Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ორსულთა კვება: 10 პროდუქტი, რომელთა მიღება აუცილებელია,

ორსულობა სულაც არ გულისხმობს იმას, რომ თქვენ ყოველთვის ორისთვის იკვებებით. ცხადია, ბავშვის ზრდა-განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დედის კვებაზე, მაგრამ როგორც კვების ექსპერტები გვარწმუნებენ, ორსულმა ქალბატონებმა რაციონი დამატებითი მკვებავი ნივთიერებებით უნდა გაიმდიდრონ და არა ზედმეტი ულუფებით.

„ორის ნაცვლად ჭამა მითია, პირველი ტრიმესტრის დროს ქალს არ სჭირდება დამატებითი კალორიების მიღება,- აცხადებს  ანა ალიდინა, დიეტოლოგი რიჩმონდ ჰილიდან - მეორე ტრიმესტრში ორსულებს დღიურად მხოლოდ 340 დამატებითი კალორია სჭირდებათ, მესამე ტრიმესტრში კი - 450.“

ალიდინას განცხადებით, ორსულობა ის გადამწყვეტი ეტაპია, როდესაც ქალმა ორგანიზმი უნდა გაიმდიდროს რკინით, კალციუმით, პროტეინებით, ვიტამინ A, B და C-თი, ფოლიუმის მჟავით, მაგნეზიუმით, სელენით (აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის  ნორმალური ფუნქციონირებისთვის) და თუთიით.

მაგრამ რა უნდა მოვუხერხოთ იმ მძაფრ სურვილებს, რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ორსულობასთან. თქვენ, ალბათ, გსმენიათ ისტორიები ქალების შესახებ, რომლებიც ორსულობის დროს შუაღამისას იღვიძებდნენ და ჭამის (მაგ. შოკოლადის, მარწყვის) დაუოკებელი მოთხოვნილებით იტანჯებოდნენ. ზოგიერთ ორსულს მსგავსი ახირებები და აკვიატებები არ ახასაითებს.

„გარკვეულ პროდუქტთა სუნი და გემო ორსულთათვის განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება. ამაზე გავლენას ახდენს ის ჰორმონალური ცვლილებები, რომლებიც ამ დროს ქალის ორგანიზმში ხდება. თუმცა ჯერ არც ერთ კვლევას არ დაუდგენია რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ იკვიატებენ ორსულები კონკრეტულ პროდუქტებს. როდესაც ორსულებს უჩნდებათ ისეთი რამის ჭამის სურვილი, რაც საკვებად არ ითვლება, მაგ. ყინულის, ეს  უმეტესად რკინის დეფიციტით არის გამოწვეული,“ -  აცხადებს ალიდინა.

  1. ის მიმოხილვის მიხედვით, ორსულთა 40 %-ს აკვიატებული სურვილები ჰქონდა ტკბილეულთან დაკავშირებით, 33%-ს კი მარილიან პროდუქტზე ჰქონდა მოთხოვნილება. ზოგიერთი სახის პროდუქტი ორსულებში მეტი პოპულარობით სარგებლობდა, ვიდრე დანარჩენები: ქალების 17%-ს მექსიკური სამზარეულო და ცხარე საკვები ჰქონდა აჩემებული, 10%-ს კი ციტრუსების, ვაშლის და სხვა მჟავე ხილის მირთმევისის სურვილი კლავდა.

მაშასადამე, ვარკვევთ რომელი პროდუქტებია ორსულთათვის სასარგებლო და  რა უნდა მიირთვათ ყოველგვარი შიშისა თუ მღელვარების გარეშე?

გთავაზობთ იმ 10 პროდუქტს, რომლებიც თქვენთვის და თქვენი პატარასთვის ძალიან სასარგებლოა:

  1. ბანანი (პირველი ტრიმესტრი)

რატომ არის სასარგებლო ბანანი პირველ ტრიმესტრში? ალიდინას თქმით, ბანანი ძალიან ეხმარება ქალბატონებს გულისრევის შემაწუხებელ შეგრძნებასთან გამკლავებაში, რაც თითქმის ყველა ორსულის საერთო პრობლემაა. ამასთან ბანანი ვიტამინ B6-ის საბადოს წარმოადგენს, რომელიც დილის სისუსტეს დაგამარცხებინებთ. იგი მდიდარია ბოჭკოთი, C ვიტამინითა და კალიუმით.

  1. შპინატი (პირველი ტრიმესტრი)

რატომ არის შპინატი სასურველი პროდუქტი? შპინატი მდიდარია ფოლიუმის მჟავით. ფოლიუმის მჟავის ადექვატური მარაგი ჩვილს ნერვული მილის დეფექტისა და თავის ტვინის დაზიანებებისგან იცავს. შპინატი მდიდარია A,C და K ვიტამინებით, მაგნიუმითა და რკინით.

  1. ლობიო (პირველი ტრიმესტრი)

რაში გვეხმარება ლობიო? ყველამ ვიცით, რომ ლობიო პროტეინისა და ბოჭკოს საბადოს წარმოადგენს, მაგრამ იგი ორსულებს ყველაზე მეტად შეკრულობის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.  ყაბზობა ორსულობის გარკვეულ ეტაპზე ქალების 40 % -ს აწუხებს, რაც გამოწვეულია საშვილოსნოს ზრდით, პროგესტერონის მიერ მეტაბოლიზმის პროცესის შენელებითა და რკინის დანამატებით. თავად ლობიოც უხვად შეიცავს რკინასა და ფოლიუმის მჟავას.

  1. წითელი წიწაკა (პირველი ტრიმესტრი)

ორსულობისას ვიტამინ C  თქვენს ორგანიზმში ქსოვილთა განვითარებასა და გაძლიერებაზეა პასუხისმგებელი. წითელი წიწაკა მწვანესთან შედარებით ორჯერ მეტ ვიტამინ C-ს  შეიცავს.ერთ დიდ წითელ წიწაკაში 209 მილიგრამამდე ვიტამინ C-ა, რაც იმას ნიშნავს რომ წითელი წიწაკა ამ მხრივ 3-ჯერ უფრო მდიდარია ვიდრე ფორთოხალი.  C ვიტამინის მიღება ორგანიზმს რკინის უკეთ ათვისებაშიც ეხმარება. ასე რომ ,არ დაგავიწყდეთ მცირე დოზებით წითელი წიწაკის დამატება სალათებსა და სენდვიჩებში.

  1. კვერცხი (მეორე ტრიმესტრი)

თუ მის მისაღებად საჭირო მიზეზებს ეძებთ, მაშინ კვერცხის გულში უნდა ჩაიხედოთ. კვერცხის გული შეიცავს ქოლინს, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს თქვენი პატარას ტვინის განვითარებაში, ამასთან თქვენი ტვინისთვისაც მაცოცხლებელი ძალა აქვს. ალიდინას თქმით, ორსულებმა დღეში დღიურად 450 მილიგრამამდე ქოლინი უნდა მიიღონ. თუ თქვენ ვეგანი ხართ, ან არ გიყვართ კვერცხი, შეგიძლიათ სოიო ან მისი რძე მიირთვათ.

  1. ავოკადო (მეორე ტრიმესტრი)

ეს გასაოცარი ხილი მკვებავი ნივთიერებებისა და ყოველგვარი სიკეთის წყაროს წარმოადგენს. ის ძალიან მდიდარია ბოჭკოთი, B6, K და C ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავითა და კალიუმით. ავოკადო სავსეა უჯერი ცხიმებით, რომლებიც სასარგებლო ცხიმებია და გულის პრობლემებისგან დაგიცავთ. ავოკადო წარმატებით ებრძვის დილის სისუსტეს, ხელს უწყობს ბავშვის ტვინისა და ორგანული ქსოვილების განვითარებას.

  1. ბერძნული იოგურტი (მეორე ტრიმესტრი)

იოგურტებს შორის ყველაზე მეტ პროტეინს სწორედ ბერძნული იოგურტი შეიცავს. ჩვეულებრივ, უცხიმო იოგურტის ერთი ულუფა 6-8 გრამამდე პროტეინს შეიცავს, მაშინ როდესაც ბერძნული იოგურტის ერთი ულუფა 16-18 გრამამდე პროტეინის მიღებაში დაგეხმარებათ. იგი ასევე მდიდარია კალციუმითაც, რომლის საჭირო დოზებით მიღებაც ნებისმიერი ორსულისთვის აუცილებელია.

  1. პაპაია (მესამე ტრიმესტრი)

ეს ტროპიკული საკვები მდიდარია კალიუმით, ბოჭკოთი, ფოლიუმის მჟავითა და ვიტამი C-თი. ალიდინას თქმით, პაპაია გულძმარვას წარმატებით ახშობს. ეს უსიამოვნო შეგრძნება კი ორსულებს ძალიან ხშირად აწუხებთ, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში. ორსულებისთვის ნებადართულია მხოლოდ მწიფე პაპაიის მირთმევა, რადგან მკვახე პაპაია შეიცავს დიდი რაოდენობით პეფსინს და შესაძლოა სპაზმები გამოიწვიოს.

  1. თხილეული (მესამე ტრიმესტრი)

მესამე ტრიმესტრისას დისკომფორტი მატულობს. ამ დროს ხშირი კვება აუცილებელია. თხილეული პროტეინებისა და გულისთვის სასარგებლო ცხიმების წყაროა. ნუში, ფისტაშკები, კეშიუ , ყველა პროტეინების, სასარგებლო ცხიმების და ბოჭკოს წყაროს წარმოადგენს, თანაც მათი მირთმევა მცირე ულუფებით ხშირად შეგიძლიათ.

  1. ცხიმიანი თევზი (მესამე ტრიმესტრი)

თქვენ შეგიძლიათ ყოველკვირეულად თინუსის 6 ულუფა მიირთვათ, მაგრამ თევზის გადაჭარბებული დოზით მიღება ვერცხლისწყლის დონეს მაღლა წევს, რაც თქვენი ორგანიზმისთვის საზიანოა, თუმცა ცხიმიანი თევზის თქვენს რაციონში შეტანით, ორგანიზმს ომეგა 3-ით ამდიდრებთ, რაც თქვენი გულისა და ტვინის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მცირე ულუფებით კვირაში რამდენჯერმე თევზის ჭამა ორსულთათვის ძალიან სასარგებლოა.  

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა