სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



საქმიანი ქალის გზამკვლევი იდეალური სხეულისთვის,რჩევები, რომლებიც დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ

თქვენ დღეს ვარჯიშის დაწყება გსურთ, დიახ, ნამდვილად გაქვთ ამის სურვილი, მაგრამ რა უნდა მოუხერხოთ იმ პროდუქტების სიას, რომლებიც აუცილებლად უნდა შეიძინოთ, ზარებს, რომლებიც სამსახურისგან თავისუფალმა უნდა განახორციელოთ, ძაღლს, რომელიც ვეტერინართან უნდა მიიყვანოთ. საქმიან ქალს უამრავი პასუხისმგებლობა აქვს, რაც მის ფიტნეს მოტივაციას მნიშვნელოვნად აფერხებს. ჩვენ გაგაცნობთ ფიტნეს ექსპერტების მიერ შემოთავახებულ რჩევებს, რომლებიც მიუხედავად თქვენს ცხოვრებაში არსებული ობიექტური დაბრკოლებებისა ვარჯიშს „გაიძულებთ.“

  1. გააკეთეთ ეს დილით

ჯერ მხოლოდ დილის 7 საათია და  ამ დროისთვის თქვენ არანაირი მოვალეობა არ გაკისრიათ. სწორედ ის დროა ირბინოთ ან იოგას მიმართოთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ქალბატონები, რომლებიც დილით ვარჯიშობენ, თავიანთ პროგრამას გაცილებით მარტივად ეჯაჭვებიან, ვიდრე ისინი. ვინც ამას საღამოს საათებში აკეთებენ. არ ხართ დილის ადამიანი?! გახდით! რასაკვირველია, ეს მტკივნეულად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად არ ინანებთ! ფიტნეს კლუბების გაერთიანების დირექტორის კაროლ ესპელის თქმით, რაც უფრო შორს გადადებთ დღის განმავლობაში ვარჯიშის დაწყებას, მით  მეტი მიზეზი გამოგიჩნდებათ მასზე უარის სათქმელად. გლასგოს უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევას თუ ვენდობით, დილაადრიან ვარჯიში გაცილებით ამაღლებს განწყობას, ვიდრე საღამოს ვარჯიშები.

  1. დარბაზში თქვენი გარდერობი დაიქირავეთ

ალბათ, უცნაურად ჟღერს, მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენ დროს ხარჯავთ სავარჯიშო ტანსაცმლის აქეთ–იქით ტარებაში. 40 წლის ამერიკელი ქალბატონის  კონსტანს მენსინკის თქმით, იგი თავის ტანისამოსს და მაკიაჟის ნაწილს დარბაზის გარდერობში ტოვებს, რათა ზედმეტი თავისგასამართლებელი მიზეზები აირიდოს თავიდან და დარბაზში მისვლის მეტი მოტივაცია ჰქონდეს.

  1. გააკეთეთ მნიშვნელოვანი ვარჯიშები

თუ თქვენ ბევრი დრო არ გაქვთ, გაცილებით მეტ ძალას და ენერგიას ძირითად კუნთებზე ორიენტირება შეგმატებთ. ჯონათან როსი, ფიტნეს ინსტრუქტორი მერილენდიდან, გირჩევთ, დიდი დრო დაუთმოთ აზიდვებს, ჩაჯდომებს, ჩამუხვლებსა და იოგას. ეს ვარჯიშები მიყოლებით რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ.

  1. თვალი ადევნეთ თქვენს სავარჯიშო პროგრამას

ერთი კვირით ადრე, სანამ ვარჯიშს შეუდგებოდეთ, თქვენი სავარჯიშო პროგრამა ფურცელზე გადაიტანეთ და სადმე გააკარით, ისე, რომ ხშირად ხედავდეთ, მაგ. მაცივარზე. „თუ თქვენი პროგრამა ცხვირწინ არ გაქვთ, შესაძლოა ის ადვილად დაგავიწყდეთ,“ აცხადებს Push.Tv ის პროგრამული უზრუნველყოფის დირექტორი ნიუ–იორკიდან მაიკ მონრო.  მაკმასტერის უნივერსიტეტის კვლევებით, ვარჯიშის განრიგის წინასწარ შედგენა და მისი ხშირი გადაკითხვა სავარჯიშო პროგრამასთან მიჯაჭვულობას ზრდის. კიდევ ერთი ეშმაკური ხერხი, რომელიც გამოგადგებათ, შემდეგია: ჩამოწერეთ თქვენი მიზნები, თითოეული ცალ–ცალკე ფურცელზე. როდესაც რომელიმე მიზანს მიაღწევთ, ფურცელი, რომელზეც მის შესახებ გეწერათ, უნდა გადააგდოთ. განაგრძეთ ამის კეთება მანამ, სანამ ფურცლებისგან სრულიად არ გათავისუფლდებით.

  1. გაიჩინეთ ფიტნეს მეგობარი

მრავალი კვლევით დადასტურდა, რომ სხვა ადამიანთან ერთად ვარჯიში მოტივაციას ამაღლებს. ასე რომ მოიძიეთ ვინმე თქვენი მეგობრების მეგობრებიდან, სამსახურიდან, სამეზობლოდან, რათა ამ მხრივ პარტნიორობა გაგიწიოთ. ნუ დაიწყებთ ვარჯიშს ზედმეტად ახლო მეგობართან ერთად, რადგან მისთვის უარის თქმა ყოველთვის გაგიადვილდებათ და ამას მოკლეტექსტური შეტყობინების დახმარებით რამდენიმე წამში მოახერხებთ. ეცადეთ, ისეთი ფიტნეს მეგობარი შეიძინოთ, რომელთანაც ძალიან ახლოს არ ხართ, მაგრამ მის მიმართ პატივისცემის გრძნობას განიცდით.

  1. სცადეთ ინტერვალური ვარჯიშები

დაითვალეთ ყოველი წუთი! თუ დარბაზში დიდხანს ყოფნას ვერ ახერხებთ და ვარჯიშში იმაზე ნაკლებ დროს ხარჯავთ, ვიდრე ეს მიზნად გქონდათ დასახული, ინტერვალურ ვარჯიშებს მიმართეთ. კვებეკის ლავალის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ პირები, რომლებიც ინტერვალური ვარჯიშების მიმდევრები იყვნენ, ბევრად მეტ ცხიმებს წვავდნენ მათთან შედარებით, ვინც ხანგრძლივად და უწყვეტად ვარჯიშობდა.

  1. მოაწყვეთ შეხვედრები კალორიების დასაწვავად და არა დასაგროვებლად

ძალიან მარტივია მეგობრის ყავაზე ან სადილად დაპატიჟება. მთელი ამ ხნის განმავლობაში  თქვენ უმოძრაოდ იქნებით და წარმატებით დააგროვებთ ზედმეტ კალორიებს.  გირჩევთ, კვირაში ერთხელ სხვა სახის შეხვედრები მოაწყოთ. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ,ეს რამდენად სახალისო და სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის. შეხვდით მეგობრებს სავარჯიშოდ. ასე თქვენ წლიურად წონაში მატებისგან 7 კილოგრამამდე დაიზღვევთ თავს. შეგიძლიათ ციგურებით ისრიალოთ, ქალაქგარეთ თხილამურებით გაერთოთ, ან აკეთოთ ის, რაც თქვენ გაგამხიარულებთ, ყველაფერთან ერთად კი კალორიების დაწვაშიც შეგიწყობთ ხელს.

  1. კვირის მანძილზე 3 საათი დამატებით აქტივობებს დაუთმეთ

პიტსბურგის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობა წონაში კლებას უწყობს ხელს, მას შემდეგ, რაც თქვენ მიაღწევთ ბალანსირებულ წონას შესაბამისი ვარჯიშების და დიეტების გამოყენებით. კვების ექსპერტ ლიზა ტალანინის თქმით, ამის  გაკეთება ძალიან  მარტივია. გამოიყენეთ კიბეები ესკალატორის ნაცვლად, რესტორანში ლანჩზე ფეხით წადით  და არა მანქანით და ა.შ.

  1.  გამოიყენეთ ლოდინი თქვენს სასარგებლოდ

აეროპორტში იმყოფებით და ფრენა გადაიდო?! ეს თქვენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ. ნუ გაჩერდებით უქმად, იმოძრავეთ. აეროპორტის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გასვლა და გამოსვლა უკვე ერთგვარი ვარჯიშია. თუ ისეთ ადგილას ხართ, სადაც გალოდინებენ, თანაც ვერავინ გხედავთ, შეგიძლიათ მსუბუქი ვარჯიშებითაც გაიხალისოთ თავი.

  1. უარს ნუ იტყვით ქრთამზე!

ჯუდით რაითი, რაითის ინსტიტუტის პრეზიდენტი  თავის ფიტნეს გამოცდილებას გვიზიარებს და ამბობს: „არ ვარ ის ადამიანი, რომელიც დილით მოტივირებული იღვიძებს და ვარჯიშის წყურვილი კლავს. ჩემს თავს თვითონვე ვამხნევებდი და მცირე ჯილდოებით ვახალისებდი. მაგ. გულში ვამბობდი, რომ თუ საკმარისად ვირბენ, საღამოს თავს უფლებას მივცემ სტარბაქსში სასურველი ყავა მივირთვა. ან თუ კვირას ჩემი თავით კმაყოფილი დავასრულებ, ვიყიდი ჩემი საოცნებო ფილმის ბილეთებს. ეს ყოველთვის კარგად მუშაობს.“

  1. დროა, ცეკვისადმი თქვენი ფარული სიყვარული სააშკარაოზე გამოიტანოთ.

თუ ცეკვა გიყვართ, შეგიძლიათ მისდამი თქვენი სიყვარული გამოიყენოთ და ტანგოს ან ჰიპ–ჰოპის კლასებზე ჩაეწეროთ. მსგავსი ვარჯიშისას საათში დაახლოებით 400 კალორიამდე იწვება, იმდენივე, რამდენიც დილის გამახალისებელი სეირნობისას. გამოიყენეთ ყველა საშუალება, რათა სასურველ შედეგს მიაღწიოთ.

გისურვებთ წარმატებებს!

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა