სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



როგორ დავიკლოთ წონაში საზაფხულოდ - 9 სასარგებლო რჩევა

წონაში დაკლებას ცდილობთ, მაგრამ ნებისყოფა არ გყოფნით და წარმატების მიღწევას ვერ ახერხებთ?! ნუ შეშინდებით! წონის პრობლემებთან გამკლავებაში ზაფხული დაგეხმარებათ. წელიწადის ამ დროს სამყარო ამ მხრივ უამრავ შესაძლებლობას გთავაზობთ. მთავარია მათი დანახვა და თქვენს სასარგებლოდ გამოყენება შეგეძლოთ. გთავაზობთ მეცნიერულად დასაბუთებულ საინტერესო და მარტივ ხერხებს, რომლებიც ცხელ სეზონზე წონის პრობლემებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ.

შეადგინეთ საზაფხულო კალენდარი

ზაფხული დაახლოებით 90 დღეს გრძელდება. ეს ის დროა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებისთვის უნდა გამოიყენოთ. თუ სწორი კვების რეჟიმზე გადასვლას დღესვე ინებებთ, გადათვალეთ, თუ რამდენი დრო გრჩებათ სექტემბრის მიწურულამდე და გადაწყვიტეთ, თუ რამდენის დაკლება გსურთ ყოველკვირეულად. თითოეულ დღეს მცირედი აქტივობა დაგეგმეთ. გააცნობიერეთ, თუ რა სახის დატვირთვა შეგძენთ მეტ მოტივაციას და კალენდარში ჩაინიშნეთ რა კონკრეტული გეგმები გაქვთ სამომავლოდ. შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად ველოსიპედით გასეირნება ან აუზზე ცურვა დაგეგმოთ. არჩევანი მთლიანად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ ახლობლებთან ერთად ჯანსაღი საზაფხულო კერძების მენიუც შეადგინოთ და თქვენ მიერ მოფიქრებული რეცეპტით დამზადებული ჯანსაღი საკვები მიირთვათ.

დაგეგმეთ ერთობლივი გასეირნება

ყველამ კარგად ვიცით, რომ სიარულს წონაში კლების ხელშეწყობა შეუძლია, მიუხედავად ამისა, ვარჯიშის ამ სახეობას ფორმაში ჩადგომის მიზნით ძალიან იშვიათად მივმართავთ. თუ სეირნობას ყოველდღიურ ჩვეულებად აქცევთ, არამხოლოდ ზედმეტი კილოგრამებისგან  გათავისუფლებას შეუწყობთ ხელს, არამედ წარმოსახვასაც განივითარებთ და გაახალგაზრდავდებით კიდეც. კვლევებით დასტურდება, რომ დღის განმავლობაში 30 წუთით სეირნობაც კი გვეხმარება ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში. ზაფხულში ყოველდღიურად მეგობრებთან ერთად 45 წუთის განმავლობაში რომ ისეირნოთ, წონის მატებისგან თავის დაზღვევას მარტივად შეძლებთ, რადგან თითოეული გასეირნებისას დაახლოებით 300 კალორიამდე დაწვავთ. რადგან ზაფხულში შემაწუხებლად ცხელა, შეგიძლიათ დილით მაღვიძარა დააყენოთ და სიგრილეში გაისეირნოთ. თუ მარტო გაისეირნებთ და მოწყენილობას იგრძნობთ, შეგიძლიათ მეგობარს ტელეფონით გაესაუბროთ.

მიირთვით სეზონური პროდუქტები

სეზონური პროდუქტით კვება მრავალფეროვან არჩევანს, სასიამოვნო არომატებსა და გემოთა საინტერესო შეხამებას გპირდებათ. საზაფხულო პროდუქტები განსაკუთრებული სიჯანსაღითაც გამოირჩევა. მაღაზიაში შესვლისას უპირატესობა მიანიჭეთ წყლით გაჯერებულ საზამთროს ან კალიუმით მდიდარ გარგარს, ხემსად აუცილებლად ხილი უნდა მიირთვათ. ერთ კვირას უპირატესობა კენკრას მიანიჭეთ, მეორე კვირას კი დიდი რაოდენობით ატამი მიირთვით. საკვები წინასწარ შეარჩიეთ და თქვენს არჩევანს უერთგულეთ. კვლევებით დასტურდება, რომ საკვები რაციონის წინასწარ შედგენა  დიეტების დაცვას მეტად აადვილებს.

სვით მეტი წყალი

ამ ზაფხულს მიზნად დაისახეთ სრულყოფილი ჰიდრატაცია. თქვენ გაცილებით მეტი ენერგია გექნებათ, ამასთან ბევრად ნაკლებ საკვებს მიირთმევთ და გაცილებით პროდუქტიულიც გახდებით. სადაც არ უნდა წახვიდეთ, თან იქონიეთ წყლით სავსე ბოთლი. წყლის რეგულარული მიღება გაზიანი სასმელების, ღვინისა და ლუდის ჭარბი რაოდენობით მირთმევისგან დაგაზღვევთ, რითაც უამრავ უსარგებლო კალორიაზე უარის თქმას შეძლებთ. წყურვილისა და შიმშილის შეგრძნებების ერთმანეთისგან გარჩევა ხშირად საკმაოდ რთულია. წყლის საჭირო რაოდენობით მირთმევა გადაძღომისგანაც დაგიცავთ.

საკვები ბუნებაში მიირთვით

კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანები, რომლებიც სუსტ შუქზე მიირთმევენ, ძალიან ბევრს ჭამენ. კვების ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ მზის შუქზე ჭამას ძალიან ბევრი სარგებელი მოაქვს. ზაფხულში პიკნიკების მოწყობა აუცილებელია. ეცადეთ უპირატესობა ბოსტნეულს მიანიჭოთ. არასწორად მომზადებული ქათმის ხორცი ან ზღვის პროდუქტები არანაკლებ კალორიული შეიძლება იყოს, ვიდრე ბურგერები ან ჰოთ-დოგი. ბუნებაში გასვლისას, როგორც წესი, ჭამის შემდეგ გაცილებით მეტს მოძრაობთ, რაც მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაშიც გეხმარებათ.

შეცვალეთ თქვენი ქცევა

წონაში კლება მხოლოდ საზაფხულოდ არ უნდა გსურდეთ. თუ გადაწყვეტთ, რომ კარგ ფორმაში დარჩენა სამუდამოდ გსურთ, გარკვეულ ჩვევებზე უარის თქმა მოგიწევთ. ზაფხულის მშვენიერი ამინდი განწყობის გამოკეთებაში დაგეხმარებათ, რაც თქვენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ. ეცადეთ ის ქცევები, რომლებიც გაზიანებთ, სამუდამოდ დაივიწყოთ. მოერიდეთ გვიან ჭამას და ჰიდრატაციის მიზნით გაზიანი სასმელების მიღებას. საღამოს 8 საათის შემდეგ კვებაზე უარის თქმა მოგიხდებათ. ჰიდრატაციისთვის კი მხოლოდ და მხოლოდ წყლის გამოყენება მოგიწევთ. დასვით კითხვები, კარგად გააცნობიერეთ რა მიზნები გაქვთ ცხოვრებაში. თქვენი საბოლოო მიზანი თქვენს კონკრეტულ ქცევებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ეცადეთ, ისეთი ჩვევები განივითაროთ, რომლებიც თქვენი ოცნებების ასრულებაში დაგეხმარებათ.

თავისუფალი დრო და კარგი ამინდი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ

როგორც წესი, ადამიანებს ზაფხულში გაცილებით თავისუფალი გრაფიკი აქვთ. თქვენი დრო მაქსიმალურად თქვენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ. ეცადეთ, მაქსიმალურად ისიამოვნოთ. იმის ნაცვლად, რომ მთელი თქვენი დრო სოციალურ ქსელებში სიახლეების ძიებას დაუთმოთ, გირჩევთ, იოგას კლასს შეუერთდეთ, ან ოჯახის წევრებთად ერთად გოლფი ითამაშოთ. განიტვირთეთ ნებისმიერი სპორტული აქტივობით, რომელიც თქვენ სიამოვნებას განიჭებთ. კვლევებით დასტურდება, რომ თავისუფალი აქტივობები ჯანსაღი წონის შენარჩუნების საკითხში განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მით უმეტეს, თუ ადამიანს ჭარბი წონა აწუხებდა და ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება შეძლო. თუ ზაფხულში ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა გღლით და ახალი სავარჯიშო პროგრამის შედგენის განწყობა არ გაქვთ, ეცადეთ უბრალოდ ფეხით იაროთ, იმოძრაოთ. ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობა თქვენს სასარგებლოდ მოქმედებს.

გაუკეთეთ საკუთარ თავს საჩუქარი

გამუდმებული აკრძალვები და სტრესი ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს. თავს ზედმეტად ნუ დაისჯით. ეცადეთ, საკუთარ სურვილებს და შინაგან ხმას მეტი ყურადღება მიაქციოთ. უარს ნუ იტყვით მცირედი სურვილების დაკმაყოფილებაზე. აკრძალვებსა და თავის განებივრებას შორის ბალანსის პოვნა უნდა მოახერხოთ. გადაჭარბებული სიმკაცრე არ გამოგადგებათ. ფიტნეს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „ყველაფერი ან არაფერი“ ის დევიზი არ არის, რომელიც  ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარ ადამიანს გამოადგება. მაქსიმალისტი ნუ იქნებით. დათმობებზე წასვლა უნდა შეგეძლოთ და ამის გამო სინდისის ქენჯნამ არ უნდა შეგაწუხოთ. ეცადეთ, ცხოვრებისგან მეტი სიამოვნება მიიღოთ. შეგიძლიათ მოდუნდეთ. დაძაბულ რეჟიმში ყოფნა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

უფრო ხშირად დაკავდით სექსით

თუ ზაფხულში შვებულებას გეგმავთ, ძალიან გაგიმართლათ. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც დასასვენებლად ქალაქგარეთ გადიან, სექსით გაცილებით ხშირად კავდებიან, ვიდრე ჩვეულებრივ. ახალი აქტივობებით ერთობლივი გატაცება ინტიმურობას ზრდის და წყვილის ურთიერთობა გაცილებით საინტერესო ხდება. შვებულების ერთად გატარება ერთ-ერთი საუკეთესო იდეაა სექსუალური ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ახალი კერძების ერთად დაგემოვნება, ნავით გასეირნება და მზის ჩასვლის ყურება თქვენს ცხოვრებას მეტად ახალისებს. კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანები სექსუალურად ყველაზე აქტიურები ივლისსა და აგვისტოში არიან. თუ საყვარელ ადამიანთან ერთად შვებულების გასატარებლად ქალაქგარეთ გასვლას ვერ ახერხებთ, ნუ აღელდებით. როგორც ჩანს, ზაფხული ყველას მიმართ ერთნაირად მოწყალეა. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად, იყავით სექსუალურად უფრო აქტიური და ნუ შეგაშინებთ სიახლეები ურთიერთობაში. გახსოვდეთ, ზაფხული ახალი წამოწყებებისთვის იდეალური დროა.

წარმატებებს გისურვებთ!

 

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა