Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ინტერვიუ არაჩვეულებრივ ქალ ბოდიბილდერ კასანდრა ფლოიდთან

რჩევები ბოდიბილდინგით დაინტერესებულ ქალბატონებს 

როდის  და რატომ დაინტერესდით ბოდიბილდინგით?

 ბავშვი რომ ვიყავი, ხშირად ვაკვირდებოდი მამას, როდესაც ის ვარჯიშობდა. მე ჩუმად ვაკეთებდი მცირე წონებით ბიცეფსის აზიდვებს. კოლეჯში სწავლის დროს ბიჭებთან ერთად აქტიურად ვვარჯიშობდი, მაგრამ რატომღაც მათ ვერ მიმიღეს. მოგვიანებით ძალოსნებმა შემიფარეს. ისინი მარწმუნებდნენ, რომ ბოდიბილდერად ვიყავი დაბადებული, მეც ავდექი და 1989 წლის ენპისი–ს(NPC) შოუზე გამოვედი. ამ კონკურსში გავიმარჯვე. მას შემდეგ აქ ვარ .

დღეს თუ გახსოვთ რამე, რასაც ძალოსნები გასწავლიდნენ და თუ იყენებთ მათ რჩევებს ტექნიკური ან ფილოსოფიური თვალსაზრისით?

 ტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანია. მათგან ვისწავლე დედლიფტების სწორად გაკეთება. მთავარია, ამ დროს ფეხს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ, რათა ტრავმები თავიდან აიცილოთ. მოვარჯიშეებს შორის ხშირია ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილები. გირჩევდით დამცავი ქამრების ტარებას, ასევე ფეხზე სახვევის გაკეთებას.

რა რჩევას მისცემდით ქალბატონებს, რომლებსაც უნდათ აზიდვების გაკეთება, მაგრამ დედლიფტები და პრესის ვარჯიშები სკამზე სახიფათოდ ეჩვენებათ?

 ჩემი რჩევა ყველა ქალბატონისთვის შემდეგია: აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ფიტნეს მონაცემები და ისე შეარჩიეთ ვარჯიში. აუცილებელია ვარჯიშების სწორი შეთანხმება, რომ ტონუსში იყოთ და კარგი მუსკულატურა დაიყენოთ. სულაც არ არის აუცილებელი დედლიფტები და პრესის ვარჯიშები აკეთოთ სკამზე, შეგიძლიათ ჰანტელებით ივარჯიშოთ, გააკეთოთ ბევრი აზიდვა და მისვლებს შორის ინტერვალები შეამციროთ. პროგრამაში აუცილებლად უნდა ჩართოთ  კარდიო ვარჯიშებიც.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დამწყები ქალი ათლეტებისთვის, რომლებსაც კუნთების გაზრდა და კონკურსებში მონაწილეობა აქვთ გადაწყვეტილი?

 ყველაზე მნიშვნელოვანია კვება. აუცილებლად სწორად უნდა იკვებოთ და კარგად გეძინოთ.

რა რჩევებს მისცემდით ქალბატონებს ამ მხრივ? როგორ მიიღონ დღიურად საჭირო პროთეინები?

 ყველას თავისებური ორგანიზმი აქვს. მე შემიძლია გითხრათ ჩემზე კარგად რა მოქმედებს. როდესაც დატვირთულად არ ვვარჯიშობ, დღიურად 75% პროთეინებს ვიღებ, ხოლო 25%  ნახშირწყლებს.  მთელი წლის განმავლობაში ნახშირწყლების რაოდენობა მნიშვნელოვნად მაქვს შეზღუდული. შეჯიბრების წინ 85% პროთეინებს ვიღებ, ხოლო ნახშირწყლებს 15%–მდე ვამცირებ. ეს არის ჩემი საიდუმლო.

თქვენ ერთხელ აღნიშნეთ რომ ადრეულ ახალგაზრდობაში ბულინგის მსხვერპლი იყავით. გვიამბეთ ამის შესახებ. მოგცათ თუ არა დამატებითი მოტივაცია აღნიშნულმა პრობლემამ?

მე ვიზრდებოდი იეჰოვას რელიგიის გავლენის ქვეშ. იმ დროში ეს საკმაოდ მკაცრი რელიგია იყო. გვეკრძალებოდა კლასელებთან ერთად სკოლის შემდეგ სადმე გასეირნება. როდესაც ბავშვები მათთან ერთად გავლას მთხოვდნენ, ან სადმე მეპატიჟებოდნენ, მე ყოველთვის უარს ვეუბნებოდი, რადგან მშობლები ამის ნებას არ მრთავდნენ, რის გამოც მათ ამომიჩემეს. ყველამ ჩათვალა, რომ ასე მეტისმეტი სიამაყის და ამპარტავნების გამო ვიქცეოდი, სინამდვილე კი სულ სხვა იყო.

ძალიან ბიჭურ გარემოში გავიზარდე. ჩემს ოჯახში 16 ბავშვი იყო. 9 ძმა მყავდა. სულ მათთან ერთად ვთამაშობდი. არასდროს ვსეირნობდი გოგოებთან ერთად. ბიჭურ თამაშებს ვანიჭებდი უპირატესობებს: კალათბურთს, ფეხბურთს, ფრენბურთს. ვბაძავდი მამას. მასავით ვაკეთებდი აზიდვებს. ჩემი გეგმა მქონდა, რომლითაც ჩემს მჩაგვრელ გოგო–ბიჭებს საკადრის პასუხს გავცემდი.

რა განცდაა, როდესაც წლების მერე თქვენს მჩაგვრელებს ან მეგობრებს ხვდებით? ალბათ, დღეს ყველას თქვენთან დაახლოება სურს.

 სულაც არ არის ასე. ბევრს ახლაც არ მოვწონვარ. მე ძალიან უბრალო ცხოვრებით ვცხოვრობ. თავისუფლად ვაზროვნებ. ყველას ისეთ პატივს მივაგებ, როგორსაც იმსახურებს. დიახ, სასიამოვნოა, როდესაც ოდესღაც სკოლაში ძალიან პოპულარულ ადამიანებს ვხვდები, რომლებიც მე დამცინოდნენ და ვხედავ, რომ  მათზე ახალგაზრდულად გამოვიყურები და მათზე კარგ ფორმაში ვარ. ეს ნამდვილად მახარებს.

მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ

 მადლობა თქვენ.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა