Best Body In 8 Weeks
კუნთები იზრდება მაშინ, როდესაც ისინი იწყებენ აღდგენას მძიმე დატვირთვის (შემდეგში ხშირად გამოვიყენებთ სიტყვა „დაზიანებას“, რაც ნეგატიური მნიშვნელობით არ უნდა გაიგოთ) შემდეგ. შენი სხეული „ფიქრობს“, რომ შენ იბრძოდი. იგი ზრდის კუნთს იმისთვის, რომ მომავალში შენი შანსები გაიზარდოს. იგივე ამბავი სხვა სიტყვებით: როდესაც შენ ტვირთავ კუნთს, ის მცირედ ზიანდება. როდესაც იგი ზიანისაგან ღდგება, აქვს ამისთვის საკმარისი დრო და „საშენი მასალა“, გამოიმუშავებს ოდნავ ზედმეტ მასას იმისთვის, რომ მომავალში დაიცვას ამ მცირე დაზიანებისგან.