სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ვარჯიში კრიტიკული დღეების დროს

"კრიტიკული დღეების" დროს ერთობ მიმზიდველია დაემალოთ კრუნჩხვებს,მეტეორიზმს,მუცლის შებერვასა და გაღიზიანებას საბნის ქვეშ, სანამ ყველაფერი არ გაივლის და არ შეძლებთ დაუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს.დაღლილობა, რომელიც ხშირად თან სდევს თქვენს პერიოდს,ხელს გიშლით იმ ფიზიკური სამუშაოს შესრულებაში,რასაც აქამდე აკეთებდით, მაგრამ ვარჯიშს მენსტრუაციის დროს რეალურად შეუძლია დაგეხმაროთ სიმპტომების შემცირებაში, რომ თავი უკეთ იგრძნოთ. ვარჯიშის სწორი სახეობები გვევლინება ყოველთვიური სიმპტომების მართვის სასარგებლო საშუალებად,ასე რომ თქვენ აღარ მოგიწევთ ამ დღეებში პაუზის გაკეთება. 

 ვარჯიში ალბათ უკანასკნელია,რაც თქვენ პერიოდის დროს შესაძლოა აზრად მოგივიდეთ, მაგრამ მას შეუძლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს წინამენსტრუალური პერიოდის , იგივე პმს-ის სინდრომისას. დიდი რაოდენობით წყლისა და ურეცეპტოდ ნაყიდი ტკივილგამაყუჩებლის მიღებას შეუძლიათ დახმარება კრუნჩხვებისა და მეტეორიზმის შესუსტებაში პერიოდის დროს.ვარჯიშები,ამასთან ერთად დაგეხმარებათ ტკივილის შემსუბუქებაში, მოგცემთ ენერგიას და შეაჩერებს დეპრესიულ სიმპტომებს, გაღიზიანებას.

ვაარჯიშის გზა არის ერთ-ერთი პირველი დამცავი მექანიზმი,რის შედეგადაც თქვენ ყოველთვე უფრო ნაკლებად შეიგრძნობთ წინამენსტრუალურ სინდრომს.ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება ვარჯიში ზოგადად.თუ თქვენ იტანჯებით პპმდ-თი ( რაც ნიშნავს განწყობის სწრაფ ცვლილებებს,დეპრესიას,ასევე მათ ფიზიკურ გამოვლინებებს,როგორიცაა სარძევე ჯირკვლებისა და მუცლის შებერილობა) იგივე წინამენსტრუალური დისფორიულობით, სიმპტომები შესაძლოა ისეთი სერიოზული იყოს, რომ შეაჩერონ ჩვეული ცხოვრების რიტმი. მძიმე კრუნჩხვებსა და სისხლდენას ხელეწიფებათ უბრალოდ შეუძლებელი გახადონ ვარჯიში. ასეთ შემთხვევაში და ასეთ პირობებში აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენს გინეკოლოგს.

გამოწრთობილი სპორცმენები ამავდროულად უფრო მიდრეკილნი არიან მენსტრუალურ პერიოდში ტრავმებისადმი.ისინი ამ დროს მთლიანად ვერ აკონტროლებენ შინაგან ძრავას, 5-7 დღის განმავლობაში,სანამ პერიოდი გრძელდება და ვარჯიშისას კუნთის დაჭიმვასაც კი შეუძლია ტრავმის გამოწვევა.მოერიდეთ ამ დროს მაღალაქტიური ტიპის ვარჯიშებს და გამოიყენეთ მხოლოდ ვარჯიშის გარკვეული,სასარგებლო მეთოდები.

მსუბუქი აერობიკა - მსუბუქ აერობიკას შეუძლია დაგეხმაროთ სხეულის კონტროლში , როდესაც პმს-ის სიმპტომები იწყება.სიარული არის ერთ-ერთი მარტივი საშუალება ამ სარგებელის მისაღებად. სამსახურში მისვლისას მანქანა გააჩერეთ მოშორებით და გაიარეთ ფეხით გარკვეული მანძილი, ანდაც ვახშმის შემდეგ გამოთქვით გასეირნების სურვილი,რათა დაეხმაროთ საკუთარ თავს კრუნჩხვებისა და მეტეორიზმის შემცირებაში. ტამპონების გამოყენების შემთხვევაში ცურვას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს ტკივილები წელის არეში. წყლის უწონადობაც ასევე დაგეხმარებათ კომფორტულ ვარჯიშში.

იოგა - მენსტრუაციის დროს კრუნჩხვებს, კუნთების დაღლილობასა და წელის ტკივილს მთლიანი დღის გაფუჭება შეუძლიათ.იოგის კურსები მოგცემთ საშუალებას ნელნელა დაჭიმოთ თქვენი დაღლილი და დაძაბული კუნთები. ასევე შეგიძლიათ ივარჯიშოთ ბურთის საშუალებით,მუცელზე ზეწოლის მოსახდენად, რათა შეიმსუბუქოთ ტკივილი.გარკვეული პოზები,მაგალითად როგორიცაა კატის ან გამაძლიერებელი პოზა,საშუალებას გაძლევთ დაჭიმოთ ზურგის კუნთები თქვენთვის ხელსაყრელი მდებარეობის მიღების შემთხვევაში. მოინახულეთ იოგის გაკვეთილები ან შეიძინეთ დვდ ფირფიტა იოგის იმ პოზების საპოვნელად, რომლებიც მაქსიმალურად კომფორტული აღმოჩნდება თქვენთვის მენსტრუაციის პერიოდში.

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა