სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ვარჯიში და  ჯანმრთელი კანი

სიახლე არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ვარჯიში ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვების, ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მას ჩვენი კანის ჯანმრთელობისთვისაც უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია. ლამაზი, უპრობლემო კანის ქონა ნებისმიერი ქალბატონისთვის უმთავრეს მიზანსა და ოცნებას წარმოადგენს.

„ჩვენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ, როდესაც ვარჯიშს ვიწყებთ და ეს ძალიან კარგია, მაგრამ გვავიწყდება, რომ ყველაფერი, რაც აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ხელს უწყობს ჩვენი კანის ჯანმრთელობასა და სისუფთავესაც,“- აცხადებს ასოცირებული პროფესორი, დერმატოლოგი ელენ მარმური, ავტორი წიგნისა „ქალის გზამკვლელი ლამაზი და ჯანმრთელი კანისთვის“. თუ თქვენ გარკვეული დერმატოლოგიური პრობლემები გაწუხებთ, მაგ. აკნე, როზაცეა ან ფსორიაზი, ვარჯიშის დროსაც სიფრთხილის დაცვა გმართებთ. თუმცა ნუ მისცემთ კანის პრობლემებს უფლებას ფიზიკურ აქტივობაზე უარი გათქმევინონ, ახლავე გეტყვით რატომაც.

ვარჯიში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რითაც კანის უჯრედებს კვებავს და აცოცხლებს. „სისხლი მთელს ორგანიზმს, მათ შორის კანსაც, ჟანგბადითა და მკვებავი ნივთიერებებით ამარაგებს. გარდა იმისა, რომ სისხლს უჯრედებში ჟანგბადი შეაქვს, ის მათ ცარიელი რადიკალებისგანაც ათავისუფლებს. ვარჯიში კანის დეტოქსიკაციას არ ახდენს. მსგავსი ფუნქცია ორგანულად ღვიძლს ეკისრება, მაგრამ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებით ის სისტემას ფოროვანი ნარჩენებისგან წმენდს. წარმოიდგინეთ, რომ ვარჯიშისას კანი შიგნიდან იწმინდება,“- აცხადებს მარმური.

სპორტსმენთა დერმატოლოგიური კლინიკის ასოცირებული პროფესორი ბრაიან ადამსი აღნიშნავს: „ ცნობილია, რომ ვარჯიში სტრესთან გამკლავებაში გვეხმარება. სტრესული მდგომარეობის შემცირებით, უმჯობესდება კანის ის პრობლემები, რომელთა გამწვავებაც სტრესთან არის კავშირში, ეს ეხება ისეთ სერიოზულ დაავადებებსაც, როგორებიცაა აკნე და ეგზემა. მიუხედავად იმისა, რომ სტრესსა და კანის პრობლემებს შორის კავშირს მეცნიერები დღემდე იკვლევენ, დადასტურებულია, რომ სტრესს ცხიმის გამომმუშავებელ  ცხიმოვან ჯირკვლებზე გავლენა ნამდვილად აქვს.

გარდა იმისა, რომ ვარჯიში თქვენს კანს მრავალმხრივ აუმჯობესებს, ის გარკვეულ რისკებსაც შეიცავს. თუმცა, საბედნიეროდ კანის დაცვა ვარჯიშისას ძალიან მარტივია.

„ბუნებაში ვარჯიშის მთავარ საფრთხეს მზით დამწვრობა წარმოადგენს,“- აცხადებს ეიპრილ არმსტრონგი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი დერმატოლოგიაში. მზით დამწვრობა ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკებს, სწრაფად აბერებს კანს და ანეიტრალებს ყველა იმ სარგებელს, რომლის მოტანაც ვარჯიშს თქვენი კანისთვის შეუძლია. გამოსავალი იმაშია, რომ გარეთ ვარჯიშს მოერიდოთ იმ საათებში, როდესაც მზე ზენიტშია, იგულისხმება დილის ათი საათიდან შუადღის 4 საათამდე შუალედი.

თუ მზის გულზე ვარჯიში მაინც გიწევთ ,მზის დამცავი კრემი გამოიყენეთ. ეს ბევრ ქალბატონს  არ მოსწონს, რადგან მზეზე კრემი დნება და ხშირად თვალებშიც კი ჩასდით, თუმცა თანამედროვე მზის დამცავი კრემები მეტი გამძლეობით ხასიათდებიან და ამგვარ პრობლემებს ნაკლებად შეგიქმნიან. თუ თქვენ აკნე ან ბუნებრივად ცხიმიანი კანი გაქვთ, უცხიმო კრემები უნდა გამოიყენოთ.

მზის დამცავს მეტსიმეტად ნუ ენდობით, რადგან როდესაც ის ლღვება, დამწვრობის განვითარების რისკი მატულობს. გამოიყენეთ ისეთი სპორტული ტანსაცმელი, რომელიც მაქსიმალურად დაგიფარავთ კანს. აუცილებლად დაიხურეთ ქუდიც, რომელიც თქვენი სახის ნაკვთებს მზისგან დაიცავს.

კანის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ვარჯიშისას იჩენს თავს არის დაზიანებები, რომლებმაც შესაძლოა გამონაყარი გამოიწვიოს. ამიტომ უნდა ატაროთ ისეთი ტანისამოსი, რომელიც კანს მაქსიმალურად დაიცავს. აკნეს, რომელიც მსგავსი დაზიანებების შედეგად ჩნდება მექანიკურ აკნედაც მოიხსენიებენ. მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიშის დაწყების წინ სახე სუფთა და დაბანილი იყოს, რათა თავიდან აირიდოთ ფორების დაბინძურება. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მაკიაჟი ვარჯიშის დაწყებამდე. ვარჯიშის დასრულებისთანავე უნდა მიიღოთ შხაპი, შემდეგ კი დამამშვიდებელი კრემი წასივათ, რათა კანის გაღიზიანება აიცილოთ თავიდან.

კანის სხვა მდგომარეობებიც შესაძლოა ვარჯიშის შედეგად გამწვავდეს, ეს შეეხება როზაცეას, ფსორიაზს, ეგზემას. დერმატოლოგები გირჩევენ, რომ ამის გამო  ვარჯიშს ნუ მოერიდებით. ფიზიკური დატვირთვის დადებითი შედეგები იმ დროებით პრობლემებს, რომლებსაც იგი იწვევს ადვილად გადაწონის. არსებობს სტრატეგიები, რომლებიც ვარჯიშისას კანის პრობლემათა გამწვავებისგან დაგიცავთ.

თუ თქვენ როზაცეა გაქვთ ვარჯიშის დროს ტემპერატურის მატებამ და კანის გახურებამ შესაძლოა პრობლემა გაგირთულოთ. დერმატოლოგები გირჩევენ ცივ გარემოში, დაბალ ტემპერატურაზე ივარჯიშოთ. პროფესორ მარმურის თქმით, საუკეთესო გამოსავალი ამ მხრივ ცურვაა, რადგან წყალში კანი ინარჩუნებს სიგრილეს, მაშინაც კი, როდესაც სხეულის ტემპერატურა იმატებს (არ დაგავიწყდეთ ცურვის შემდეგ კანის დატენიანება კრემით, რადგან ქლორი კანს აშრობს). ასევე საღამოს მაცოცხლებელი სეირნობაც თქვენთვის ძალიან სასარგებლოა. დერმატოლოგი ანდრეა კამბიო გირჩევთ სახის გაოფლიანების და გახურების შემთხვევაში, ვარჯიშის დასრულებისთანავე ცივი საფენები დაიდოთ სახის პრობლემურ ადგილებზე.

ეგზემა და ფსორიაზიც შესაძლოა ენერგიული ვარჯიშის შედეგად გამწვავდეს. ამ შემთხვევაში პრობლემას ოფლიანობის გამო კანის მომატებული მარილიანობა ამწვავებს. გირჩევთ კანის სპეციალური დამცავების გამოყენებას, განსაკუთრებით კი პრობლემურ ადგილებში, როგორებიცაა საზარდულის და იღლიების არეები. თქვენთვისაც უმჯობესია, თუ ცივ გარემოში ივარჯიშებთ და ოფლიანობისგან მაქსიმალურად დაიზღვევთ თავს . წინააღმეგ შემთხვევაში, ვარჯიშის დასრულებისთანავე სწრაფად უნდა მიიღოთ შხაპი. გახსოვდეთ,  ხშირი ბანაობა კანს აშრობს და ფსორიაზსა და ეგზემას უფრო ამწვავებს.

ექიმ არმსტრონგის თქმით, ვარჯიშს უამრავი დადებითი შედეგი მოაქვს, მაგრამ ფსორიაზის და ეგზემის მქონე პაციენტებს დერმატოლოგები ფიზიკურ დატვირთვას ყველაზე მეტად ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ურჩევენ. მართალია, ვარჯიში ხშირად იწვევს კანის პრობლემების პერიოდულ, დროებით გამწვავებებს, მაგრამ საბოლოო დადებითი შედეგი ყველა პაციენტისთვის აშკარაა და ისინი აბსოლუტურად კმაყოფილები რჩებიან. 

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა