Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



10 საუკეთესო პროდუქტი ლიბიდოს ასამაღლებლად

ლიბიდოს დაქვეითების პრობლემა თუ გაწუხებთ, ჩვენ მიერ შემოთავაზებულ საკვები პროდუქტების ნუსხას ყურადღებით გაეცანით. საკვებს თქვენი სექსუალური ცხოვრების შეცვლის უნარი ნამდვილად აქვს. ზოგიერთი პროდუქტი ლიბიდოს ამაღლებას უწყობს ხელს, ხოლო ზოგიერთი მის დაქვეითებას იწვევს. ეცადეთ, უპირატესობა ისეთ საკვებს მიანიჭოთ, რომელიც სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ და თავი შეიკავოთ იმ პროდუქტების მიღებისგან, რომლებსაც ლიბიდოს დაქვეითება შეუძლია.

  • შავი ჟოლო

შავი ჟოლო თქვენს განწყობაზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს. მისი დახმარებით ხასიათის გამოკეთებას მარტივად შეძლებთ. ჟოლო ფიტოქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული პროდუქტია, რის გამოც ის თქვენს ლიბიდოს მნიშვნელოვნად ამაღლებს. ჟოლო ენერგიის მატებაშიც გეხმარებათ, რაც სექსუალურ ამტანობას აორმაგებს. საღამოობით რამდენიმე ცალი შავი ჟოლოს მირთმევა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაახალისებს და ლიბიდოს ამაღლებაშიც ძალიან დაგეხმარებათ.

  • ბროკოლი

ბროკოლის მირთმევა სხვადასხვა ფორმით შეგიძლიათ. ის ერთნაირად სასარგებლოა, როგორც  მოხარშული,  ასევე ნედლი და შემწვარი სახითაც. სალათების მომზადებისას ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტად ბროკოლი უნდა გამოიყენოთ. მისი მირთმევა ლიბიდოს ამაღლებაში მნიშვნელოვნად შეგიწყობთ ხელს. ბროკოლი დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, რის გამოც მისი ხშირი მირთმევა თქვენს სექსუალურ ცხოვრებას სწრაფად აუმჯობესებს. C ვიტამინი ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს. მისი დახმარებით, სისხლი ყველა ორგანოს სწრაფად და სრულფასოვნად მიეწოდება. C ვიტამინი განსაკუთრებით სასარგებლო ქალბატონებისთვისაა. როგორც აღმოჩნდა, ის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში ლიბიდოს ამაღლებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

  • მიხაკი

მიხაკი სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროდუქტია, რის გამოც მას ხშირად სუპერსაკვებადაც მოიხსენიებენ. მიხაკს სამზარეულოში მრავალმხრივი გამოყენება აქვს.  სასიამოვნო გემოსა და არომატის დასამატებლად, შეგიძლიათ ის ვაშლის ღვინოში გამოიყენოთ. მიხაკი ძალიან ბევრ კერძს უხდება, რის გამოც თქვენი საყვარელი საკვები პროდუქტების დიდი ნაწილის მირთმევა მასთან ერთად შეგიძლიათ. ზოგიერთი ადამიანი მიხაკს ჩაიშიც წარმატებით იყენებს. უმჯობესია, თუ მიხაკის გამოყენებით მომზადებულ პროდუქტებს წყვილები ერთად მიირთმევენ. აღნიშნულ პროდუქტს ინდოეთში საუკუნეების მანძილზე მამაკაცების სექსუალური დისფუნქციის სამკურნალოდ იყენებდნენ. ვირთხებზე ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მიხაკის მიღება ვირთხებში სექსუალურ ლტოლვას მნიშვნელოვნად ამაღლებს. მიკახი სუნთქვის გაუმჯობესებაშიც ძალიან გეხმარებათ, რაც მთავარია, ის თქვენს კერძებს საუცხოო არომატსა და გემოსაც მატებს.

  • ლეღვი

ადამიანების ნაწილმა ლეღვის სასარგებლო თვისებების შესახებ არაფერი იცის. აღნიშნული პროდუქტი ლიბიდოს ასამაღლებელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თუ სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებაზე ხართ ორიენტირებული, მის მირთმევაზე უარი არ უნდა თქვათ. ლეღვი ეფექტური სტიმულატორია. ის სასქესო ფერომონების (ატრაქტანტების) გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც თქვენს ლიბიდოს მნიშვნელოვნად ამაღლებს. ზემოთ ჩამოთვლილი სასარგებლო თვისებების გარდა  ლეღვს საოცარი გემოც აქვს. როგორც წესი, მისი მირთმევა ადამიანების უდიდეს ნაწილს ძალიან მოსწონს. ამ უგემრიელესი პროდუქტის ხშირად მირთმევაზე უარი არ თქვათ და შედეგით ნამდვილად გაოცებული დარჩებით.

  • საზამთრო

ტკბილი საკვების მოყვარული ადამიანების უმთავრეს აფროდიზიაკად ყოველთვის შოკოლადი მიიჩნეოდა, თუმცა  უახლესი კვლევებით დგინდება, რომ აღნიშნული მოსაზრება რეალობას არ შეესაბამება. შოკოლადში შემავალი ნივთიერება ფენილეთილამინი ორგანიზმში ენდორფინისა და სეროტონინის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ზრდის, თუმცა შოკოლადს სექსუალური ლტოლვის გაძლიერების უნარი ნამდვილად არ აქვს. თუ თქვენ ტკბილეული ძალიან გიყვართ და ლიბიდოს ამაღლების სურვილიც გაქვთ, უპირატესობა საზამთროს უნდა მიანიჭოთ. მართალია საზამთროს შემადგენლობაში 92 % წყალია, მაგრამ ის უამრავი ვიტამინით და მინერალით არის გაჯერებული, რომლებიც სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს. კვლევებით დასტურდება, რომ საზამთრო ადამიანის სისხლძარღვებზე დადებითად ზემოქმედებს და ლიბიდოს ამაღლებასაც უწყობს ხელს. საზამთრო ფიტომკვებავ ნივთიერებას - ციტრულინს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას ამინომჟავა არგინინად გარდაიქმნება. ამინომჟავა არგინინი, თავის მხრივ, აზოტის ოქსიდის შემცველობას მნიშვნელოვნად ზრდის. ეს ყოველივე კი სისხლძარღვების რელაქსაციას და ლიბიდოს ამაღლებას უწყობს ხელს.

  • კვერცხი

კვერცხის მომზადება სხვადასხვა ფორმით შეგიძლიათ. არ აქვს მნიშვნელობა მას მოხარშავთ, შეწვავთ თუ უგემრიელეს ომლეტს მოამზადებთ, მისგან სარგებლის მიღებას ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებთ. დღის განმავლობაში ერთი ცალი კვერცხის მირთმევას თქვენს ორგანიზმში სასწაულების მოხდენა შეუძლია. კვერცხი დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს. პროტეინების დახმარებით თქვენ ენერგია სწრაფად გემატებათ. რაც მთავარია, კვერცხის მირთმევისას დიდი რაოდენობით კალორიების მიღების საფრთხე არ გემუქრებათ. ცნობილია, რომ კვერცხი ამინომჟავა L-არგინინის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, რომელიც გულის დაავადებებს და სექსუალურ დისფუნქციებს წარმატებით ებრძვის.

  • ჟენშენი

უახლესი კვლევებით დგინდება, რომ ჟენშენს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში ლიბიდოს ამაღლების საოცარი უნარი აქვს. ერთ-ერთი კვლევის მონაწილე ქალბატონების 68 % აღნიშნავდა, რომ ჟენშენის ყოველდღიური მიღების შემდეგ მათი სექსუალური ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ჟენშენის მიღებით გამოწვეული სასიამოვნო ცვლილებების შესამჩნევად დაახლოებით ერთი თვე დაგჭირდებათ. ლიბიდოს ამაღლება თუ გსურთ, ჟენშენი თქვენს რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ. უპირატესობა მიანიჭეთ ჟენშენის ჩაის, რომელიც საოცრად არომატული, გემრიელი და სასარგებლო სასმელია. ნუ შეიძენთ ჟენშენის არომატის მქონე ენერგეტიკულ სასმელებს, რადგან მათი უდიდესი ნაწილი ძალიან ბევრ ქიმიურ დანამატსა და შაქარს შეიცავს, რაც ჟენშენის სასარგებლო თვისებებს გადაფარავს და სასურველი შედეგის მიღებაში ხელს შეგიშლით.

  • ზაფრანა

ზაფრანა ძალიან სასარგებლო სანელებელია. ის თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზე დადებითად ზემოქმედებს. კვლევებით დასტურდება, რომ ზაფრანას ლიბიდოს ამაღლების უნარი ნამდვილად აქვს. საუკეთესო შედეგის მისაღებად ზაფრანა ცხელ წყალში 15 წუთის მანძილზე უნდა გააჩეროთ, შემდეგ კი იმავე წყალში ბრინჯი ან ქერი უნდა ჩაყაროთ. ძალიან სასარგებლოა აღნიშნული სანელებლის წვნიანებში გამოყენებაც.

  • სალათის ფურცლები

ზეითუნის ზეთისა და ძმრის ნაზავით გახალისებული სალათის მცირე ულუფა თქვენს ლიბიდოს მნიშვნელოვნად აამაღლებს. გარკვეული სახეობის სალათის ფურცლები ოპიატებს შეიცავს, რომლებიც, თავის მხრივ, სექსუალური ჰორმონების გამომუშავების პროცესის დაჩქარებას უწყობენ ხელს. სადილზე სალათის ფურცლებით მორთული კერძების მირთმევა თქვენს დღეს გაცილებით მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის, რაც განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

  • ჯანჯაფილი

აზიის უძველეს სახელმწიფოებსა და კულტურებში ჯანჯაფილს სამედიცინო დანიშნულებით ხშირად იყენებდნენ. ძველი აზიელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ აღნიშნულ სანელებელს სასწაულების მოხდენა შეეძლო. XXI საუკუნეში მედიცინაში ჩახედულმა ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჯანჯაფილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. ის კუჭის სეკრეციას აუმჯობესებს და ნაღველმდენი მოქმედებითაც ხასიათდება. გარდა ამისა, ჯანჯაფილს ლიბიდოს ამაღლების საოცარი უნარიც აქვს. ჯანჯაფილის საკვებად გამოყენება სხვადასხვა ფორმით შეგიძლიათ. მისი მირთმევა ნებისმიერი სახით ძალიან სასარგებლოა. ჯანჯაფილი აქტიურად ებრძვის სეზონურ გრიპებსა და გაციებას, რის გამოც მას ზამთარში საკმაოდ ხშირად მიირთმევენ. ჯანსაღი სექსუალური ცხოვრებისთვის ორგანიზმის გაჯანსაღებაზე ზრუნვა აუცილებელია. იმუნიტეტის გაძლიერება თქვენს ლიბიდოს მნიშვნელოვნად აამაღლებს და სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებაშიც შეგიწყობთ ხელს.

ლიბიდოს დაქვეითების პრობლემა თუ გაქვთ, მოერიდეთ ხამანწკების, გადამუშავებული საკონდიტრო ნაწარმისა და დიდი რაოდენობით რძის პოდუქტების მიღებას.

წარმატებებს გისურვებთ!

 

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა