სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



რა ემართება თქვენს ორგანიზმს, როდესაც ვარჯიშობთ

   ერთ-ერთი მთავარი სარგებელი, რომლის მოტანაც ვარჯიშს ორგანიზმისთვის შეუძლია, არის გლუკოზის, ინსულინის და პროტეინის დონის რეგულირება.  ვარჯიშისას ხდება ინსულინის და პროტეინის რეცეპტორების სენსიტიურობის ოპტიმიზაცია. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ორგანიზმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ქრონიკული დაავადებებისგან თავდასაცავად.

   თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ვარჯიში ჩვენს ორგანიზმზე სხვა უამრავი,  პირდაპირი და არაპირდაპირი გზით ზემოქმედებს, თან რაც მთავარია, სასარგებლოდ! ვარჯიში აუმჯობესებს სექსუალურ ცხოვრებას, გენების ექსპრესიას, განწყობას და ძილს, ასუფთავებს კანს და ა.შ.

  და მაინც, რა ემართება თქვენს სხეულს, როდესაც ვარჯიშობთ?

ვარჯიშისას თქვენი სხეული თხემით-ტერფამდე ცვლილებს განიცდის. ჩვენ შეგვიძლია, რამდენიმე მათგანზე გავამახვილოთ ყურადღება.

  1. კუნთები - მოძრაობისა და კონცენტრაციისთვის ისინი გლუკოზას და ადენოზინტრიფოსფატს (ატფ) იყენებენ. ვარჯიშისას ატფ-ს დონის გასაზრდელად ჟანგბადის მეტი რაოდენობაა საჭირო, რის გამოც სუნთქვა გიხშირდებათ, გული კი გაცილებით მეტ სისხლს ტუმბავს კუნთებისთვის. ჟანგბადის არასაკმარისი მიღებისას, კუნთებში რძის მჟავა წარმოიქმნება.ვარჯიშის შედეგად კი ხდება მათი გარდასახვა, კუნთები იზრდება და მაგრდება.
  2. ფილტვები - როდესაც ჟანგბადზე მოთხოვნა იზრდება (მოსვენებულ მდგომარეობასთან შედარებით, ვარჯიშისას მოთხოვნა 15-ჯერ არის გაზრდილი), სუნთქვა ხშირდება.თუ ფილტვის გარშემო მოთავსებულ კუნთებს, უფრო სწრაფად მოძრაობა აღარ შეუძლიათ, ე.ი. თქვენმა ორგანიზმმა ჟანგბადის მოხმარების მაქსიმუმს მიაღწია. რაც უფრო მაღალია თქვენი მაქსიმუმი, მეტად ჯანმრთელი ხართ თქვენც.
  3. გული - როგორც აღვნიშნეთ, ვარჯიშისას გულისცემა ხშირდება, რათა გულმა კუნთების ჯანგბადით გაჯერებული სისხლით მომარაგება შეძლოს. რაც მეტად ჯანმრთელი ხართ, მით უკეთ მოახერხებთ ამას, გული უფრო აქტიურად იმუშავებს და საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად დაიტვირთოთ. ამასთან თქვენი გულისცემა მოსვენების პირობებში გაცილებით მშვიდი და სტაბილური გახდება. თქვენ დაცული იქნებით ჰიპერტენზიის საფრთხისგანაც, რადგან ვარჯიშისას სხეულში ახალი სისხლძარღვები ფორმირდება.
  4. ტვინი - სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება ძალიან დადებითად მოქმედებს თქვენს ტვინზე, ის დაუყოვნებლივ იწყებს უკეთ მუშაობას. თქვენ გაცილებით კონცენრტირებული ხართ ვარჯიშის შემდეგ. რეგულარული ვარჯიში ზრდის ტვინში ახალი უჯრედების წარმოქმნის შესაძლებლობას, თქვენს ჰიპოკამპუსში ეს ახალი უჯრედები მეხსიერების და დასწავლის უნარებს აუმჯობესებენ. ვარჯიში ახდენს ასევე იმ ნეირომედიატორების წახალისებას, რომლებიც თქვენს განწყობაზე დიდ გავლენას ახდენენ, მაგ. სეროტონინის, დოფამინის, ენდორფინის, გლუტამატის. ვარჯიში დეპრესიის პრევენციის და მკურნალობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
  5. ძვლები და სახსრები - თქვენი ძვლები ადრეული ასაკიდანვე იწყებს ჩამოყალიბებას, ასაკის მატებასთან ერთად კი ის სუსტდება და იფიტება, თუმცა ვარჯიშს შეუძლია, ძვლებს შეუნარჩუნოს სიჯანსაღე და დაიცვას ის გამოფიტვისგან. მასაზე ორიენტირებული ვარჯიშები ყველაზე მეტად დაგიცავთ ოსტეოპოროზისგან. რადგან თქვენი ძვლები ძალიან მსუბუქი და სუსტია, წლებთან ერთად ის შეიძლებანაკლებ მასიური და კომპაქტური გახდეს, მით უმეტეს, თუ თქვენ უძრავი ცხოვრების წესს მისდევთ.

ტვინის ჯანმრთელობა და ვარჯიში მჭიდრო ურთიერთკავშირშია

   ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, რომ ვარჯიში ტვინში ნეირომედიატორების წარმოქმნას უწყობს ხელს და ქიმიურ პროცესებს ააქტიურებს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ვარჯიშისას ტვინში ენდორფინების რაოდენობა მატულობს, ენდორფინს მინიმუმამდე დაჰყავს ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნება, რომელიც ვარჯიშთან არის დაკავშირებული.

   მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე იკვლევდნენ ტვინის ჯანმრთელობის და ვარჯიშის ურთიერთკავშირს. კვლევებმა დაადასტურა, რომ ვარჯიში მართლაც უდიდეს როლის ასრულებს ტვინის ჯანმრთელობის საკითხში. ვარჯიში ხელს უწყობს ტვინს ოპტიმალურ მუშაობაში, რადგან ხდება ნერვული უჯრედების გამრავლება, მათი ურთიერთკავშირის გაძლიერება და დაცვა დაზიანებისგან.

ვარჯიში ხელს უწყობს ტვინის ნეიროტროპული ფაქტორის გაახალგაზრდავებას, რითაც აუმჯობესებს დამცავ მექანიზმებს და მრავალი დადებითი შედეგის მომტანია, მათ შორის აღსანიშნავია:

  • გაუმჯობესებული ნერვების დამცავი სტრუქტურები.
  • ნეირონების წარმოქმნის და გადარჩენის გაზრდილი შესაძლებლობა
  • გულისა და სისხლძარღვთა დაავადების რისკის შემცირება
  • ალცჰაიმერის დაავადების რისკის შემცირება

თქვენი ტვინი ვარჯიშის დროს

            2012 წელს ჟურნალ „ნევროლოგიაში“ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად პროდუქტიული და ბედნიერი ცხოვრება სწორედ რომ ვარჯიშით მიიღწევა. კვლევაში მონაწილე პირთაგან, ადამიანებმა, რომლებიც ვარჯიშობდნენ,მახსოვრობის ტესტის შედეგებით მნიშვნელოვნად გაუსწრეს პასიური ცხოვრების წესის მქონე პირებს. მიზეზს, თუ რატომ მოხდა ასე, გაცილებით მარტივად ჩაწვდებით, თუ მოცემულ ფოტოს დააკვირდებით:

 

სურათზე ნაჩვენებია ტვინის აქტივობა უქმად ყოფნისას და 20 წუთიანი გასეირნების შემდეგ. სხვაობა თვალსაჩინოა და ძალიან მნიშვნელოვანიც.

 უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვლევების მიხედვით, ვარჯიში ყველა ადამიანის ტვინზე ერთნაირად არ ზემოქმედებს. იყო შემთხვევებიც, როდესაც რეგულარული აქტივობა მეხსიერების გაუმჯობესებას ხელს არ უწყობდა. თუმცა, მეცნიერების დასკვნით და რჩევით, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა იმდენად ბევრი დადებითი ეფექტის მქონეა, რომ ის აუცილებლად მოგიტანთ არაერთ სარგებელს, ამიტომ არ  დაგეზაროთ და  დროულად დაიწყეთ ვარჯიში!

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა