ჯანსაღი საზაფხულო კერძების მარტივი რეცეპტები - ჯანჯაფილის, ღორის ხორცისა და კიტრის სალათი
ინგრედიენტები:
თეთრი ბრინჯი - 1 ჭიქა
1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
400 გრამი გატარებული ღორის ხორცი
2 კბილი კარგად დაჭრილი ნიორი
1 პატარა წითელი წიწაკა, კარგად დაჭრილი
2 სუფრის კოვზი და ცალკე ½ სუფრის კოვზი გახეხილი ახალი ჯანჯაფილი
2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
4 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი
1 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი
1 ცალი თხლად დაჭრილი კიტრი
1 კონა ახალი ქინძი
½ კონა ახალი პიტნა
მომზადების წესი:
ღრმა ტაფაში ჩაასხით მცენარეული ზეთი და მოათავსეთ გატარებული ღორის ხორცი. 7 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. მოაყარეთ ნიორი, წითელი წიწაკა და 2 სუფრის კოვზი ახალი ჯანჯაფილი. გადმოდგით ტაფა გაზქურიდან და მიღებულ მასას მოასხით 2 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი და 1 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი.
ერთმანეთში აურიეთ 2 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი, 1 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი, 1 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი ½ სუფრის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი, დაამატეთ კიტრი, მოაყარეთ ქინძი და პიტნა. მაგიდასთან მიიტანეთ ცალკე მომზადებულ ბრინჯთან და ღორის ხორცთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!