სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ვარჯიშები ორსულთათვის

რატომ უნდა ვივარჯიშოთორსულობის დროს?

 არსებობს აქტიურობისშენარჩუნების უამრავი სერიოზული მიზეზი ფეხმძიმობისას.ვარჯიში აუმჯობესებს თქვენს კუნთურ ტონუსს,ძალას და ამტანობას,რომელსაც შეუძლია დაგეხმაროთ კარგად მოერგოთ ორსულობის პროცესში მიმდინარე,ორგანიზმის ცვლილებებს.სისტემატური ვარჯიში დაგეხმარებათ ატაროთ ახალი წონა,მოგამზადებთ ბავშვის გაჩენის ფიზიკური ასპექტისთვის,გაგიუმჯობესებთ განწყობს და გაგხდით ენერგიულს,დაგეხმარებათ იძინოთ უკეთესად და ასევე სწრაფად დაიბრუნოთ ფორმა,ბავშვის დაბადების შემდეგ.

რომელი ვარჯიშებია უკეთესი ფეხმძიმობის დროს?იდეალური ვარჯიში იქნება ის, რომელიც დაეხმარება თქვენიგულის მუშაობას  და არ იგრძნობთ დატვირთვის მიუხედავად დაღლილობას.

 ორსულობის საწყის ეტაპზე კარგია სირბილი,და ძალოვანი ვარჯიშები, მაგრამ წონის მომატებასთან ერთად მოგიწევთ მათი შეცვლა სხვა სახეობებით. აუცილებლად იგრძნობთ სარგებელს, თუკი დააკომბინირებთ აერობიკულ და კუნთოვანი სისტემის გასამაგრებელ ვარჯიშებს.აერობიკა გეხმარებათ გულისა და ფილტვების რიტმულ მუშაობაში,ძალოვანი ვარჯიშები კი აუმჯობესებსისეთ პარამეტრებს,როგორიცაა ძალა, ელასტიურობა და სხეულის სწორადჭერა.

 მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, სასურველია ვარჯიშს, კვირაში სამი დღე მაინც დაუთმოთ. ეცადეთ იპოვოთ ვარჯიშის ისეთი სახეობა, რომელიც სიამოვნებასაცგანიჭებთ,რადგანაც , სავარაუდოდ თქვენ მას მომავალში უფრო ხშირად გამოიყენებთ.დანერგეთ ის თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იქნება ის სახლის საქმე,კიბეებზე ასვლა თუ ბაღის, ბოსტნის გამწვანება, მოვლა. ეცადეთ არ ივარჯიშოთ იქ,სადაც არსებობს გულის დარტყმის, დაცემის ან გასრიალების რისკი, მაგალითად ასეთებად ითვლება ჩოგბურთი,სკეიტით სრიალი,ცხენით სეირნობა,სათხილამურო სპორტი და ა.შ  

ქვემოთ ჩამოთვლილივარჯიშის  ტიპები ორსულობისას უსაფრთხოა, თუმცა ზოგიერთი მათგანიფეხმძიმობის ბოლო პერიოდში არ გამოგადებათ. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფიზიოთერაპევტს,სანამ დიწყებდეთ ნებისმიერ ვარჯიშს, მითუმეტეს თუკი ვარჯიში თქვენთვის რ არის ჩვეული ცხოვრების სტილი

სიარული - სისტემატიური სიარული იძლევა საშუალებას, შეინარჩუნოთ აქტიურობა და ტემპი,არ ახდენს ზეწოლას მუხლებსა და ტერფებზე და ავარჯიშებს თქვენს გულს. ეს უსაფრთხოდ ითვლება ყველგან და ამასთან შესაძლებელია აქციოთ თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. იარეთ ყოველდღიურად სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში მაინც, ხუთჯერ კვირაში.წადით მაღაზიაში, ისეირნეთ პარკში წრეებზე ან თუნდაც სახლის ირგვლივ მდებარე ტროტუარებზე. ტრანსპორტი გამოიყენეთ მაშინ, თუ სავალი მანძილი საათზე მეტია.

სირბილი - სირბილი არის ყველაზე უფრო სწრაფი და ეფექტური საშუალება თქვენი სხეულისა და გულის სავარჯიშოდ, თქვენ შეგიძლიათ ცვალოთ სირბილის მანძილი,თქვენი ენერგიის და დონის შესაბამისად. თუმცა , თუკი სირბილი თქვენთვის უჩვეულო და ახალია, ორსულობა არ არის კარგი პერიოდი მის დასაწყებად. ასეთ შემთხვევაში ჯობია უფრო ნაკლებადდატვირთვადი ვარჯიში აირჩიოთ, მაგალითად სიარული ან ცურვა.

ცურვა - ცურვა არის იდეალური და უსაფრთხო ვარჯიშის ფორმა ორსულობისას. ის ავარჯიშებს თქვენს ხელებსა და ფეხებს,ასევე ასტიმულირებს გულისა და ფილტვების მუშაობას.რაც უფრო მიეჩვევით წყალს, მით უფრო მეტად მოგეწონებათ იგრძნოთ თავი ჰაეროვნად. დაინტერესების შემთხვევაში ასევე შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალურ,წყლის ნატალურ ჯგუფს,რომლებიც წყლის აერობიკით არიან დაკავებულნი.ასეთი ვარჯიშები დაგეხმარებათ ზურგის არეში ტკივილების მოხსნაში,ანდაც ფეხების გასიების შემთხვევაში ორსულობის შემდეგ.

იოგა - იოგა ორსულებს ეხმარება კუნთური ტონუსის,ელასტიურობისა და სწორი დგომის პოზიციის სტიმულაციაში. ის უფრო სასარგებლოა თქვენი სახსრებისთვის, ვიდრე ენერგიული ტიპის ვარჯიშები. თუმცა თქვენ მაინც უნდა გააკეთოთ რიგი აერობიკული ვარჯიშების, მაგალითად როგორიცაა კვირაში ხუთჯერ აქტიური სიარული,ასევე შპაგატის სხვადასხვა სახეობები,თუმცა ზედმეტი არ მოგივიდეთ. იოგის მასწავლებელი დაგეხმარებათ მოადუნოთ სხეული და გონება. წინასწარ დარწმუნდით, რომ თქვენი იოგის კონსტრუქტორიკვალიფიცირებულია ორსული ქალების ვარჯიშის განხრით. ჯობია მასწავლებელთან იაროთ, ვიდრე თავად სცადოთ ვიდეოგაკვეთილების საშუალებით ვარჯიში. იოგა თქვენ დაგეხმარებათ ასევე რელაქსაციასა და სწორ სუნთქვაში.

პილატესი - პილატესის ვარჯიშები ამაგრებენ მუცლისა და მენჯის არის კუნთებს,თქვენი სხეულის ნაწილს, რომელიც ცნობილია მყარი ბირთვის სახელით.თქვენი პილატესის მასწავლებელი გასწავლით პოზიციების და მოქმედებების სერის,როგორ შეინარჩუნოთ და დახვეწოთ პოზა სხვადასხვა მდგომარეობაში,ისინი გააუმჯობესებენ თქვენს ძირითად კუნთებს. თქვენ შეისწავლით როგორ შეუთანხმოთ სუნთქვა ვარჯიშებს და როგორ მოდუნდეთ. პილატესი განკუთვნილია კუნთებისთვის,რომლებიც, შესაძლოა, ორსულობის დროს დასუსტდნენ. აირჩიეთ პილატესის თქვენთვის ოპტიმალური სახეობა, თუკი ასეთი სავარჯიშო ცენტრი არსებობს თქვენს საცხოვრებელ ადგილას.

ძალოსნობა - თუკი ძალოსნობა უკვე არის თქვენი სავარჯიშო პროგრამის ნაწილი, არ არსებობს არავითარი მიზეზი,  ორსულობის პერიოდში შეწყვიტოთ იგი. თუკი ფრთხილად იქნებით, მსუბუქი წონის მქონე ნივთების აწევა ჰაერში გაამაგრებს თქვენს კუნთებს და ასტიმულირებს წონას. ოღონდ ზედმეტად არ გადაიღალოთ, ისე რომ ორსულობის ბოლო პერიოდში რეჟიმზე უარის თქმამ არ მოგიწიოთ.

აერობიკა - ყოველკვირეული ვარჯიში აერობიკაში გაძლევთ დროს დამატებითი ვარჯიშებისთვის. ეს უსაფრთხოა, თუფიზიკური ვარჯიში არ იქნებამეტისმეტად დამღლელი და მხოლოდ სახსრების გავარჯიშებისკენ იქნება  მიმართული. თუკი თქვენ ჩაეწერებით სპეციალურ ჯგუფში ფეხმძიმეებისთვის, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ ყოველი მოძრაობა უსაფრთხო იქნება თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის.

ცეკვა - ზოგადად რომ ვთქვათ , თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ ცეკვა , თუკი ფეხმძიმობამდეც ცეკვავდით. ან შეგიძლიათ სახლშიც იცეკვოთ, რადგან თქვენი გული გავარჯიშებულია ცეკვის საშუალებით. ეცადეთ არ იხტუნოთ, არ გადატრიალდეთ ჰაერში, მკვეთრად არ შეცვალოთ მოძრაობის კუთხე ცეკვისას. ორსულობის დროს ცეკვის შესაბამის კურსებზე თუ ჩაეწერებით, მასწავლებელი დაგეხმარებათ სწორი ილეთების შერჩევაში, ფორმის შენარჩუნებაში , რომელიც ასევე გააკონტროლებს დატვირთვის სიმძიმეს და გაავარჯიშებს თქვენი კუდუსუნისა და მენჯის მიდამოებს.. თუ მენჯები სუსტი გექნებათ, გაგიჭირდებათ მშობიარობა. სუსტი მენჯების დროს ასევე შესაძლებელია მცირე გამონადენი, როდესაც თქვენ ვარჯიშობთ,ახველებთ ან აცემინებთ. ამის თავიდან აცილება შეგიძლიათ მენჯების სავარჯიშოდ განკუთვნილი სპეციალური ყოველდღიური ვარჯიშებით.

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა