეებზე სირბილი აუცილებლად გამოგადგებათ. ეცადეთ თქვენი სახლის მახლობლად შემაღლებული ადგილები იპოვოთ და 20-30 წუთით ირბინოთ. თუ სახლთან ახლოს მსგავს ადგილს ვერ მიაგნებთ, ადგილობრივ პარკებსა და სკვერებს ესტუმრეთ. უმჯობესია დილით ან საღამოს ირბინოთ.

იცურავეთ ტბაზე ან ზღვაში

ჩამოყალიბებული მოცურავე თუ ხართ, ღია წყალში ცურვას თავისუფლად შეძლებთ. აუცილებელია, ცურვით რეგულარულად დაკავდეთ. შეგიძლიათ ტბაზე ან ზღვაში იცურაოთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ საცურაო ზონაში იყოთ, რადგან, როგორც წესი,  ღია წყლებში ყველა ადგილი ცურვისთვის გამოსადეგი არ არის.

იხტუნავეთ თოკით

თოკით ხტუნვა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და მრავალფეროვანი ვარჯიშია. თუ აქამდე არასდროს გიცდიათ მსგავსი აქტივობით დაკავებულიყავით, გირჩევთ ეს ზაფხული აუცილებლად გამოიყენოთ. ხტუნვას სუფთა ჰაერზე, ბუნების წიაღში გირჩევთ. შესრულების ტექნიკისა და მისი მრავალფეროვნების შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში მარტივად მიაგნებთ.

ითამაშეთ ჩოგბურთი

ჩოგბურთის სათამაშოდ სპეციალური ბურთისა და ჩოგნების შეძენა დაგჭირდებათ, ამასთან კომპანიონის მოძებნაც მოგიწევთ. თუ ინვენტარის შეძენა არ გსურთ, სპეციალური კორტების პოვნა მოგიწევთ, რომლებიც სათანადოდ არიან აღჭურვილნი. ზაფხულში სპორტული აქტივობებით ბევრი ადამიანი კავდება, შესაბამისად გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, ადგილის წინასწარ დაჯავშნა დაგჭირდეთ.

ითამაშეთ ბეისბოლი ან სოფტბოლი

აღნიშნული სპორტით დაკავება არც ისე მარტივია, რადგან ბეისბოლი და სოფტბოლი ძირითადად მხოლოდ პროფესიონალურ დონეზე ითამაშება, მიუხედავად ამისა, შეგიძლიათ მეგობრებს თხოვოთ დახმარება და მოყვარულთა გუნდი ჩამოაყალიბოთ. თუ თანამოაზრეებს იპოვით, მიზნის მიღწევა გაგიმარტივდებათ.

დაკავდით ნიჩბოსნობით

ნიჩბოსნობის შესწავლა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა თქვენ არავინ გავალდებულებთ პროფესიონალი გახდეთ. საკმარისია ნიჩბოსნობის მთავარ პრინციპებს მოყვარულის დონეზე გაეცნოთ. ნიჩბოსნობა და ნავით წყალზე გასეირნება არამხოლოდ ფიზიკურად გტვირთავთ, ის თქვენს გონებასაც ასტიმულირებს. თუ თინეიჯერი ხართ, შეგიძლიათ ინფორმაცია მოიძიოთ სპეციალური ბანაკების შესახებ, რომლებიც ერთ-ერთ აქტივობად ნიჩბოსნობასაც გთავაზობენ. ნამდვილად არ ინანებთ, რადგან სპორტის აღნიშნული სახეობა ვარჯიშის მოყვარულთათვის ერთ-ერთ საუკეთესო გასართობს წარმოადგენს.

დალაშქრეთ მთები

თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემათ, აუცილებლად გაეშურეთ მთების დასალაშქრად. გაუზიარეთ თქვენი იდეები მეგობრებს, ეცადეთ ისინიც აიყოლიოთ. სიმაღლეების დაპყრობა ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიშია, რომლითაც ზაფხულში შეგიძლიათ დაკავდეთ.

გაისეირნეთ ველოსიპედით

 

ველოსიპედით გასეირნება სპეციალურ საგზაო ბილიკებზე, სოფლის გზებსა და მთის ბილიკზეც შეგიძლიათ. თუ მეგობარი არ გყავთ, რომელიც თქვენთან ერთად გაისეირნებს, მარტოც მშვენივრად გაართმევთ თავს. უმჯობესია, თუ სეირნობას ჯგუფური ხასიათი ექნება. ასე უფრო მეტადაც დაიტვირთებით და პროცესისგან მეტ სიამოვნებასაც მიიღებთ. შეგიძლიათ თქვენი მიღწევების დღიურიც აწარმოოთ. მიღებული შედეგებით არ უნდა დაკმაყოფილდეთ. ეცადეთ მეგობრებთან მცირე შეჯიბრებები მოაწყოთ. კონკურენცია თქვენს პროდუქტიულობას გაზრდის.

გაისეირნეთ როლიკებით

ალბათ, არაერთხელ გინახავთ მეგობრები ან ოჯახის წევრები, რომლებიც როლიკებით ერთად სეირნობენ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო გასართობია ზაფხულის ცხელ დღეებში. საღამოობით მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად როლიკებით გასეირნება ნამდვილი თავგადასავალია. გირჩევთ, მსგავსი შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ითამაშეთ ფეხბურთი ან კალათბურთი

სავარაუდოდ, ყველას გყავთ მეგობრები, რომლებიც ფეხბურთს ან კალათბურთს რეგულარულად თამაშობენ. გირჩევთ, მოყვარულთა გუნდებს თქვენც შეუერთდეთ. თუ სპორტული აქტივობებით გატაცებული მეგობრები არ გყავთ, ეცადეთ ახლომდებარე პარკისკენ მარტო გაეშუროთ, თან იქონიეთ ბურთიც. შეგიძლიათ, თამაში მარტომ წამოიწყოთ. დაინახავთ, რომ თქვენს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც სიამოვნებით შემოგიერთდებათ.

ჩაერთეთ თქვენი შვილების სპორტულ აქტივობებში

თუ შვილები გყავთ, მათთან ერთად ბუნებაში გასვლა არ დაიზაროთ. ჩაერთეთ ნებისმიერ სპორტულ აქტივობაში, რომელშიც თქვენი შვილები იღებენ მონაწილეობას. აუცილებელია, ინიციატივა თავად გამოიჩინოთ. ითამაშეთ თქვენი შვილების მეგობრებთან ერთად, მოაწყვეთ მეგობრული ლაშქრობები და სეირნობები. ასე ბავშვობასაც გაიხსენებთ და ფიზიკურადაც დაიტვირთებით.

დარბაზი არ დაივიწყოთ

ზაფხულში დარბაზზე უარს ნუ იტყვით. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სპორტული აქტივობა არსებობს, რომლითაც ბუნებაში შეგიძლიათ დაკავდეთ, თუ ფიტნესით სერიოზულად ხართ დაკავებული, დარბაზში სიარული მაინც დაგჭირდებათ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ, როგორც წესი, ზაფხულში სავარჯიშო დარბაზები განსაკუთრებული  სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან.

წარმატებებს გისურვებთ!

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა